![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 9 რეგისტრ.: 24-April 10 მომხმარებელი № 1,046 ![]() |
მოგესალმებით! ჩემი პირველი პოსტია და იმედია არ დამძრახვთ განყოფილების შერჩევისთვის ან სხვა მსგავსი პოსტების არსებობისთვის
მოკლედ დიდი ხნის 2ჭოფობის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია - ჩემი შემდგომი მანქანა იქაქნება ფორესტერი! აი რომელი და რა ფასად ჯერ გაურკვეველია, სწორედ არჩევანის გაკეთებაში გთხოვთ დახმარებას... ვვარაუდობ 1997-2001 ფორიკას მაქს 3000$-მდე ფოთამდე განუბაჟებელს.. შევეცდები მოკლედ გითხრათ რა პრიორიტეტები და საჭიროება გვაქვს მე და ჩემს ოჯახს და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია მოკლედ კვირაში ერთხელ მინიმუმ სოფელში სიარული - ოფროუდია საშუალო მაგრამ მერყევი ხასითის რადგან გზაზე ხანდახან მეწყერები წვება სულ სხვადასხვა გამოსავლების ძებნაა საჭირო ![]() ზოგადად ქალაქში საკმაოდ დიდი ტრაფიკი მაქვს ასე რომ საწვავის ეკონომია არაა ნაკლებ პრიორიტეტული მაგრამ არაა გადამწყვეტი (ასევე გეტყვით რომ კარგი ხარისხის საწვავის საშუალება მაქვს) რაც შეეხება ოჯახს ერთ ჩაჯდომაზე 6 კაცი ვჯდებით მანქანაში აქედან 2 ბავშვია (ჯერ-ჯერობით ![]() ![]() კიდევ მთავარი მომენტი ფინანსურად არ ვარ განებივრებული და ამიტომ შერჩევისას ცოტა მოთმინება დამჭირდება... სავარაუდოდ იაპონიიდან ვაპირებ ჩამოყვანას და კარგი იქნება თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება როგორ მოვიძიო შესაფერისი ფორიკა აუქციონებზე ან საიტებზე ან კიდევ სხვაგან სადმე ძალიან დამავალებთ თუ გამიზიარებთ პატივისცემით, მომავალი ფორესტერ-კლუბის აქტიური წევრი ![]() პს. ხო მართლა სულ დამავიწყდა ისე გაზაობაზეც არ ვარ უარზე და საკმაოდ სწრაფად დავდივარ მაგრამ ეს ყველაზე ბოლო პრიორიტეტია ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 9 რეგისტრ.: 24-April 10 მომხმარებელი № 1,046 ![]() |
ეგ ყოლიფერი კარგი მაგრამ სადაა ლექსოს და კალე-ს მანქანების განცხადებები იქნებ მიმასწავლოთ თორემ მე ვერ ვიპოვე...
ისე ამ პოსტის პოსტვისას იმედი მქონდა რომ უფრო დეტალურად გავიგებდი რას ნიშნავს STB, STI, TLC, DCCD და სხვ. რა განსხვავებაა სხვადასვა წლების მოდელებს შორის და როგორ გავარჩიოთ ეს ყველაფერი იმ ავადსახსენებელ იაპონურ თუ ჩინურ აჯღა-ბუჯღაზე რომელიც მომყოლივით მოყვება იქაური აუქციონის მანქანებს. ტურბინაზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ინფორმაცია ვთვლი რომ ჯერ მცირეა ![]() ხო კიდე რაღაც გავიგე რომ დიფერენცილების დაბლოკვის სხვადასხვა ლოგიკები აქვთ სხვადასხვა მოდელებს. აქ ვნახე ვიდეოები სადაც ფორესტერი დიაგონალზე დაკიდებისას ამყოლი თვლები იწყებენ ტრიალს და ფაქტიურად 4x4 ფუჭ სიტყვებად რჩება. წინა და უკანა დიფერენციალებზე ბლოკირება ასევე ცენტრალურ დიფერენციალზე ბლოკირება რომელ მოდელებს აქვთ და ა.შ. ... |
|
|
![]() ![]() |