![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 48 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 870 ![]() |
მოკლედ მაგარ ცუდ დღეში ვარ და იქნებ დამეხმაროთ რა გავაკეთო არ ვიცი
![]() დღეს დავლიე მეგობრებთან ერთად და ჩემი ძმაკაცი მეუბნება რომ ჩემი სეერვე ჯობი შენს სუბარუსო გამავლობაშიო, გამეცინა და უთხარი წამო შევაჯიბროთთქო, ნუ ავდექით და ავედით დიდ დიღომში, როგორც მოსალოდნელი იყო სუბარუმ ჩახია სეერვე, მაგრამ ბოლოს ერთ დიდ გუბეს მივადექი, თვალით არ ჩანდა ძალიან ღმა, მაგრამ რომ შევედი აღმოჩნდა რომ არ უნდა შევსულიყავი (სიმთვრალის ბრალია), იმხელა ლაფი და წყალი აღმოჩნდა რომ ეგრევე გაიჭედა , ჩავრჩი. წყალი შემოვიდა სალონში , მანქანა ჩაქვრა ვეღარ დავქოქე, გლუშიტელი წყალში იყო და ეგრევე ჩააქრო. ამოვათრიეთ ბუქსირით და აღარ დაიქოქა, სტარტერი აღარ ატრიალებს, ზაჟიგანიას რომ გავაღებ ვინტილიატორი სულ ჩართულია, უკანა ჩისტიტელიც არ ჩერდება, კაპოტი რომ ავხადე, ვნახე ჰაერის ფილტრში წყალი არ არის შესული, ასევე არც დამცველებში არ იყო ჩასული. კარობკა ავტომატია და აღარ ვარდება არც ზადნიში და არც პარკირებაში, მარტო ნეიტრალში და D123 - ში ვარდება, მოკლედ რას მირჩევთ ვის მივუყვანო ან რა გავაკეთო??? ერთმა მითხრა ტოიოტაზე მოგვივიდა ეგრე და კარობკაში და ხიდებში ზეთი არ გამოვცვალეთ და ცოტა ხანში ჩაიშალაო, ასევე გლუშიტელიდან მატორში შეიძლება შეეტანა წყალიო, რამდენად მართალია ეს??? წინასწარ მადლობა ყველას |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
აკუმულიატორი ჯერ თუ არ ჩაგიხსნია ჩახსენი სასწრაფოდ, ზანძარი არ გაგიჩინოს.
ახლა ძალიან ცუდი რაღაცეები უნდა გითხრა მაგრამ რა ვქნა, ჯობია გითხრა რას შეიძლება ელოდე მარტო გაშრობით და ზეთების შეცვლით თუ გადარჩი ჩათვალე რომ მაგრად გაგიმართლა. რამდენ ხანს იდექი წყალში? თუ დიდხანს იდექი მე შენს ადგილას მთელს გაყვანილობას შევცვლიდი, ახლა შეიძლება დაიქოქს მაგრამ მერე სად რა გამოყოფს თავს კაცმა არ იცის, მარავალწვერა კაბელი ფითილივითაა, ერთი ბოლო რომ ჩაყოფინო წყალში კაპილარული დაჭიმულობით 1 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია წყლის ატანა. მითუმეტეს რომ გაყვანილობა უამრავი ყრია თბილისში და არავინ არ ყიდულობს, წესით არ უნდა იყოს ძვირი. კარობკის კარტერს რომ ჩამოხსნი წყალი თუ გამოვიდა და მერე თუ მაინც არასწორად იმუშავა კარფობკაბ, მაშინ კარობკის დაშლა მოგიწევს რომ სულ დაცალო სითხისგან თორემ ვერაფრით ვერ გამოდევნი წყალს. მოკლედ ძალიან ცუდი რამე მოგსვლია, ჯვარი გცერია და მაგას სტუკი და კარობკის ჩაშლა სჯობდა ერთად აღებული. იმიტომ რომ შეიძლება მანქანის მთლიანად დაშალა და თავიდან აწყობა დაგჭირდეს. |
|
|
![]() ![]() |