დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ტურბინიანი ფორესტერი გაზზე
Subaru Club Georgia > ტექნიკური ფორუმი > ექსპლუატაცია, პრობლემები, კითხვები, რჩევები > სხვადასხვა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44
MaRgE
gio680
მე პატარები არ მიკითხია ასრამგონია ჩემს ბაგაჟნიკში 4, 5 კუბიანი ბალონი ჩავიდეს smile.gif
და დამრჩეს კიდევ რამე ადგილი biggrin.gif


ციტატა(maxouni @ Jan 9 2012, 19:23) *
რანაირად რთულდება არ გადამრიო, ლანდის პროგრამას იმის ნახევარი პარამეტრების ჩაწერის საშუალებაც არ აქვს რაც STAG-ს.
არ მითხრა ახლა რაღაცეებს რომ მიუერთებ მერე გამოჩნდება პარამეტრები, ზღაპარია ეგ
ვნახე მე ეგ რაც არის და ძალიან ბანძია, შეიძლება ახლა რაცაა (ანუ ქარხნულ წინსრების კუთხეს) აჯობოს, მაგრამ მაგან არ იცის რა არის ძრავის დატვირთვა და ეგეთი გასწორებული ანთების დედა ვატირე.
დავუშვათ 600 ბრუნზე, 10%-იან დატვირთვაზე 45 გარდუსია ანთების წინსწრება და 200% დატვირთვაზე(ბუსტი1 ბარი) 16 გრადუსი. მაგან არ იცის რა არის დატვირთვა და რანაირად უნდა დანასტროიკდეს?

Устройство позволяющее делать такую корректировку называется вариатор угла опережения зажигания (Time Advance Processor, Spark Advance Proceccor, процессор опережения зажигания, вариатор зажигания, октан-корректор). Оно подключается к датчику положения коленвала и смещает его показания на заданную в настройках величину. В зависимости от марки и модели вариатора, смещение может происходить на фиксированное значение во всем диапазоне оборотов, либо (что лучше) на разные значение в зависимости от оборотов двигателя. Вариаторы работают как с карбюраторными автомобилями, так и с инжекторными (оснащенными 4-ым поколением газового оборудования). Вариатор подключают к газовому клапану и включается он только при включении газового оборудования, это имеет большое значение для правильной работы двигателя на бензине.
ენდე ხომ ვამბობდი აქ სხვადასხვა აბაროტზე სხვა კუთხის დაყენების ფუნქცია თქო biggrin.gif
maxouni
ციტატა(MaRgE @ 17th January 2012 - 15:48) *
ენდე ხომ ვამბობდი აქ სხვადასხვა აბაროტზე სხვა კუთხის დაყენების ფუნქცია თქო

კარგი რა კაცო , სხვადასხვა აბაროტები და სხვადასხვა დატვირთვა განსხვავებული რამეა !!!
ციტატა(MaRgE @ 17th January 2012 - 15:48) *
დავუშვათ 600 ბრუნზე, 10%-იან დატვირთვაზე 45 გარდუსია ანთების წინსწრება და 200% დატვირთვაზე(ბუსტი1 ბარი) 16 გრადუსი. მაგან არ იცის რა არის დატვირთვა და რანაირად უნდა დანასტროიკდეს?

ანუ აქ ორივე სჰემტხვევასჰი გვაქვს 6000 ბრუნი და დატვისთვის მიხედვით ზაჟიგანია იცვლება 16-დან 45 გრადუსამდე
აგერ თვალსაჩინოებისთვის შეგიძლია შეადარო ერთიდაიგივე აბაროტებზე როგორ იცვლება წინსწრების კუთხე დატვირთვის მიხედვით


აქ ვერტიკალურ სვეტში აბაროტებია და ჰორიზონტალურში დატვირთვა, შუაში კი წინსწრების კუთხე
MaRgE
maxouni
აი ეგ ყოფილა რაც ყოფილა რაც ეხლა დადე შენ smile.gif
მე ხო არ ვიცოდი მაგდენი, ეს მარტო სუბარუზეა ასე თU ყვეალა მანქანაზე ასეა?
ეს რისი რუქა დევს ეხლა? რომელი მანქანის ?
Anzor Alvarez
ფორესტერზე უაკანა ზამბარებს რამეს უდებთ უკანა მხარე რო არ დააგდოს??

ალო, ალო, ისმის ჩემი ხმა? smile.gif
gio680
ციტატა(mishaj @ Jan 18 2012, 22:32) *
ფორესტერზე უაკანა ზამბარებს რამეს უდებთ უკანა მხარე რო არ დააგდოს??

ალო, ალო, ისმის ჩემი ხმა? smile.gif



სტაი-ზე არ დამიდია, არ დაჭირდა არ ეტყობოდა, შეიძლება ს20-ს დაჭირდეს რბილი პადვესკა აქვს.
Anzor Alvarez
gio680

ხო არ იცი ვინმე ვისაც დადებული აქვს??
lsi-100
ციტატა(mishaj @ Jan 18 2012, 22:58) *
gio680

ხო არ იცი ვინმე ვისაც დადებული აქვს??

მე სტბეზე დავაკენე 16 კუბიანი ბალონიდა არაპერი არ დაუწევია 80 კილოა როგორც იკო თავიდან ისევ ისე დარჩა დაკენების შემდეგაც
Anzor Alvarez
lsi-100

კარგი და უკან რო ვინმე ჯდება, ან საბარგულში რამეს რო დებ არ იწევს პასადკა ძაან??
FEOLA
mishaj

მე მაგის გულისთვსი არ დამიდია იმენა რო დაიწია, უბრალოდ მე მანქანა დავლიფტე და უკანა პადსტავკა ნახევარი სანტიმეტრით მეტი გავაკეთე ვიდრე წინ და დგას გოჭივით. 3,5 წინ დავამატე და 4 სმ უკან.
gio680
ციტატა(mishaj @ Jan 18 2012, 22:58) *
gio680

ხო არ იცი ვინმე ვისაც დადებული აქვს??



უხერხული შეკითხვაა smile.gif

არ ვიცი ეგეთი smile.gif
Anzor Alvarez
gio680
ხო ნუ ცოტა უშნო კიტხვა გამომივიდა biggrin.gif

FEOLA
როგორ აწიე? ანუ რამე რეზინაა სპეციალური?
maxouni
ციტატა(MaRgE @ 17th January 2012 - 18:06) *
ეს მარტო სუბარუზეა ასე თU ყვეალა მანქანაზე ასეა?

ყველა ნორმალურ მანქანაზე ასეა რომელსაც კომპიუტერი აქვს
ციტატა(MaRgE @ 17th January 2012 - 18:06) *
ეს რისი რუქა დევს ეხლა? რომელი მანქანის ?


არ ვიცი, პირველივე რაც ამოაგდო გუგული დეიდას სერჩმა

ციტატა(mishaj @ 19th January 2012 - 02:00) *
როგორ აწიე? ანუ რამე რეზინაა სპეციალური?

არა, სპეციალურად იჩარხება პადსტავკები
შეგიძლია დალიფტვის თემაში მოძებნო ტექნოლოგია და სურათები
levanisan
მოკლედ ახლა აყენებინებს ჩემი ძმა გაზს (1999 წლიანი ს/20) და სვეჩების შეცვლაზე რო მიდგა საქმე გაზავიკმა ზუზუები დაიწლაწნა biggrin.gif NGK-ს ირიდიუმები არ ვარგა გაზზე დენსოს TT უნდა დააყენოო,
თან გაზზე ზაზორი 0,7-0,8 უნდა ქონდესო აუცილებლადო.
არადა ეგ დენსოები უბრალოებია და დავიჯერო ირიდიუმები არ აჯობებს, მითუფრო რო ქარხნულად ამას 1,1 ზაზორით უყენია.
მოკლედ გამოცდილი ხალხი ვინც ხართ დამეხმარეთ...
MaRgE
levanisan
გაზე სვეჩები სხვანაირადაა smile.gif
მე მიყენია TT ები 7 ლარიანები და თფუ თFუ თFუ თვალი არ ეცეს კარგად მუშაობს smile.gif
levanisan
ციტატა(MaRgE @ 24th January 2012 - 16:37) *
გაზე სვეჩები სხვანაირადაა

უფრო დეტალურად თუ შეიძლება.
და თუ იცი რითი ჯობია უბრალო სვეჩები ირიდიუმებს?
MaRgE
levanisan
ელექტროდების ამბავია ზუსტად მართალი გითხრა არ შემისწავლია ეგ საკითხი, თუმცა რასაც გადავხედე ვერცხლის სვეჩებია უკეთესი, უფრო დიდ ტემპერატურაზე მუშაობს და უფრო მეტი ელექტროდები აქ, მარა აქვე გეტყვი რომ რუსეთში წერენ რომ მთავარია მანქანას თავისი სვეჩი ეყენოს რაც უწერია კატალოგით და სხვა სპეც სვეჩი არაფერი არ ჭირდებაო მე პირადად მაგათა გაცილებით ვენდობი ვიდრე ჩვენ ხელოსნებს ან ვინმეს სხვებს biggrin.gif
მარა პრაქტიკაში 1 კონტაქტიან სვეჩებს აქებენ , მეტ კონტაქტიანები არ ვარგაო და რავიცი ვიცი? ფაქტია მე ეგ 7 ლარიანი სვეჩები მიყენია დენსოსი და მუშაობს smile.gif
მართალი გითხრა 12 სვეჩი როცა გაქ ძალიან არ გინდა რომ 25 ლარი გადაიხადო ერთ სვეჩში თორე მჯობნზე მჯობნს რა დალევს smile.gif)
ეხლა მე 7 ლარი მაწყობდა რადგან 12 სვეჩი მქონდა საყიდელი biggrin.gif
levanisan
ციტატა(MaRgE @ 24th January 2012 - 17:31) *
ეხლა მე 7 ლარი მაწყობდა რადგან 12 სვეჩი მქონდა საყიდელი

biggrin.gif biggrin.gif ხო ეს გასაგებია.
ციტატა(MaRgE @ 24th January 2012 - 17:31) *
რუსეთში წერენ რომ მთავარია მანქანას თავისი სვეჩი ეყენოს რაც უწერია კატალოგით და სხვა სპეც სვეჩი არაფერი არ ჭირდებაო

კატალოგით მიდის NGK BKR5E-11 სვეჩები 1,1 ზაზორით, ვინაიდან ვერ ვნახე ზუსტად ეგ სვეჩი ავიღე
BKR6EIX-11 სვეჩები (IX აღნიშნავს ირიდიუმს), რომელიც ერთი საფეხურით ცივი სვეჩაა ვიდრე მისი ქარხნული. არა მგონია ცივი სვეჩი იყოს პრობლემა მაგის გარტყმაში არ იქნება თავს დავდებ ეგ გაზავიკი, პროსტა ირიდიუმები არ მუშაობსო შეიკიკინა რა და ტან 0,7 ზაზორით უნდა იყოსო.

მგონი აქ მაინც ისეთი სიტუაციაა რა - ტიზ იზ ჯორჯიააააააა.... wink.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(MaRgE @ 24th January 2012 - 17:31) *
ფაქტია მე ეგ 7 ლარიანი სვეჩები მიყენია დენსოსი და მუშაობს

რამდენი ხანია გიყენია და რამდენი გაიარე მაგ სვეჩებით ეგაა საქმე?

მუშაობით ასე თუ ისე ყველამ უნდა იმუშაოს თავიდან მაინც გააჩნია რამდენს გაქაჩავს, სვეჩაა ბოლოს და ბოლოს ცოცხის ტარი ხო არაა... biggrin.gif

აგერ ფორუმელმა მახსოვს პულსტარები დააყენა გაზზე გადაყვანილ მანქანაზე და ძალიან მალე აურია, მგონი 2 სვეჩი დაწვა არადა 17$-იანი იყო თითო.
ბენზინზე მუშაობდა უზლიერესად გაზმა კიდე მოკლა.

maxouni
ისე მახო შენ რა აზრის ხარ იქნებ გვითხრა და თან მერე იქნებ სვეჩების ტემაში და ერთჯერად კითხვებში შემოიხედო გუშინ მე და გენტომ ბევრი ვწერეთ კაკრას სვეჩებზე. wink.gif
MaRgE
levanisan
1 თვეა დავდივარ უკვე ამ სვეჩებით , სულ ერთია თვეა რაც გაზი დავაყენე და რავიცი აბა smile.gif)
შენ რა კატალოგში ნახულობ გააჩნია ყველა მწარმოებელს თავისი კატალოგი აქ, დენსოს თავისი აქ, შესაბამისად დენსოს კატალოგით შეიძლება მიდიოდეს კიდეც ეგ 7 ლარიანი სვეჩები მაგ ფორიკაზე wink.gif
gentoo
ვააჰ მოკლედ მოდის და მოდის იდეები, მარა მეშინია რამე არ ამერიოს. რთული თემაა.

ცივი სვეჩები გაზზე არაფერს გააფუჭებს მე მგონი.

ცივი სვეჩი იმას აფუჭებს (ბენზინზე, გაზე გარტყმაში არვარ) რომ თუ არ არის გახურებული კარგად სვეჩი (და ცივზე ნაკლებად გახურდება) მაშინ იტოვებს ნადებს, ელექტროდზეც და იმ თეთრ ნიჟარაზეც. ეს ნადები ელექტროობას ატარებს და ისრკას ვეღარ იძლევა ისე კარგად.

იდეაში გაზი მაგრად სუფთად უნდა დაიწვას ბენზინთან შედარებით (არ უნდა ქონდეს უგარი, რასკოკსოვკას რომ ეძახიან ხოლმე) ბენზინს რომ აქვს ეგეთი და ცივი სვეჩა იმუშავებს კარგად.

ზაზორებზე ვერაფერს გეტყვი.

რაც უფრო დიდი ზაზორია მით უფრო კარგად ხდება წვა სმესის. ჯანრთელი წვა მიდის, მაგრამ დიდი ზაზორი არ ვარგა. მეტი ელექტროობა ჭირდება, მეტი დატვირთვა წავა ბაბინებზე და ფორიკებზე ისედაც ჩლუნგ პრავოდკას საერთოდ მისექსავს (biggrin.gif) სვეჩებზეც მეტი დატვირთვა წავა. ამიტომ უნდა შეარჩიო იდეალური ბალანსი (smile.gif
ზაზორის შეცვლით, წესით (biggrin.gif) და კანონით უნდა დანასტროიკდეს სმესი (ტუნერები და მრბოლელები ეგრე აკეთებენ). ზუსტად გარკვეული არ ვარ მაგ საკითხში.



პ.ს თეორიასი მაგარი ვარ. თოერიაში ისეთ რამეებს გავაკეთებ რომ გაგიჟდები... biggrin.gif


პ.პ.ს ვერცხლის არამგონია ეგ იქნება cooper ანუ სპილენძი *თუ არ მეშლება biggrin.gif*
სპილენცს და ირიდუმს თითქმის ერთნაირი ენერგია ჭირდება ნაპერკლის წარმოქმნისთვის.

სპილენძი პლატინას აჯობებს. მაგ ვარიანტში. ფასითაც ჯობია. უბრალოდ ხშირად უნდა ცვალო. იდეაში თუ იაფი ღირს შეიძლება მაგის დაყენებაც. მაგრამ ტურბიანზე როგორ იმუშავებ ეგ ხ.ი.ზ


როცა წნევა იზრდება უფრო უძნელდება სვეჩებს. წნევაზე ისკრა ვეღარ აქვს ისეთი ძლიერი.
სპილენძი კიდევ ყველაზე კარგი გამტარია. მერე მოდის ირიდიუმი (თითქმის იგივეა რაც სპილენძი) და მერე პლატინა.
პლატინა ყველაზე გამძლეა. ირიდიუმიც თითქმის იგივეა. აი სპილენძი კიდევ რა გითხრა.
მაგას გონშიკები იყენებენ რამოდენიმეჯერ და მერე აგდებენ.

ერთი დინო და გაზიანი ტურბო ფორიკა საეტოსტოდ დაგვხატავდა და რამე კარგი ეკუ.

maxouni

მაგიტომაც იბრიდება პრავოდკები გაზზე.
დიდ ზაზორიან სვეჩებს უყენებენ.
MaRgE
gentoo
არა მე იმენა ვერცხისაზე ვიცოდი biggrin.gif
სადღაც წავიკითხე და სად და რა ზუსტად არ მახსოვს biggrin.gif
gio680
ვინმეს ხომ არ გიცდიათ გაზზე ტრადიციული სანთლები? მგონი რკინისებია, ანუ ქარხნულად რაც მოყვებოდა ვთქვათ 98-წელს გამოშვებულ მანქანას.
gentoo
MaRgE
http://en.wikipedia.org/wiki/Spark_plug#Central_electrode

ნიკლეისგანაც აკეთებენ და შეიძლება ვერცლიც იყო მომენტ მე არ ვიცი რახან გინახია ე.ი ეგ არის.
maxouni
ციტატა(MaRgE @ 25th January 2012 - 11:42) *
არა მე იმენა ვერცხისაზე ვიცოდი
სადღაც წავიკითხე და სად და რა ზუსტად არ მახსოვს

რაღაც არა მგონია ვერცხლი იყოს, ვერცხლის ლღობის ტემპერატურა 960 გრადუსია და ამ ტემპერატურის მიღება თავისუფლად შეიძლება წვის კამერაში
MaRgE
ციტატა
(using metals such as yttrium, iridium, tungsten, or palladium, as well as the relatively high value platinum, silver or gold) allows the use of a smaller center wire, which has sharper edges but will not melt or corrode away.

© ვიკიპედია
ანუ არის ვერცხლისაც და უფრო პატარა ზაზორი აქო მაგის ხარჯზეო.
+ არ ჩადნება შიგნითო ესეიგი არ დნება რავიცი smile.gif
gentoo
ზაზორი კი არ აქვსო პატარა თვითონ ელექტროდი არის გახდარიო.
და რაც უფრო გაჩხიკინებულია ელქტროდი, მითუ უფრო ცოტა ენერგია ჭირდება ეს ერთი და მით უფო ადვილად აალდება სმესი ეს.
ხო ვიცი ვიცი ვიკიპედია არაა სარწმუნო წყარო.
ჯობია რობერტას დაუჯეროთ 30 წლიანი გამოცდილებით.
მაგანა ბევრი რამე იცის მაგრამ მე იმას ვამბობ თუ კი რობერას უჯერებთ რა დაშავდება იმით თუ ამოდენა ინტერნეტში შეხვალ უბრალოდ და ადვილად გადასამოწმებელ ინფორმაციებს და ფაქტებს ნახავ. ასევე გამოცდილებას და აა.შ
maxouni
MaRgE
სადმე გინახავს ვერცხლის ან ოქროს გალოვკიანი სცეჩები?
ოქრო და მითუმეტეს ვერცხლი, ბევრად უფრო იაფია პლატინაზე, მაშინ როცა ბევრად უკეთესი გამტარია და რატომ არაა პოპულარული მათი სვეჩები?
Anzor Alvarez
maxouni

1772, წვის კამერაში ტემპერატურა სადამდე შეიძლება ავიდეს??
maxouni
ციტატა(mishaj @ 25th January 2012 - 18:59) *
წვის კამერაში ტემპერატურა სადამდე შეიძლება ავიდეს??

წვის კამერაში არ მახსოვს, მაგრამ გამონაბოლქვი 900-მდე რომ ადის ვიცი
gentoo
როგორც აქ წერია პატარა წერტილში შეიძლება 60000 K ავიდეს იგივე რაც ცელსიუსი დაახლოებიტ smile.gif
ეგ არის ზაზორის ტემპერატურა.

ანუ ისკრა რომ ხტება მაგ ტემპერატურას აღწევს smile.gif და იონიზირებულ სემსს მაგ დროს ეგ მაღალი ტემპერატურა განდევნის პატარა ბიგ ბენგი იჩითება smile.gif

მაგიტომ აქვს ისკრას დამახასიათებელი ხმა პატარა აფეთქებას გავს. ისკრის მერე პატარა კერნელი იჩითება მრგვალი და რაც უფრო დიდი ზაზორი მით უფრო დიდია კერნელი და რაც უფრო დიდი კერნელი ისეთ ეფექტს გაძლევს თითქოს ზააჟიგანია გადაწიე smile.gif

წვის კამერაში ძალიან დიდი ტემპერატურებია ზუსტად არ ვიცი, პიკზე აღწევს განსაკუთრებით დიდ ტემპერატურას. განსაკუთრებით დეტონაციისას. შეიძლება პორშინს ცეცხლი მოუკიდოს ჩირახდანივით smile.gif


Anzor Alvarez
gentoo

ეხლა რას ამბობ რო 60 000 კელვინს უძლებს სპილენძი რომელიც 1083 გრადუსზე დნობას იწყებს და ვერცხლი რომელიც 961 გრადუსზე დნება ვერ უძლებს? :|
maxouni
ციტატა(mishaj @ 25th January 2012 - 19:28) *
სპილენძი რომელიც 1083 გრადუსზე დნობას იწყებს და ვერცხლი რომელიც 961 გრადუსზე დნება ვერ უძლებს? :|

მე მგონი 5000 კილომეტრზე იმიტომაც აღარ რჩება არაფერი სპილენძის ელექტროდისგან 1083-ზე მეტს რომ ვერ უძლებს. თან სპილენძის ელექტროდი ბევრად მსხვილია პლატინასთან და ირიდიუმთან შედარებით
Anzor Alvarez
maxouni

ხო მარა ამავდროულად წინაღობა უფრო ნაკლები აქვს ვიდრე იგივე ირიდიუმს, თან დიდი ელექტროდი მინუსია და არა პლიუსი, ასე რო ირიდიუმი ჯობია smile.gif

ანუ ელექტროდის წინაღობა გადამწყვეთი არაა (სმოკე)
MaRgE
ციტატა(maxouni @ Jan 25 2012, 18:56) *
MaRgE
სადმე გინახავს ვერცხლის ან ოქროს გალოვკიანი სცეჩები?
ოქრო და მითუმეტეს ვერცხლი, ბევრად უფრო იაფია პლატინაზე, მაშინ როცა ბევრად უკეთესი გამტარია და რატომ არაა პოპულარული მათი სვეჩები?

http://www.nology.com/silver.html
http://rb-aa.bosch.com/boaa-uk/Product.jsp...p;publication=1
http://www.amazon.com/Bosch-XR4CS-Silver-S...g/dp/B0014UHDI2
კი აგერ ვნახე smile.gif))
მერავიცი რატო არაა პოპულალური ? ფაქრია რომ არსებობოს და არი თუ არა პოპულალური და იყენებს თუ არა ხალხი ეგ მეორე საკითხია smile.gif


აი ბრისკის სტატია CNG იანი მანქანების და Silver Spark Plug ების შესახებ
http://www.brisk.biz/page.php?page=2600
gentoo
მიშა შენ იკითხე ცვის კამერაში ტემპერატურა.
ისკრის ტემპერატურა ეგაა. სვეჩის ტემპერატურა სხვააა კიდე.
ყველაზე მაღალი ტემპერატურაა წვის კამერაში არის 60 000 ცელსიუსი, რომელსაც სვეჩა მქნის.


ეს ცეცხლის კერნელი უკვე ბევრად ცივია. სმესი როცა ნორმალურად იწვება არამგონია 1500 გრადუსს გასცდეს.
დაახლოებით მაგ ფარგლებში ტრიალებს დაახლოებით.

ზუსტად არ ვიცი გვითხარით ვინმემ რას გვაწვალებთ.


პ.ს გაზი კარგი დიელექრიკია? ტუ იცით ვინმემ.
სვეჩა ცუდად იმუშავებს. ანუ ისკრას გადახტომა გაუჭირდება თუ ბენზინის სმესზე უკეთესი დილექტრიკია.

ათიათასობით ვოლტით მეტი დაჭირდება ისრას რომ გადახტეს თუ კარგი დიელექტრიკია გაზი.
შესაბამისად მეტი დატვირთვა წავა ბაბინებზე და პრავოდკაზე.
მე მგონი მაგიტომ ფუჭდება თუ ვცდები?
Anzor Alvarez
gentoo

1500 გრადუსი 1083 ზე მეტია :| ვსიო სპილენძი დაიბრაკა. მანდვე მიყვა ვერცხლიც, დარჩა ირიდიუმი და პლატინა
gentoo
mishaj
მოიცა მოიცა,
ეგრეც არაა.
ეგ ტემპერატურა წამის მეათასედები რჩება მერე იკლებს. მასე რომ იყოს პორშინიც დადნებოდა. რა მეტალისგანაა?

დავადგინოთ რა როგორ არის თორე ხომ გეუბნები გარტყმაში არ ვარ და მიახლოებით ვამბობ გაგონილს.
Anzor Alvarez
gentoo

ნუ ფაქტი ისაა რო თუნდაც სუბარუს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ რო ხარისხისთვის ფასი გადამწყვეტი არა, მაგრამ გვაქვს აშკარად რამოდენიმე ფაქტი:
სპილენძის ერთადერთი უპირატესობა ისაა რომ წინაღობა ნაკლები აქვს ვიდრე ირიდიუმს, დანარჩენ ასპექტებში თუნდაც ელექტროდის დიამეტრი რო ავიღოთ ან მისი ფორმა ან თუნდაც დნობის ტემპერატურა და კიდო მდგრადობა მემგონი ამ ერთ უპირატესობას ირიდიუმი აკომპენსირებს კი არადა გაცილებით წინაა.

gentoo
mishaj
კი ეგრეა მაგრამ წარმადობით მაინც სპილენძი ჯობია.

ტემპერატურას რაც შეეხება ეგ იმდენად მცირე დროითაა. იგივეა ცეცხლში ხელი შეჰყო და უცბად გამოყო. ხომ არ დადნება?

როგორი ბნელი ვარ იცი ამ საკიტხებში. არ მესმის ცოდნაც არ მაქვს და არც გამოცდილება.

რაც შეეხება სვეჩებს ყველაზე მაგარი მაინც ირიდიუმია. მისი გამტარობით, მდგრადობით, პატარა გარე ელექტროდით.

ინსულატორი ყველას ერთი აქვს თითქმის. თეთრი ნაწილი. შიგნით რაცაა მთავარი ელექტროდი, მაგი შეიძლება იყოს სხვადსხვა მეტალის. აი გარე კი რომ დადნეს პრედეტონაცია ფაქტიურად ზედა გაქვს და მერე დეტონაციაც და ძრავის დაშლა და შოტასთან ვიზითიც ახლოსაა.

გავერკვევიოთ ამ თემაში, უნდა, საინტერესოა და საჭირო გახდება მალე.
SUB 300
აბა ვინ იცის სად იყიდება გაზის ბალონები , ძალიან ძვირი არ იყოს და იმპრეზაში ჩაეტიოს
მიახლოებითი ფასი რა აქვს და რამდენ კუბიანს მირჩევთ ?
მიახლოებით ზომებსაც თუ მეტყვით კარგს იზავთ wink.gif
ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს მგრამ ვფიქრობ ამ თემაზე და თუ შევწვდები მინდა გავაკეთო
ვიყიდიდი მალალიტრაშკას , მაგრამ ყველაზე კარგად თავს იმპრეზაში ვგზნობ და ამით მინდა ვიარო
ასე რომ ნუ იქნება საუბარი იმპრეზაში გაზს რა უნდა და ასე შემდეგ read.gif smile.gif
Anzor Alvarez
ციტატა(gentoo @ 25th January 2012 - 21:19) *
კი ეგრეა მაგრამ წარმადობით მაინც სპილენძი ჯობია.

რაღაც პირიქით მგონია სიმართლე გითხრა წარმადობით ირიდიუმი ჯობია, დაუშვად და წინაღობა ნაკლები აქვს მაგრამ თუნდაც იმ ვიკიპედიის ლინკიდან ჩანს რო მარტო წინაღობა არაა გადამწყვეტი, თუნდაც კიდევ ერთელ გავმეორდები და მოყვანილობა და დიამეტრი ძალიან მნიშვნელოვანია.
აი მარტივი მაგალითი დაუშვად ამ ელექტროდში გადის 45 000 ვოლტი წუთში 100 ჯერ, რის შედეგადაც წუთში 100 ჯერ ადის ამ ელექტროდის ტემპერატურა 1500 გრადუსამდე, ეხლა გავარგძელოთ ვირტუალური ექსპერიმენტი და წუთში გავატაროთ მაგალითად 10000 ჯერ 45 000 ვოლტი, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ელექტროდი დიდ დატვირთვაზე ელემენარულად შემოდნება როდესაც ირიდიუმმა შიძლება გაუძლოს რადგან ლღობის ტემპერატურა მეტი აქვს , ანუ წარმადობა სულაც არააქვს კარგი ირიდუმთან შედარებით,

შენ თუ ამბობ მარგი ქმედების კოეფიციენტზე ისიც(!!!!!) მხოლოდ დენის გატარების ასპექტში ანუ გაატარებ 10 ვოლტს და ელექტროდის ბოლოს გექნება მინიმუმ 9 ვოლტი მაგ მხრივს სპილენძი ჯობია ირიდიუმს,
თუმცა ისევ მარგი ქმედების კოეფიციენტი ოღონდ სუფთა ნაპერწკლის აალება აქაც დარწმუნებული ვარ რომ ირიდიუმი აჯობებს


ციტატა(gentoo @ 25th January 2012 - 21:19) *
ტემპერატურას რაც შეეხება ეგ იმდენად მცირე დროითაა. იგივეა ცეცხლში ხელი შეჰყო და უცბად გამოყო. ხომ არ დადნება?


თუმცა ხელი იგრძნობს ხო ეგრეა?? მეტალიც ეგრეა მეტალს ერთი ცუთი თვისება აქვს და დაღლილობა ქვია. აცხელე აგრილე აცხელე აგრილე და ბოლოს რა მოუვა ქე იცი biggrin.gif


ციტატა(gentoo @ 25th January 2012 - 21:19) *
როგორი ბნელი ვარ იცი ამ საკიტხებში. არ მესმის ცოდნაც არ მაქვს და არც გამოცდილება


უფფფ, კარგი რა, მე ვაფშე ტყემალზე ვზივარ მარა რაღაც დისკუსიის მუღამზე მოვედი იმ დონეზე რო რო მითხრა სუბარუ კარგი მანქანააო მაგაზეც შეგეკამათები biggrin.gif

პ.ს. შვებულება მჭირდება (სმოკე)
gentoo
mishaj
ძაან დაბუსტე ეხლა შენ ვეღარ დაგეწევეი შენელე ცოტა (დღეს დაპაუზებულ მოუდში ვარ) ვიდისკუსიოთ ბაზ არაა smile.gif

სპილენძი ცნობილია პრაქტიკიდან რომ უფრო მაღალ წარმადობას იძლევა. გაწევით, სისწრაფით და ასე შემდეგ.
იმიტომაცაა გონშიკები მაგას იყენებენ.
ამიტომ წარმადობა შეგიძლია გამორიცხო. ირიდუმსაც დაახლოებით იგივე წარმადობაქვს.
ეხლა რახდება. რის ხარჯზე მიიღწევა ეს?
როცა იზრდება აბაროტი, ბუსტი, წნევა და ა.შ.
ირიდუმს ვერ აქვს სპილენძე უკეთესი ნაპერწკალი. მარტო იმიტომ რომ მას წუთსი 1000-ჯერ უწევს "გასროლა"
და დატვირთვა ბაბინებზე და სხვა რამეებზეც ვერ ჰყოფნის.
გამტარობა აქ #1 ფაქტორია. სპილენძი იძლევა უკეთეს შედეგს. ფაქტია.

სიმართლე გითხრა შენი თეორიია გავიგე, მაგრამ არ მჯერა იმის რომ ბუსტზე გაუძლებს სპილენძი დატვირთვას.
ეგრევე თუ არა ერთი 1000 კკმზე უკვე დაიწყებს ეროზიას დარავიცი 1000 უბედურება დაემართება.

შენ ფული თქვი, თორე მაგას შემოწმებას არაფერი არ უნდა დავაყენებ სპილენძებს ერტი ორჯერ ჩავადგმულზე ვნახავ რა მოუვა. ეგ არ არის პრობლემა. მე მეორე. შეიძლება მაგის შემოწმება ფორუმებზე დასერჩვით და სხვისი გამოცდილების გაზიარებით. ნამდვილად არ მაქვს სურვილი პორშინი გავხვრითო.



მთავარი თემაა აქ არის ზაზორი... ზაზორს რომ ცვლი შენ წარმოიდგინე ზაჟიგანიაც იცვლება, უფრო სწორე კორექცია ჭირდება. ასევე ბაბინებიც უნდა გაითვალოს მაგ ზაზორზე და ყველაზე მთავარი აქ არის.

გაზის სმესი დიელექტრიკული თვისებები.
ზაზორს შორის სმესი ხომ უნდა გადაკვეთონ ელექტრონებმა. ამ სივრცის გარღვევისთვის მანთ დაჭირდებათ უამრავი ენერგია.

მთავარი პრობლემა: ზაზორის შერჩევა, ზაჟიგანიის კორექცია (იდეალურ ვარიანტში, ცუდი არ იქნება),
სვეჩის ტიპის შერჩევა (ცივი/ცხელი, აქ მგონი პრობლემა არ იქნება), სანთლის მასალა, მგონი ირიდიუმ იდეალურია. სპილენძზეც ღირს წაექსპერიმენტება.
MaRgE
ციტატა(SUB 300 @ Jan 25 2012, 21:32) *
აბა ვინ იცის სად იყიდება გაზის ბალონები , ძალიან ძვირი არ იყოს და იმპრეზაში ჩაეტიოს
მიახლოებითი ფასი რა აქვს და რამდენ კუბიანს მირჩევთ ?
მიახლოებით ზომებსაც თუ მეტყვით კარგს იზავთ wink.gif
ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს მგრამ ვფიქრობ ამ თემაზე და თუ შევწვდები მინდა გავაკეთო
ვიყიდიდი მალალიტრაშკას , მაგრამ ყველაზე კარგად თავს იმპრეზაში ვგზნობ და ამით მინდა ვიარო
ასე რომ ნუ იქნება საუბარი იმპრეზაში გაზს რა უნდა და ასე შემდეგ read.gif smile.gif

თეგეტაშიც აქვთ ახალი ბალონები 2011 წლის ინდურები, კიდევ მერვე ლეგიონში აქ იტალიურები,ჩინურები,კორეულებ
ი,სომხურები,არაბულები,არგენტ
ნულები და ათასი ჯართი აქვთ მოკლედ biggrin.gif (ვასმოი პოლკი) ეგ ორია ძირითადი smile.gif
maxouni
ციტატა(gentoo @ 25th January 2012 - 21:53) *
ყველაზე მთავარი აქ არის.

გაზის სმესი დიელექტრიკული თვისებები.

+ კოკკრეტულ წნევაზე ჰაერთან ნაზავ მდგომარეობაში
გარდა ამისა საინტერესოა ამავე სმესის წვის შიჩქარე და ამ სიჩქარის მდგენელის დადგენა ნაზავის სიმდიდრეზე დაყრდნობით. ამის შმდეგ შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ თუ რა ნაზავი უნდა გაკეთდეს რომ არსებული ანთების კუთხის პირობებში, მაქსიმალური მქკ მივიღოთ.
აბა თქვენ იცით ახლა, კი ხართ დისკუსიის და ინტერნეტში ქექვის ხასიათზე და საკმაოდ კარგ ინფოს დადებთ თუ მართლა მოქექავთ სადმე.
აქ დაგჭირდებათ თერმოდინამიკის და იდეალური არის კანონების გამოყენება.
sagi
SUB 300

აფრიკისკენ რომ მივდივართ გაზის ზაპრავკა რომ არის დასუპთავების სამსახურის გვერდით მანდ იყიდება კორეული ბალონები თეტრები 16 კუბიანი 920 ლარი გადავიხადე 2011 წლის აგვისტოში. თუ იმპრეზას და ფორესტერს ერთნაირი პარამეტრები აქვს ბალკებს შორის მე რაც მიყენია შენთანაც ჩაეტევა. სულ ახლებია
Anzor Alvarez
ციტატა(gentoo @ 25th January 2012 - 21:53) *
სპილენძი ცნობილია პრაქტიკიდან რომ უფრო მაღალ წარმადობას იძლევა. გაწევით, სისწრაფით და ასე შემდეგ.
იმიტომაც რომ გონშიკები იყენებენ.
ამიტომ წარმადობა შეგიძლია გამორიცხო. ირიდუმსაც დაახლოებით იგივე წარმადობაქვს.
ეხლა რახდება. რის ხარჯზე მიიღწევა ეს?
როცა იზრდება აბაროტი, ბუსტი, წნევა და ა.შ.
ირიდუმს ვერ აქვს სპილენძე უკეთესი ნაპერწკალი. მარტო იმიტომ რომ მას წუთსი 1000-ჯერ უწევს "გასროლა"
და დატვირთვა ბაბინებზე და სხვა რამეებზეც ვერ ჰყოფნის.
გამტარობას #1 ფაქტორია.

ოცდამეერთე საუკუნეა, ჯარში უკვე კარაქს აძლევენ ცილინდრის ფორმას და შენ გინდა თქვა რო ავტოსპორტში სპილენძის სანთლებს იყენებენ იმიტომ რომ წინაღობა შეამცირონ? ბაბინები ეგრევე სანთელზე ზის შესაბამისად კაბელის ფაქტორი და შესაბამისი წინაღობაც უკვე აღარ არსებობს,
მაგალითისთვის 7 000 ბრუნი წუთში 4 ტაქტიანი ძრავის შემთქვევაში ხო იქნება ერთ ცილინდრისთვის 4500 ცალი ნაპერწკალი?? და ასე გაგრძელდება პროპორციულად ხო ეგრეა?? ანუ ინტენსიურ რეჟიმში მაგალითად რალის 1 ცალი ე.წ. ზაეზდი რო ავიღოთ მაგალითად 10 წუთი რედლაინი რა გამოვიდა რომ მხოლოდ 10 წუთიან მონაკვეთში ამ პატარა სპილენძის "ჯოხმა" 45 000 ჯერ შეიცვალა ტემპრეატურა 900 დან 1500 გრადუსამდე როდესაც ლღობის ტემპერატურა აქვს 1083 გრადუსი,

ზაზოზე არაფერს არ ვამბობ მაგ საკითხში გეთანხმები biggrin.gif
მაგრამ ისევ და ისევ ექსპერიმენტს რაც შეეხება, აგერ ცოცხალი მაგალითი ტოიოტა ვიტზი რომელსაც ტახომეტრი საერთოდ არააქვს სპილენძის სანთლები გამოვცვალე 3 ჯერ უკვე (კომპლექტი ჩამოვიტანე 4.25 დოლარად).


gentoo
mishaj
ავტოსპორტში ბევრ რამეს აკეტებენ ისეთს რასაც ქალაქის მარკებზე ვერ ნახავ.

ახალი ამბავია? უფრო დიდი კოლექტორები, free flow cat-ები, induction,
მეტანის ან აზოტის ვსპრისკი აიღე.

ფაქტია, რომ სპილენძი უკეთესად ატარებს უფრო მხურვალე და კაშკაშა ისკრას იძლევა. გინდა ბაბინა შეუერთე გინდა ჰიდროელექტრო სადგური smile.gif

ეგრეა, გადახედე პრაქტიკას.
დრაგსტერები აიღე.


ვერ მიგიხვდი. ტოიტას მაგალითზე რისი თქმა გინდა.
არსებობს რეისინგ სვეჩები, რომელსაც გვერდითა ელექტროდი საერთოდ არ აქვს.
gio680
მოგეხსენებათ, რომ ჩემს ისუზუზე დავაყენე გაზი. რაღაც სხვა პრობლემა დაემთხვა და ის მოვაგვარე. თუმცა გაზზე აანთო ჩეკი, წერდა სმესი აქვს ღარიბიო, მივედი და მოუმატა გაზის მიწოდება და აღარ აუნთია.

მაგრამ მითხრა ესეთი რაღაცა, ისუზუებს და ჰონდებს ყველას ეგ პრობლემა აქვთ, თუ ძაან არ მოვუმატეთ გაზი ღარიბ სმესს წერსო, რომ მოვუმატებთ კიდევ ბევრს წვავსო. შენ აირჩიე ჩეკი ენთოს თუ ბევრს წვავდესო.
მე ჩეკი არ მინდა მეთქი და გაზზს მოუმატა. მას შემდეგ სადღაც 350 კმ გავიარე, ჩეკი აღარ აუნთია, მაგრამ მეჩვენება რომ ბევრს მიწვავს.

რას მირჩევთ? smile.gif დავაკლებინო გაზი? ისე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჩეკ ანთებული უკეთესად ეწეოდა smile.gif


ციტატა(sagi @ Jan 25 2012, 22:11) *
SUB 300

აფრიკისკენ რომ მივდივართ გაზის ზაპრავკა რომ არის დასუპთავების სამსახურის გვერდით მანდ იყიდება კორეული ბალონები თეტრები 16 კუბიანი 920 ლარი გადავიხადე 2011 წლის აგვისტოში. თუ იმპრეზას და ფორესტერს ერთნაირი პარამეტრები აქვს ბალკებს შორის მე რაც მიყენია შენთანაც ჩაეტევა. სულ ახლებია



კი ნამდვილად აქვთ პეპელასთან, კორეული თეთრი ბალონები თვითონ ძალიან აქებენ.

ისე მაგ ზაპრავკაზე ძმაკაცს 260 ატმოსფერო დაუტენეს ლამის გაგიჟდა, ფრთხილად იყავით smile.gif
Anzor Alvarez
ციტატა(gentoo @ 25th January 2012 - 22:30) *
ვერ მიგიხვდი. ტოიტას მაგალითზე რისი თქმა გინდა.
არსებობს რეისინგ სვეჩები, რომელსაც გვერდითა ელექტროდი საერთოდ არ აქვს.


რისი თქმა მინდა და პირად მაგალითზე ცოპერის სვეჩები ძალიან ძალიან ძალიან მალე ფუჭდება შესაბამისად მაღალ დატვირთვაზე უფრო მალე გაფუჭდება,
ამის გარდა. ხშირია შემთხვევები როდესაც მალე გაბანძებული სვეჩის გამო ბენზინის და აირის ნაზავი კარგად არ იწვის და მანქანა ბოლავს და ათასი უბედურება, ამავ რდოულად არაა გამორიცხული რო ლამდამ თქვას ბენზინის რაოდენობა შეამცირეო და გაალინოს სმესი და მაღალ აბაროტზე დგუშიც გავხვრიტოთ.

levanisan
ციტატა(SUB 300 @ 25th January 2012 - 21:32) *
აბა ვინ იცის სად იყიდება გაზის ბალონები , ძალიან ძვირი არ იყოს და იმპრეზაში ჩაეტიოს
მიახლოებითი ფასი რა აქვს და რამდენ კუბიანს მირჩევთ ?

ხვალ რო ამოვა ჩემი ძმა ჩახედე საბარგულში wink.gif თეგეტას ბალონია 13 კუბიანია, 75 კილო და 700 ლარი ღირს განვადებით (ისე მგონი 690 ლარი, უპროცენტო აქვთ 6 თვიანი).
FEOLA
gio680

ეხლა შენ რამდენს ატენინებ. მე ყველაზე მეტი 230-მდე ავიყვანო, თუ დასავლეთში ან სადმე შორს მივდივარ და სხვა დროს როგორც წესი 210-220-ზე ვაჩერებინებ ხოლმე!!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.