IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

 
Closed TopicStart new topic
> ფორუმის წესები, წაიკითხე აუცილებლად !!!
crimson
გამოხმაურება Oct 8 2009, 09:46
გამოხმაურება #1


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,289
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




1. რეგისტრაცია
ფორუმზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ეთანხმება ფორუმის წესებს. აკრძალულია ერთი მომხმარებლის მიერ რამდენიმე ანგარიშის დარეგისტრირება.
აკრძალულია ისეთი სამომხმარებლო სახელის რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს უცენზურო სიტყვებსა და გამოთქმებს, რეკლამას, ვინმეს მიმართ შეურაწმყოფელ სიტყვას ან ფრაზას.
სამომხმარებლო სახელი (ნიკი) უნდა შეიცავდეს მხოლოდ და მხოლოდ ლათინური ანბანის ასოებს და ციფრებს.
აკრძალულია ავატარზე არაეთიკური, შეურაწმყოფელი და უცენზურო სახის ფოტოების გამოყენება

ახალ დარეგიტრირებულ მომხმარებელს მიენიჭება „Newbie"-ს სტატუსი. მას 30 წუთის განმავლობაშI შეეძლება თავისი ნებისმიერი გამოხმაურების ჩAსწორება, თუმცა შეზღუდული იქნება თEმის გახსნაზე.
ფორუმზე 55 პოსტის მერე ის ავტომატურად გადავა ჩVეულებრივ "Member" ჯგუფში, რის შემდგომაც თAვისუფლად შეეძლება თEმის გახსნა და 24 საათის განმავლობაში შესძლებს თAვისი გამოხმაურებების ჩAსწორებას. მომხმარებელი, რომელიც შემჩნეულიიქნება პოსტების ხელოვნური გაზრდით სხვადასხვა თEმაში არაინფორმატიული გამოხმაურებებით, მიიღებს 30% ვორნს.


2. თემები
თემის გახსნა შეუძლია მხოლოდ "Member" და მასზე მაღAლი ჯგუფის წევრებს.
თემა აუცილებლად უნდა გაიხსნას იმ განყოფილებაში, რომლის სათაურიც და შინაარსიც შეესაბამება მას.
აკრძალულია სხვა საიტების ან საქონლის რაიმე სახით რეკლამა ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. ასეთი მცდელობები წაიშლება ხოლო ავტორი დაისჯება

თემის სათაური აუცილებლად უნდა იყოს ინფორმატიული და უნდა მიუთითებდეს თემის შინაარს. ახალგახსნილ თემებს შემდეგი სახის სათაურებით - "ვაიმეეე", "ვუიმეე", "შემოდით აუცილებლად", "იქნებ დამეხმაროთ","მიშველეთ", "მემგონი რაღც ჭირს" დ.ა.შ დაიხურება დროებით, თემის ავტორი მიიღებს გაფრთხილებას (ვორნს), ხოლო თემის სათაური გადაკეთდება მოდერატორის შეხედულემისამებრ

აკრძალულია ისეთი თემების გახსნა , რომლებიც უკვე არსებობს ფორუმზე.
აკრძლულია ერთი და იგივე თემის სხვადასხვა განყოფილებაში გახსნა.
აკრძალულია ისეთი თემები და პოსტები, რომლებიც ქართული და უცხოური კულტურის, რელიგიის, ტრადიციების და მენტალიტეტის შეურაწმყოფელია.
აკრძალულია პროვოკაციული შინაარსის თემების გახსნა
აკრძალულია საპროტესტო თემების გახსნა
აკრძალულია პოლიტიკური შინაარსის თემების გახსნა

თემები, რომლებიც არ ატარებენ ზოგად საგანმანათლებლო ხასიათს, ან არ შეიცავენ მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველ მასალას და განთავსებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, არ იქნება შემჩნეული აქტიურობა, მოდერატორების გადაწყვეტილებით შესაძლებელია ეს თემა წაიშალოს.

აკრძლულია ადმინისტარციის მიერ წაშლილი თემების განხილვა. ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ პ.მ-ი ან ელ-ფოსტა.

3) კომენტარები, პოსტები
კონკრეტული თემის განხილვისას აკრძალულია სხვა საკითხებზე მსჯელობა (ე.წ.ოფტოპიკები) ოფტოპიკების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. კონკრეტულ თემაში მოყვანილი კომენტარის შეფასება ე.წ. “ოფტოპიკად” შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მოდერატორს და თემის ავტორს. მოდერატორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ოფტოპიკის წაშლის თაობაზე.

აკრძალულია ფორუმზე საკონფლიქტო სიტუაციის შექმნა და მისი ხელშეწყობა, რასისტული აზრების გამოხატვა, ეროვნებათაშორისო შუღლის გაღვივება

აკრძალულია 1024X768-ზე დიდი ზომის სურათების ატვირთვა. დასაშვებ ზომაზე დიდი სურათის განთავსების შემთხვევაში მოდერატორი ან მთლიანად წაშლის სურათს, ან წაუშLის ტაგებს და დატოვებს მხოლოდ ლინკის სახით. ასატვირთად სასურველია გამოიყენოთ შემდეგი რესურსი: http://imageshack.us/

თუ ფორუმის მომხმარებელი თვლის, რომ რომელიმე პოსტში მას მიაყენეს შეურაცხყოფა, ის უნდა დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის ან პირადი შეტყობინების მეშვეობით მოდერატორს. მოდერატორი ან მოდერატორთა ჯგუფი თვითონ მიიღებს საჭირო ზომებს.





გაფრთხილებების და ბანების ჩამონათვალი:

i) რეგისტრაციის წესების დარღვევა (პუნქტი-1)
წერილობით მიეცემა გაფრთხილება ავტორს. გაფრთხილების უგულებელყოფის შემთხვევაში ადმინისტრატორი თავად დააკორექტირებს მომხმარებლის ანგარიშს და მომხმარებელი მიიღებს 10% ვორნს

ii) თემა რომელიც წესების დარღვევითაა გახსნილი (პუნქტი-2)
მოდერატორი დააკორექტირებს (ან წაშლის) თემას და მისი ავტორი მიიღებს 10% ვორნს

iii) კომენტარების (პოსტები) წესების დარღვევა (პუნქტი-3)
ავტორი მიიღებს 10%-იან ვორნს. ოფტოპიკის შემთხვევაში მოდერს აქვს უფლება წაშალოს

iv) შეურაცხყოფა, უცენზურო სიტყვები, უცენზურო ფოტოები
აუცილებლად წაიშლება მოდერატორის მიერ და მისი ავტორი მიიღებს 30%-იან ვორნს

v) ნებისმიერი საქონლის რეკლამირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე
10%-იანი ვორნი

vi) კლუბის შეურაცხყოფა და უპატივცემულობა
60%-იანი ვორნი



30% ვორნის დაგროვების შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს 1 დღიან ბანს პირადი მესინჯერის გამოყენების უფლებით

50% ვორნის დაგროვების შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს 3 დღიან სრულ ბანს

70% ვორნის დაგროვების შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს 7 დღიან სრულ ბანს

90% ვორნის დაგროვების შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს 30 დღიან სრულ ბანს

100%-ის შემთხვევაში სამუდამოდ იბლოკება მომხმარებელი. 2 თვის გასვლის შემდეგ მოდერატორების და ადმინისტრატორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მომხმარებელს გამოეცხადოს ამინისტია

განსაკუთრებული შემთხვევების დროს გამოიყენება IP ბანიც.
მოდერატორების ნებისმიერი გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ ადმინისტრატორთან - (crimson). გასაჩივრება ხდება პერსონალური გზავნილით და არა ფორუმზე საპროტესტო თემების გახსნით.


ზევით მოყვანილი წესების გარდა, ადმინისტრაცია კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, იტოვებს უფლებას ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე წაშალოს ნებისნიერი პოსტი, თემა, ფოტო და ა.შ. ასევე გაუფთხილებლად და ახსნის გარეშე გააუქმოს ნებიემიერი ექაუნთი, მისცეს ბანი და დაითხოვოს ნებისმიერი მოდერატორი.


ყიდვა/გაყიდვის განყოფილებაში თEმების გახსნის ახალი წესები.

ავტომობილების ყიდვა გაყიდვის განყოფილებაში აკრძAლულია ერთიდაიგივე მომხმარებლის მიერ 6 თვეში 2 თEმაზე მეტის გახსნა. ხოლო თუ მომხმარებელი ეწევა ავტომობილების სისტემატიურად ჩამოყანა/ყიდვა/გაყიდვას, მაშინ ის ვალდებულია იქონიოს მხოლოდ 1 თემა, რომელსაც მუდმივად განაახლებს. მომხმარებლის მოთხოვნით, ადმინისტრაციასთAნ შეთAნხმების შემდეგ შესაძლებელია თემის აპინვაც.

ნაწილების და სხვა ყიდვა გაყიდვის განყოფილებაში მომხმარებელს შეუძLია კვირაში 1 თემის გახსნა. აკრძალულია მომხმარებლის მიერ რამოდენიმე თემის ერთდროულად გახსნა. თუ მომხმარებელს გასაყიდი აქვს რამოდენიმე დეტალი მაგ.ბლოუ, ტაიმერი, რასპორკა დ.ა.შ. იგი ვალდებულია გახსნას მხოლოდ ერთი თEმა, რომლის სათაურშიც მოკლედ იქნება ჩAმოთვლილი ის დეტალები რასაც ყიდის ანდა რასაც ყიდულობს.
აკრძAლულია ერთიდაიგივე ნივთზე 2 ან უფრო მეტი თEმის გახსნა.
გახსნილ თემაში აუცილებლად უნდა იყოს დეტალების ჩAმონათვალი ფასებით ან სანაცვლო შეთAვაზებით. უნდა იყოს გასაგებად და დეტალურად აღწერილი, სასურველია იყოს დასურათEბულიც.

ყიდვა გაყიდვის განყოფილების წესების დარღვევის შემთხვევაში თEმა დაიხურება ან წაიშლება და ავტორი მიიღებს 10% ვორნს.

Go to the top of the page
 
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge