IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> თუშეთი, 3-6 აგვისტო
kublicha
გამოხმაურება Aug 6 2012, 20:29
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,551
რეგისტრ.: 18-May 09
მომხმარებელი № 99




ჯერ შევეცდები მონათხრობით ავღწერო თუშეთის გასვლა და შემდეგ ნელ-ნელა ფოტოებსაც დავურთავ.

დღე I.
პარასკევს, 6 საათიდან დავიწყეთ შეკრება ბოქსებში. სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ დავიძარით რაკერას მანქანით. ჯერ მხოლოდ მე ვალერი ვართ პასაჟირები.
დავრეკეთ კერიაში, შევუკვეთეთ ლობიანები, წავედით გაზის ბალონის დასატენად. გაზის მტენავი ესკიმოს ვერ პოვნის შენდეგ (ესკიმო სვანური სიტყვაა და გივის ნიშნავს, თურმე) დავიწყეთ პროდუქტების შეძენა. ვანო (ნეტდევილ) გველოდებოდა ორთაჭალაში. მწარედ მოვატყუეთ რომ 10 წუთში იქ ვიქნებოდით, როცა ჯერ ვაჟაზე ვიყავით, ნიკორაში საყიდელი გვქონდა სანოვაგე და ლიო წამოსაყვანი ვაკიდან.
პარალელურად II ეკიპაჟი, კოტე, ინგა, გიორგი და მახო მეორე ეკიპაჟს ჰკრავდნენ. მახომ ცოტა გვახვეწნინა, მაგრამ ბოლოს მაინც წამოყვა კოტეს.
შევიკრიბეთ პეპელასთან და დავიძარით გომბორის მიმართულებით. ამ დროს უკვე 9 საათს გადაცილებულია და ბნელა.
რაციებმა იმუშავა იდეალურად, თითო მანქანაში 2 რაცია გვქონდა დაჟე.
რაკერას ფარმა დაიწყო ციცინათელობა და მოგვიწია შეკეთების მიზნით გომბორზე გაჩერება.
11 ს კარგად გადაშორებული იყო, რომ ჩავედით თელავში.
იქ ხმები გაიყო, ნაწილს უნდოდა საოჯახო სასტუმრო, ნაწილს უნდოდა კარავი. გაიმარჯვა იმ პოზიციამ, სადაც გურული ჯიუტი იყო და დავეცით კარავი.
ადგილი იყოოოოო, უკეთესს ვერ ნახავთ. ტრასის პირას, თან ერთი ხე არაა რომ მოეფარო, თან საშინლად ქვიანი მინდორი და ქვეზე მეტი ნეხვი.
ამასობაში 12 საათს გადასცდა და დავიწყეთ კოტეს დაბადების დრის სადღეგრძელოები.
მშვიდობიანად დავიშალეთ 1 საათზე და შევედით კარვებში, მაგრამ ვაი მაგ დაძინებას. კარვებში საშინლად დაგვცხა, და ქვებმა ძვალი და რბილი დაგვიჟეჟა.
რასპრედვალებივით ვტრიალებდით და ვერ ვიძინებდით.

დღე II.
როგორც კი ინათა წამოვდექით, აღმოვაჩინეთ რომ ქვები იყო მარტო იმ ადგილას სადაც ჩვენ ვიყავით, გარშემო არსად biggrin.gif
მეცხვარე ძაღლებმა მოგვაკითხეს. წაგვივიდა ფერი, მაგრამ ძაღლმა გადასაგდებად გამზადებული ნაგვის პარკი დაითრია და გაიქცა.
ავლაგდით და წავედით თელავის ბაზარში. ბაზრის მოვლის შემდეგ, შევეცადეთ გაზის დატენვას, მაგრამ ვერსად ვერ ვიშოვეთ. უკვე ალვანს გაშორებული ვიყავით, როცა გაგვახსენდა რომ ხორცი არ გვიყიდია. მიბრუნდა კოტეს მანქანა, ჩვენ ლალისყურში ველოდებოდით.
სტარტი თუშეთისკენ ავიღეთ დაახლოვებით 10-11 საათზე. გზა თავიდან იყო ფართო და მოხრეშილი, სულ მცირე კენჭებსაც კი ედებოდა რაკერას ვიხლოპი და უკვე აღმართები რომ დაიწყო იძულებული გავხდით მოგვეხსნა. მივყვებოდით მდინარე სტორის ხეობას. ხევის სიმაღლე ძალიან სწრაფად იზრდებოდა.
პირველი კულტურული გაჩერება გვქონდა ჩანჩქარეთან, გადავიღეთ პეიზაჟები, ჯგუფური და ინდივიდუალური სურათები.
ალპურ ზონაშიც გადავედით ამასობაში. ხევი უკვე თვალუწვდენელი იყო.
აბანოს პასზე საკმაოდ დაეტყო მანქანებს უჟანგბადობა გავჩერდით 2800 მეტრის სიმაღლეზე, გადავიღეთ იქაც სურათები და გავაგრძელეთ სვლა. ჩასასვლელი გაცილებით დამრეცი იყო, ძირითადად მიცუბიშ დელიკები და ლენდ კრუიზერები გვხვდებოდა. რომ ჩამოვედით მდინარის დონეზე ცოტა ხანი შევისვენეთ, ნაწილმა მდინარეში ფეხებიც დაისველა.
ისევ დაიწყო აღმართები, ისევ გამოჩნდა უფსკრულები და როგორც იქნა 4 საათზე ავედით ომალოს ტურისტულ ცენტრთან.
შესვენების შემდეგ ავედით ომალოს ციხეზე. იქიდან ხედი იშლებააა, ეგ უნდა ნახო, მაგის გადმოცემა შეუძლებელია.

გეზი ავიღეთ სოფელ დართლოსკენ. უკვე საღამო იყო და მანქანები არ გვხვდებოდა, ნავიგაციის იმედად მივდიოდით. უცებ კოტეს ხმა ისმის რაციაში განწირული, ფანჯრები აწიეთო. (კოტე წინ მიდიოდა). ზევიდან მოდის რაღაც მტვერი და ბდღვირი, თანაც საკმაოდ ჩქარა (მინიმუმ 60 კმ/სთ, როგორც თქვეს). მტვერის მოახლოებისას გამოჩნდა მისი გამომწვევი მიზეზი, ეს იყო 3 ხიდიანი ურალი, რომელსაც მობმული ქონდა ხეები და მოახოხიალებდა უზარმაზარი სიჩქარით. ძლივეს დაატორმუზეს.
დაიწყო დაღმართი, უკვე ჩავდივართ პირიქითა ალაზნის ხეობაში. გზაზე სიმპათიური ქალი ტურისტებიც გვხვდებოდა biggrin.gif ჩავედით დართლოში. მდინარის გავლისას კოტეს მოძვრა ნომერი. შევარჩიეთ საბანაკო ადგილი. გავიყავით ორ ჯგუფად. რაკერა და მახოს მანქანით წავიდნენ შეშაზე, მე რაკერა და ვალერი სოფელში ქვაბის და ყველის საშოვნად.
ქვაბიც და ყველიც ვიშოვეთ და ვალერიც კინაღამ დავაქორწინეთ, მააააშ biggrin.gif
დავბრუნდით წარმატებული ბანაკში. დაღამდა. რაკერა და მახოს არ ჩანან, რაცია დამჯდარი აქვთ, და ჯეოსელის ნომერი აქვთ. დართლოში მარტო მაგთი იჭერდა.
სანამ ისინი მოვიდინენ, შეშაც ჩვენ მოვაგროვეთ.
აგიზგიზდა კოცონი, მოვხადეთ თავი ოციანს და შევუბერეთ. 2 საათზე დავიშალეთ და დავიძინეთ. ისე კარგად გვეძინა, არ ვიცი თელავის კხარის გამო, თუ არ ვიცი ღვინის.

დღე III.
დილას ადრე, ჯერ მზე არ იყო ამოსული გავიღვიძეთ, მაგრამ ისე ძაან ციოდა, მალევე შევბრუნდი და გავაგრძელე ძილი.
მზე რომ ამოვიდა დაცხა. რომ გავიღვიძე ყავაც მოდუღებული დამხვდა. ავალაგეთ ბანაკი ცოტა ხანში და ავედით სოფელში. (დართლოში). დავუბრუნეთ ვალერის სასიდედროს ქვაბი და დავიწყეთ ფეხით სვლა კოშკებისკენ. ავედით, გადავიღეთ ფოტოები, მალინა შევუჭამეთ ხალხს და წამოვედით.
მდინარეში გამოვლისას, ამჯერად რაკერას ჩამოსძვრა ნომერი, მაგრამ ტურისტებმა უთხრეს და გადავრჩით დაკარგვას. დავიძარით შენაქოს და დიკოსკენ. მივდივართ და უცებ ვხედავთ კოტეს ყავს მანქანა შეყენებული ბუნებრივ იამაზე და ქვეშ ეჩალიჩებიან. მანდ გააფუჭა მაყუჩი.
მოირჩნენ შერემონტებას და წავიდნენ, ჩვენ რაკერას ეკიპაჟი, ზუსტად იმ ადგილას სადაც კოტე იყო გაჩერებული, მივედით ფეხით ნაპირთან და იქ ისეთი საოცარი ხედი დაგხვდა. მე გაოცებისგან რაღააც ამოუცნობი ხმა აღმომხდა. ჩვენს წინ იყო 600 მეტრის სიღრმის ხევი. (გუგლირზში გადავთვალე ახლა). კოტეს გლუშიწელი რომ არა, მაგ ადგილს ვერ ვნახავდით.
მივდივართ შენაქოსკენ, ჩავდივართ ძალიან ღრმა ხეობაში. რომ ჩავედით იქ გაიჩითა კარგი საბანაო ადგილი და დიდმა ნაწილმა შესცურა. თუმცა ისეთ ხმებს გამოსცემდნენ, წყალი ძალიან ცივი უნდა ყოფილიყო. მე მხოლოდ ფეხებით შევედი წყალში და ვარაუდიც დადასტურდა.

ამ დროს ჩაგვიარა ორმა კორეელმა გოგონამ ფეხით. (თავიდან იაპონელი გვეგონა). სანამ ჩვენ ჩავიცვით, გავშრით და დავიძარით ისინი უკვე გაგვცნდნენ, მაგრამ ისეთი აღმართები იწყებოდა შორს ვერ წავიდოდნენ. ძალიან გაგვიკვირდა რომ ვეღარ ვნახეთ გზად, შანსი არ იყო სხვაგან გადაეხვიათ. ავედით შენაქოში და რას ვხედავთ, ეს ორი კორეელი კოტეს მანქანიდან არ გადმოვიდა. კოტე ჩვენზე წინ მიდიოდა და წაუყვანია.
რაღაც ინგლისურს მოვუყარეთ თავი და გავიწიეთ ექსკურსიამძღოლობა. ვნახეთ ეკლასია. შენაქოში გაიჩითა გასაყიდი ლუდი. ცოტა დავლიეთ და ყველას დაეკარგად დიკლოში გადასვლის მადა. ჩავისვით ეს კორეელები და წამოვედით უკან ომალოში.
დავბანაკდით ძალიან მაგარ ადგილას, იყო თვალუწვდენელი ხედი ხეობაში, ჩრდილიც, მინდორიც გირჩების მარაგიც, შეშაც და ყველაფერი. ამ დროს მხოლოდ 4 საათია. მცირე ზაკუსკა კაპიტალურ ჭამაში გადაიზარდა
და ყველანი დავეყარეთ პარალონებზე. მახო ისეთს ხვრინავდა 70 დეციბელი აჩვენა ლიოს პროგრამამ. biggrin.gif
ჩავატარეთ მხედველობის ტესტი და სმენის ტესტი. მახომ რომ გაიღვიძა დავიწყეთ ინეტელექტუალური თამაში, რომელიც გაგრძელდა შუაღამემდე.
ამით ეს გასვლა შევიდა, როგორც ყველაზე (თუ არა ერტადერთი) ინტელექტუალური გასვლა სკჯ-ს ისოტრიაში.
ღამე შემოვუსხედით სუფრას (მანამდე არავის არ შიოდა) და მხიარულობაში გავატარეთ რამდენიმე საათი. აღსანიშნავია, რომ სვამდა მხოლოდ კოტე biggrin.gif

დღე IV.
დილას გვაღვიძებს მახოს განწირული ყვირილი. ადგაააა, პადიომ, გაიღვიძეთ. მერე აყვირდა შოთააა. რომ კითხეს რატომ შოთა, ყველაზე მეტი რაოდენობით ეგენი არიან და ერთ-ერთი მაინც გაიღვიძებდაო.
ავდექით, ავადუღეთ ყავა. ჯერ მხოლოდ 6 საათია დილის. ჩავლაგდით და დავიძარით. გზად შეგვხვდა სასაზღვრო პოლიციის სატვირთო მანქანები, რამაც გარკვეული დროით შეგვაყოვნა.
ასევე შეგვხვდა ტოიოტა რაც4 ახალი. ეს არის ყველაზე ნაკლები გამავლობის მანქანა, რაც იქ ვნახეთ. თუ არ ჩავთვლით აძინაცეტს, რომელიც უძრავ მდგომარეობაში ვნახეთ. დანარჩენი სულ დელიკა, ჰაილუქსი, პაჯერო, პატრული, ლენდი, ნივა და კამაზი.
11:30 ზე ჩამოვედით ვიყავით ალვანში (ანუ თელავთან ახლოს). მცირე საუზმა გავმართეთ და დავიძარით თელავისკენ. თელავში ნაყინის ყიდვის ამაო მცდელობის შემდეგ დავაწექით გომბორს. ნუ შიგ თელავში არ შევსულვართ, სოკარის მაღაზიაში ვნახეთ.
გომბორზე ისეც გავარრძელეთ ინტელექტუალური თამაში, მანქანა-მანქანაზე. რაციით. ეს თამაში ვერ დავამთავრეთ, რადგან ლილოში ჩვენი გზები გაიყო, ჩვენ წავედით რუსთავისკენ, რათა ვანო მიგვეყვანა, კოტე კი წამოვიდა პირდაპირ და ცხადია რაციის კავშირიც დაიკარგა.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა აგური აქა.
რატომ აგური? იქ უნდა ყოფილიყავით და გაიგებთ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 გვერდი V   1 2 3 >  
Start new topic
გამოხმაურებები (1 - 47)
VADA
გამოხმაურება Aug 6 2012, 21:19
გამოხმაურება #2


პოხუი STI
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,334
რეგისტრ.: 13-January 10
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 724




საღოლ ! მაგარი დრო გიტარებიათ biggrin.gif


სურათები როდის იქნება ? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kublicha
გამოხმაურება Aug 6 2012, 21:42
გამოხმაურება #3


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,551
რეგისტრ.: 18-May 09
მომხმარებელი № 99




შევედით ხეობაში. მდინარე სტორი, დღე I.



ვიხლოპის მოხსნის ეპიზოდი



თვით იუბილარი



კოტე


ჩანჩქერი


რაკერამ ბუნებრივი კერხერი გაჩითა


ეს გზა გვქონდა გავლილი და ჯერ თურმე ეს რა არის, რეები გვაქვს წინ



კოტე გადავიდა ალპურ ზონაში




გვერდის აქცევა ჩემხვედრისთვის


რაკერა და ნისლი


ეს უკვე გავლილი გვაქვს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dzebo
გამოხმაურება Aug 6 2012, 21:49
გამოხმაურება #4


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,013
რეგისტრ.: 10-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 15




ძალიან მაგარია! smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kublicha
გამოხმაურება Aug 6 2012, 22:07
გამოხმაურება #5


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,551
რეგისტრ.: 18-May 09
მომხმარებელი № 99




7 ლეველი ჩანს ამ ფოტოში



აბანოს პიკი - 2860 მეტრი ალტიტუდა.


ლიო


დართლოსკენ მიმავალი გზა


დართლო.




კოტეს გასვლა მდინარეში







ეს კი ის ნახსენები დედამიწის ბალკონი.
შოკია რაღაც


დართლო


დართლოს კოშკი


ვანო დართლოში


ტურისტები ომალოს სიახლოვეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kastera
გამოხმაურება Aug 6 2012, 22:28
გამოხმაურება #6


mysubaru.ge
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,513
რეგისტრ.: 17-April 09
მომხმარებელი № 20




საღოლ ბიჭებო !

საღოლ კუბლიჩ. შენსას რომ ვკითხულობ სულ ბუმბერაზი კლასიკოსები მახსენდებიან biggrin.gif



--------------------
4x4=16
Go to the top of the page
 
+Quote Post
crimson
გამოხმაურება Aug 6 2012, 22:28
გამოხმაურება #7


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




აუ რა მაგარი იყო რა !!!!!!!!!!!!!!!!

მართლა ძალიამ მაგარი, სიამაყით მევსება გული biggrin.gif

კუბლიჩ პირველ სურათEბის პარტიაში რამოდენიმე უგზოუკვლოდ დიდი ზომის სურათEბი გაგეპარა wink.gif

ესმის ამ კაცს რეპორტაჟEბის გაკეთEბა და რა ქნას smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
lio
გამოხმაურება Aug 6 2012, 22:31
გამოხმაურება #8


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,762
რეგისტრ.: 22-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 112




ასეთი ფხიზელი და ინტელექტუალური გასვლა მგონი არ გვქონია და მინდა მოგახსენოთ რომ მშვენიერი იყო ok.gif

ისე იმ ავინამდე სულ ხოხვით გადავედი და გადაღების მერე თვალი გამექცა ქვემოთკენ crazy_pilot.gif და ისე ამიჩქარდა ბული რომ ბაგაბუგი ყურებში მესმოდა blush2.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
crimson
გამოხმაურება Aug 6 2012, 22:32
გამოხმაურება #9


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




ვანიჩკამ გადაიღო რაღAც კადრ-კადრ ვიდეო კარავებს როგორ ვშლიდით, დადე ერთი გვანახე რა გამოვიდა

ციტატა(lio @ 6th August 2012 - 23:31) [snapback]416049[/snapback]
ასეთი ფხიზელი და ინტელექტუალური გასვლა მგონი არ გვქონია და მინდა მოგახსენოთ რომ მშვენიერი იყო

+1 wink.gif

ხო იგრძენით რაც მთAვარია თAვი ნამდვილ დამსვენებლად ჰა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
გამოხმაურება Aug 6 2012, 23:12
გამოხმაურება #10


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




ციტატა(crimson @ 6th August 2012 - 23:32) [snapback]416050[/snapback]
ვანიჩკამ გადაიღო რაღAც კადრ-კადრ ვიდეო კარავებს როგორ ვშლიდით, დადე ერთი გვანახე რა გამოვიდა

ავაწყობ ხვალ კარგად და მერე დავდებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
shreketa
გამოხმაურება Aug 7 2012, 08:17
გამოხმაურება #11


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 10,227
რეგისტრ.: 23-October 09
მომხმარებელი № 496




მაგარი გასვლა გავმაზეთ....ძაააან ძაან მაგარია თუშეთი..აუცილებლად გავიმეოროთ რა წელს
Go to the top of the page
 
+Quote Post
ToTo
გამოხმაურება Aug 7 2012, 08:33
გამოხმაურება #12


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,690
რეგისტრ.: 10-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 16




kublicha

და იმ კორეელი გოგოების გასეირნება როგორ დამთავრდა ? რატო აარაფერს წერთ ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ყოჩაღ ეტყობა მართლაც კარგი გასვლა იყო , დანარჩენებისთვისაც რომ მოგეცათ წამოსვლის შანსი არ იქნებოდა ურიგო
Go to the top of the page
 
+Quote Post
xrinco
გამოხმაურება Aug 7 2012, 09:18
გამოხმაურება #13


XRINCO
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,687
რეგისტრ.: 28-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 669




გზა როგორი იყო შატილთან შედარებით? გლუშიწელების მოხსნა კი მიუთითებს რა გზაც იყო მარა მაინც
Go to the top of the page
 
+Quote Post
ToTo
გამოხმაურება Aug 7 2012, 09:30
გამოხმაურება #14


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,690
რეგისტრ.: 10-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 16




xrinco

როგორც ბატონმა რაკერამ მითხრა შატილის გზაზე ოდნავ ვიწრო და ძალიან გრძელი გზა არიო, ყოველ 300 მეტრში არის ვსტრეჩნის გვერდის ასავლელი პონტიო..ჩვეულებრივად ნელა მიდიხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post
shota
გამოხმაურება Aug 7 2012, 09:47
გამოხმაურება #15


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 12,006
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 13




ციტატა(ToTo @ 7th August 2012 - 09:33) [snapback]416097[/snapback]
იმ კორეელი გოგოების გასეირნება როგორ დამთავრდა ?

ციტატა(kublicha @ 6th August 2012 - 21:29) [snapback]416033[/snapback]
მხიარულობაში გავატარეთ რამდენიმე საათი.
-ო კუბლიჩამ და....
smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kublicha
გამოხმაურება Aug 7 2012, 11:43
გამოხმაურება #16


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,551
რეგისტრ.: 18-May 09
მომხმარებელი № 99




xrinco
ციტატა(xrinco @ 7th August 2012 - 10:18) [snapback]416107[/snapback]
გზა როგორი იყო შატილთან შედარებით? გლუშიწელების მოხსნა კი მიუთითებს რა გზაც იყო მარა მაინც

შატილში არ ვყოფილვარ, მაგრამ გზა ნამდვილად ნორმალურია. ვიწროა და გადასავარდნია გზის 90%, თორემ თვითონ გზის საფარი არაა რთულად გავლადი. ტალახი გხვდება ერთი-ორ ადგილას. დანარჩვენი ჩვეულებრივი ქვიანი გზაა. გაფუჭებით არაფერს გააფუჭებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lio
გამოხმაურება Aug 7 2012, 16:06
გამოხმაურება #17


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,762
რეგისტრ.: 22-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 112




რაკერ სორე წიე ფოტოები? კუბლიჩ შენები რა სულ ეგაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
VADA
გამოხმაურება Aug 7 2012, 19:35
გამოხმაურება #18


პოხუი STI
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,334
რეგისტრ.: 13-January 10
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 724




kublicha
ციტატა(kublicha @ 7th August 2012 - 11:43) [snapback]416160[/snapback]
შატილში არ ვყოფილვარ, მაგრამ გზა ნამდვილად ნორმალურია. ვიწროა და გადასავარდნია გზის 90%, თორემ თვითონ გზის საფარი არაა რთულად გავლადი. ტალახი გხვდება ერთი-ორ ადგილას. დანარჩვენი ჩვეულებრივი ქვიანი გზაა. გაფუჭებით არაფერს გააფუჭებ.



ისა და ნორმალური პასადკით გაივლი ???
Go to the top of the page
 
+Quote Post
RACKER
გამოხმაურება Aug 7 2012, 20:19
გამოხმაურება #19


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




ჩემი სურათები არაა ძმაო მასე ადვილი. გასამჟღავნებელია biggrin.gif

თელავის კემპინგი. ქვიან ბალახყე biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kublicha
გამოხმაურება Aug 7 2012, 21:52
გამოხმაურება #20


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,551
რეგისტრ.: 18-May 09
მომხმარებელი № 99




ციტატა(lio @ 7th August 2012 - 17:06) [snapback]416233[/snapback]
კუბლიჩ შენები რა სულ ეგაა?

http://allshares.ge/download.php?id=176BADEA50
აქაა ყველა ერთად. თქვენ აარჩიეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
RACKER
გამოხმაურება Aug 8 2012, 01:27
გამოხმაურება #21


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




ესეც რამოდენიმე სურათი ჩემგან.




Go to the top of the page
 
+Quote Post
komisia
გამოხმაურება Aug 9 2012, 10:58
გამოხმაურება #22


Alazani.ge
***

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 165
რეგისტრ.: 5-April 09
მდებარ.: პლატო
მომხმარებელი № 1




RACKER
შტატივებით რაც იღე ისინიც გვანახე რა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
RACKER
გამოხმაურება Aug 9 2012, 11:23
გამოხმაურება #23


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




komisia
ყველაფერი იქნება ჩემო ქიმიურო ძმაო biggrin.gif
ვერ მოვიცალე დასამუშავებლად. დავამუშავებ და შტატივიანიც იქნება და უშტატივოც biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
lio
გამოხმაურება Aug 10 2012, 22:44
გამოხმაურება #24


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,762
რეგისტრ.: 22-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 112




ვააა ვანიჩკას გადაღებილი ვიდზიო სადააააა????
Go to the top of the page
 
+Quote Post
RACKER
გამოხმაურება Aug 10 2012, 23:07
გამოხმაურება #25


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




lio
არა ლევან შენ მაინც არ ისვენებ არა?
აჰა შენ მაშინ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
lio
გამოხმაურება Aug 11 2012, 00:18
გამოხმაურება #26


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,762
რეგისტრ.: 22-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 112




biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ოღრაშ
Go to the top of the page
 
+Quote Post
RACKER
გამოხმაურება Aug 11 2012, 00:53
გამოხმაურება #27


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




ეს კიდე ნერვოზისთვის biggrin.gif


აუ აქ რო ვდებ სურათს მაგრა ბანძდება ტო
Go to the top of the page
 
+Quote Post
lio
გამოხმაურება Aug 11 2012, 15:34
გამოხმაურება #28


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,762
რეგისტრ.: 22-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 112




შენც ატვირთე სადმე ერთად ყველა რაც მზად გაქვს და გადმოვქაჩავთ.

შოთ გთხოვ ვანომ რომ ვიდეო მოგცა იქნებ სადმე ატვირთო რომ მოიცლი, მაინტერესებს მაგრად
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
გამოხმაურება Aug 11 2012, 17:22
გამოხმაურება #29


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




lio
ციტატა(lio @ 11th August 2012 - 16:34) [snapback]416896[/snapback]
შოთ გთხოვ ვანომ რომ ვიდეო მოგცა იქნებ სადმე ატვირთო რომ მოიცლი, მაინტერესებს მაგრად

მე დავდებ მაგას, ცოტა დამონტაჟება უნდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
PEI-100
გამოხმაურება Aug 19 2012, 07:20
გამოხმაურება #30


PEI-100
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,779
რეგისტრ.: 26-February 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,569




მაგარ ადგილებში ყოფილხართ ! smile.gif


--------------------
------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
გამოხმაურება Aug 27 2012, 16:30
გამოხმაურება #31


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145






გაგრძელება იქნება... wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
OZY
გამოხმაურება Aug 27 2012, 19:14
გამოხმაურება #32


BOOSTAHOLIC
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 12,458
რეგისტრ.: 28-June 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,780




იმპრეზა რო გავიმეტო ვერ ავალ ??


--------------------
Real Eyes ✪
Realize ✪
Real Lies ヅ
Go to the top of the page
 
+Quote Post
bakiki
გამოხმაურება Aug 27 2012, 20:36
გამოხმაურება #33


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,085
რეგისტრ.: 2-March 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 866




აუუუუუუუ რა მაგარიაააააააა

გენაცვალეთთთთთთთ

OZY
რაღაც არამგონია ეგ იმპრეზა მერე იქიდან ჩამოიტანოოოsmile.gif))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Drifter_Silvia
გამოხმაურება Aug 27 2012, 21:00
გამოხმაურება #34


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,230
რეგისტრ.: 23-October 10
მომხმარებელი № 1,548




ძაან მაგარი გასვლა ყოფილა და ძააან მაგარი ადგილი ყოფილა
Go to the top of the page
 
+Quote Post
datoxachi
გამოხმაურება Aug 27 2012, 22:57
გამოხმაურება #35


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 9,857
რეგისტრ.: 5-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 602




NetDevil
კარგია ვანიჩკა,საღოლ
Go to the top of the page
 
+Quote Post
RACKER
გამოხმაურება Aug 28 2012, 01:06
გამოხმაურება #36


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




სურათების დადების მუღამზე მოვედი
დაგერხათ biggrin.gif












Go to the top of the page
 
+Quote Post
Levan-i
გამოხმაურება Aug 28 2012, 01:07
გამოხმაურება #37


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,301
რეგისტრ.: 12-July 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 226




ვაა ბოლო ძალიან მაგარი გამოგსვლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
RACKER
გამოხმაურება Aug 28 2012, 01:29
გამოხმაურება #38


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10










Levan-i
ბიჯო ჩემთან კომპში ბევრათ მაგარია და აქ რო ვტვირთავ მაგრა აბანძებს და რატო ვერგავიგე
რაღაც სხვანაირი ფერები იჩითება











Go to the top of the page
 
+Quote Post
crimson
გამოხმაურება Aug 28 2012, 11:17
გამოხმაურება #39


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




მართლამაგარიიყო!!!

ეხლა თურქეთში სულ ცხარე ცრემლით ვიტირე biggrin.gif


ველოდები ვიდეოს მეორე სერიას
Go to the top of the page
 
+Quote Post
L_D
გამოხმაურება Aug 28 2012, 12:14
გამოხმაურება #40


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,727
რეგისტრ.: 14-April 10
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 1,008




ვახ რა მაგარია, იმედა სული ამომძვრა ისეთი შეგრძნება იყო
საღოლ NetDevil ვიდეოსთვის
დორბლები მომადგა ისე მომინდა ასეთი გასვლები, მარა ჯერ არ მყავს ჩემი თეთრა აქეთ, იმედია ავეწყობი მეც და შემოგიერთდებით მთელი ოჯახით biggrin.gif


რამდენი კმ დაფარეთ ერთი გზა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Boss
გამოხმაურება Aug 28 2012, 12:53
გამოხმაურება #41


CEO/Founder - MEGASERVICE.US
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 843
რეგისტრ.: 16-February 10
მომხმარებელი № 827




გარმინის მონაცემები დაიდოს smile.gif

გუგლზე აღნიშნეთ რა საიდან სადამდე იყავით.

მაგარიიიი ადგილებია.

ერთი რეპეტე დახატავდა ამ ამბავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
გამოხმაურება Aug 28 2012, 16:48
გამოხმაურება #42


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




მეორე ნაწილი

Go to the top of the page
 
+Quote Post
L_D
გამოხმაურება Aug 28 2012, 18:05
გამოხმაურება #43


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,727
რეგისტრ.: 14-April 10
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 1,008




თავის ტკივილი ხომ არ გაწუხებდათ დაბრუნებისას ამ ყველაფრის მერე smile.gif

ასეთ გუგუნში ამდენი ხანი მგზავრობა ცოტა ძნელი არ იყო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
გამოხმაურება Aug 28 2012, 19:11
გამოხმაურება #44


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




ბოლოს კარვების გაშლა კაი გამოვიდა? biggrin.gif


ციტატა(L_D @ 28th August 2012 - 19:05) [snapback]420203[/snapback]
ასეთ გუგუნში ამდენი ხანი მგზავრობა ცოტა ძნელი არ იყო?

მივეჩვიეთ tongue.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
crimson
გამოხმაურება Aug 30 2012, 08:52
გამოხმაურება #45


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




ციტატა(NetDevil @ 28th August 2012 - 19:11) [snapback]420219[/snapback]
ბოლოს კარვების გაშლა კაი გამოვიდა?

უმაფრესი smile.gif

ცეცხლმა ვაფშე დაგლიჯა ბოლოს wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
sxe10
გამოხმაურება Aug 16 2013, 10:37
გამოხმაურება #46


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 416
რეგისტრ.: 6-September 10
მომხმარებელი № 1,378




ვინც ამ გასვლაზე იყავით იქნებ მითხრათ: აუთბექით ასვლას ვაპირებ შემდეგ კვირას ომალოში, თავის 17-იან დისკებზე და გაცვეთილი ბრიჯსტოუნის Sport Contact-ებით 225/50 ხომ არ იქნება რაიმე პრობლემა გამავლობის კუთხით??
თუ რამე ზამთრის რეზინაც მიგდია 215/65-იანი მაგრამ რუსთავში წასვლა და გადაწყობა/გადმოწყობა მეზარებაsad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
xrinco
გამოხმაურება Aug 16 2013, 11:43
გამოხმაურება #47


XRINCO
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,687
რეგისტრ.: 28-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 669




ციტატა(sxe10 @ Aug 16 2013, 11:37) [snapback]518905[/snapback]
ვინც ამ გასვლაზე იყავით იქნებ მითხრათ: აუთბექით ასვლას ვაპირებ შემდეგ კვირას ომალოში, თავის 17-იან დისკებზე და გაცვეთილი ბრიჯსტოუნის Sport Contact-ებით 225/50 ხომ არ იქნება რაიმე პრობლემა გამავლობის კუთხით??
თუ რამე ზამთრის რეზინაც მიგდია 215/65-იანი მაგრამ რუსთავში წასვლა და გადაწყობა/გადმოწყობა მეზარებაsad.gif

გაცვეთილი საბურავით ამხელა გზაზე მე არ გავრისკავდი, თორე აუთბექით მშვვენივრად ივლი
Go to the top of the page
 
+Quote Post
OZY
გამოხმაურება Aug 16 2013, 11:47
გამოხმაურება #48


BOOSTAHOLIC
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 12,458
რეგისტრ.: 28-June 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,780




ციტატა(xrinco @ 16th August 2013 - 12:43) [snapback]518922[/snapback]
გაცვეთილი საბურავით ამხელა გზაზე მე არ გავრისკავდი, თორე აუთბექით მშვვენივრად ივლი

ეხ იქ ისეთი დედა ნადღნავი სიპებია გინდა სულ ახალი საბურავი იყოს გინდა ნაცვეთი wink.gif wink.gif ერთი ამობუქსავდება იამკაზე გადასვლისას და გაჭრილია


--------------------
Real Eyes ✪
Realize ✪
Real Lies ヅ
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge