![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,998 რეგისტრ.: 14-May 09 მდებარ.: SUBARLANDIA მომხმარებელი № 88 ![]() |
ყურადღებიტ იყავით დაიწყეს უკვე ჯარიმების გამოწერა და საჯარიმოზე მანქანების გადყვანა!!!
ხოო ამ კრიზის დროს ეს გვინდოდაა... გამოსვლებს და მიტინგებს ერიდებოდნენ და ეხლა ისევ გამოხოხოდნენ... ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 299 რეგისტრ.: 8-May 09 მომხმარებელი № 76 ![]() |
დღეს ხელახლა ვუყურე კურიერის ჩანაწერს და იქ არის ასეთი ფორმულირება(სიტყვასიტყვით) :
" გადასახადები დაწესდება იმ მძღოლებისთვისაც რომლებიც ფასიანი პარკირების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. კომპანია ასეთ მძღოლებს ერთწლიან საშვებს 12 ლარად სთავაზობს. საშვის მფლობელი საღამოს 7 საათიდან დილის ათ საათამდე ავტომანქანას სახლთან უფასოდ გააჩერებს, დღის საათებში კი ავტომობილის ერთი საათით დგომის ღირებულება 50 თეთრი იქნება" თუ ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორია ფასიან ავტოსადგომადაა გამოცხადებული ( ვინ წყვიტავს და რა კრიტერიუმებით რომ სადგომი ფასიანია თუ არა ეგ ცალკე საკითხია) მაშინ მე გაწეწილი ვარ. მგონი ეჭვი არავის ეპარება რომ პარკირებისთვის ვარგისი ნებისმიერი ტერიტორია გამოცხადებული იქნება ფასიან ავტოსადგომად და ხალხი იქნება გაწეწილი. რა თქმა უნდა მოსაწესრიგებელია ქალაქში გაჩერების ამბავი მაგრამ არა ამ ფორმით როგორც აესენი იწყებენ.და აი რატომ ჩემი აზრით: არაწორ ადგილას გაჩერებულ ავტომობილის დაჯარიმებაზე ხმას არ ვიღებ, ასევე ამ მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაზე. აქედან გაჩნდებოდა შემოსავლები რომლებიც აანაზღაურებდა ამ ფირმის ხარჯებს. მაგრამ! იქ სადაც გაჩერება ნებადართულია არავითარ შემთხვევაში სწორი არ მგონია გადასახადის შემოღება რადგან თუ ფირმა კერძოა და მგონი კერძოა, მაშინ ის ადგილი უნდა წარმოადგენდეს მის კერძო საკუთრებას რათა მე გადასახადი დამიწესოს მისი საკუთრებით სარგებლობაში, ხოლო თუ მე სწორად მახსოვს საზოგადო სარგებლობისთვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთები(რასაც მიეკუთვნება საავტომობილო გზები და მისი მიმდებარე გარკვეული ტერიტორიები) არც გასხვისებას და არც იჯარით გადაცემას არ ექვემდებარება, ან უნდა მთავაზობდეს ნებაყოფლობით სერვისს, რაშიც მე გადავიხდი ფულს. ფასიან ავტოსადგომზე დგომისას ფულს რომ ვიხდი, რაში ვიხდი? ვინმემ ავტომობილი რომ მომპაროს იმ სადგომიდან სიტი პარკი ამინაზღაურებს მე ზარალს? ანუ მე ფულს რომ ვიხდი და არავითარ სერვისს არ ვღებულობ. იურისტი არ ვარ მაგრამ აქ თუ ვინმეა ასეთი იქნებ გადახედოს ამ ნიუანსებს და თუ სწორია ის რაც დავწერე სასამართლოში ჩივილიც შეიძლება და საქმის მოგებაც, თუ ამათ კანონი არ გადაასწორეს. ახლა ისეთი დროა რომ ამ საქმის მოგების შანსები მაქსიმალური იქნება ![]() ![]() ხართ რომელიმე აქ იურისტი? |
|
|
![]()
გამოხმაურება
#3
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 7,890 რეგისტრ.: 15-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 19 ![]() |
ციტატა(cladhed @ Jun 16 2009, 22:47) [snapback]11469[/snapback] დღეს ხელახლა ვუყურე კურიერის ჩანაწერს და იქ არის ასეთი ფორმულირება(სიტყვასიტყვით) : " გადასახადები დაწესდება იმ მძღოლებისთვისაც რომლებიც ფასიანი პარკირების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. კომპანია ასეთ მძღოლებს ერთწლიან საშვებს 12 ლარად სთავაზობს. საშვის მფლობელი საღამოს 7 საათიდან დილის ათ საათამდე ავტომანქანას სახლთან უფასოდ გააჩერებს, დღის საათებში კი ავტომობილის ერთი საათით დგომის ღირებულება 50 თეთრი იქნება" თუ ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორია ფასიან ავტოსადგომადაა გამოცხადებული ( ვინ წყვიტავს და რა კრიტერიუმებით რომ სადგომი ფასიანია თუ არა ეგ ცალკე საკითხია) მაშინ მე გაწეწილი ვარ. მგონი ეჭვი არავის ეპარება რომ პარკირებისთვის ვარგისი ნებისმიერი ტერიტორია გამოცხადებული იქნება ფასიან ავტოსადგომად და ხალხი იქნება გაწეწილი. რა თქმა უნდა მოსაწესრიგებელია ქალაქში გაჩერების ამბავი მაგრამ არა ამ ფორმით როგორც აესენი იწყებენ.და აი რატომ ჩემი აზრით: არაწორ ადგილას გაჩერებულ ავტომობილის დაჯარიმებაზე ხმას არ ვიღებ, ასევე ამ მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაზე. აქედან გაჩნდებოდა შემოსავლები რომლებიც აანაზღაურებდა ამ ფირმის ხარჯებს. მაგრამ! იქ სადაც გაჩერება ნებადართულია არავითარ შემთხვევაში სწორი არ მგონია გადასახადის შემოღება რადგან თუ ფირმა კერძოა და მგონი კერძოა, მაშინ ის ადგილი უნდა წარმოადგენდეს მის კერძო საკუთრებას რათა მე გადასახადი დამიწესოს მისი საკუთრებით სარგებლობაში, ხოლო თუ მე სწორად მახსოვს საზოგადო სარგებლობისთვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთები(რასაც მიეკუთვნება საავტომობილო გზები და მისი მიმდებარე გარკვეული ტერიტორიები) არც გასხვისებას და არც იჯარით გადაცემას არ ექვემდებარება, ან უნდა მთავაზობდეს ნებაყოფლობით სერვისს, რაშიც მე გადავიხდი ფულს. ფასიან ავტოსადგომზე დგომისას ფულს რომ ვიხდი, რაში ვიხდი? ვინმემ ავტომობილი რომ მომპაროს იმ სადგომიდან სიტი პარკი ამინაზღაურებს მე ზარალს? ანუ მე ფულს რომ ვიხდი და არავითარ სერვისს არ ვღებულობ. იურისტი არ ვარ მაგრამ აქ თუ ვინმეა ასეთი იქნებ გადახედოს ამ ნიუანსებს და თუ სწორია ის რაც დავწერე სასამართლოში ჩივილიც შეიძლება და საქმის მოგებაც, თუ ამათ კანონი არ გადაასწორეს. ახლა ისეთი დროა რომ ამ საქმის მოგების შანსები მაქსიმალური იქნება ![]() ![]() ხართ რომელიმე აქ იურისტი? იურისტი არ ვარ, მაგრამ მე როგორც ვიცი მაგ კომპანიამ მოიგო მერიის მიერ ჩატარებული ტენდერი პარკინგების მართვაზე. ანუ მაგათი იურისდიქცია ვრცელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ ტერიტორიებზე |
|
|
![]() ![]() |