![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,513 რეგისტრ.: 21-June 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 183 ![]() |
![]() ჟანგბადის სენსორი დროთა განმავლობაში იფარება ნადებით, რის გამოც კარგავს მგრძნობიარობას, რის შედეგადაც ECU-ს მიეწოდება არასწორი მონაცემები გამონაბოლქვში ჟანგბადის შემცველობის შესახებ, ანუ სრული თუ არასრული წვის შესახებ. შედეგადა ხდება საწვავის მეტი რაოდენობის მიწოდება, და შესაბამისად საწვავის ხარჯის გაზრდა. ხშირ შემთხვევაში, თუ სენსორის გამახურებელი (3 და 4 წვერიანი ჟანგბადის სენსორის შემთხვევაში) არ არის დამწვარი შესაძლებელია მისი აღდგენა. აღდგენის პროცესი არის საკმაოდ მარტივი, ამისათვის საჭიროა სენსორს წინა დამცავი ხუფი ჩავაყოფინოთ ორთოფოსფორმჟავაში და დავტოვოთ შიგნით ცოტა ხნით (დაახლოებით ალბათ 30 წუთი 1 საათი, 2 საათი ან მეტი, გააჩნია დაბინძურების დონეს და მჟავის კონცენტრაციას) და მჟავა რამდენიმეჯერ გამოვუცვალოთ ფერის შეცვლის შემთხვევაში. (მჟავა ჯობია ძალიან კონცენტრირებული რომ არ იყოს) ვიზუალურად როცა შეატყობთ, რომ, ხუფის შიგნით (ნახვრეტებიდან გამოჩნდება) ელემენტი ნადების გარეშეა, კარგად გარეცხავთ გამდინარე წყლით და გაშრობის შემდეგ მზადაა დასაყენებლად ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,513 რეგისტრ.: 21-June 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 183 ![]() |
ციტატა(Sturbo @ 7th May 2010 - 09:42) [snapback]129802[/snapback] ტყუილად დროს დაკარგავთ მჟავით თითებს დაიწვავთ. დროს ტყუილად ნამდვილად არ ვკარგავ თუმცა ხელების დაწვაზე აბსოლუტურად მართალი ხარ უსაფრთხოების ნორმები: მჟავასთან იმუშავეთ ფრთხილად, კანზე არ მოგხვდეთ!! ნებისმიერი მჟავის კანზე მოხვედრის შემთხვევაში წყალი არ დაისხათ! რაიმე ტუტეთი უნდა გაანეიტრალოთ. მაგალითად სოდა მოამზადეთ წინასწარ, თუ ხელებზე აპირებთ მჟავის გადასხმას ![]() ![]() ![]() სასურველია იმუშაოდ რეზინის ხელთათმანებით. (თუმცა ისიც მინდა ავღნიშნო რომ ორთოფოსფორმჟავა არ არის ძალიან ძლიერი მჟავა ![]() |
|
|
![]() ![]() |