![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,952 რეგისტრ.: 31-July 09 მდებარ.: Georgia მომხმარებელი № 265 ![]() |
მოგესალმებით
დღეს, ქუთაისში სუბარულოგების კიდევ ერთი ლამაზი დღე იყო. სანამ უშუალოდ დღევანდელ შეკრებაზე გადავალ, უნდა ავღნიშნო , რომ მე როგორც ამ ლამაზი ქართული ქალაქის სტუმარი და სიძე, მოხიბლული ვარ იმ ფაქტით , რომ საკმაოდ მომრავლდა სუბარუები ქუთაისში. მართალია კლუბის და ფორუმის არსებობის შესახებ ბევრი არაა ინფორმირებული, მაგრამ ვიმედოვნებ , რომ ჩვენი ქუთათური მეგობრების დახმარებით მათი რიცხვი გაიზრდება. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს. შეკრება ''ხიდის'' დროსთან შედარებით გვიან, ქუთაისის დროით 6 საათზე, თეთრ ხიდთან დაიწყო. ![]() ესეც ყველასთვის ცნობილი პიკასოს ბიჭი და ადიდებული ''რიონი'' ![]() პირველი შეკრებაზე ATU-111 მოვიდა თავის ლეგენდარული იმპრეზით, აქვე ავღნიშნავ რომ მისი იმპრეზა ჯერ-ჯერობით ერთდაერთია ქუთაისში და არ ჩამოუვარდება მის დედაქალაქელ კლუბის იმპრეზებს, აი ისიც ![]() ცოტა ხანში ჩვენი ქუთათური მეგობრებიც გამოჩნდნენ თავიანთი ერთმანეთზე უკეთესი ფორიკებით ![]() აი თავად სუბაროლოგი ჯენტლმენებიც ![]() ულამაზესია განახალებული ქუთაისის არქიტექტურა, შეკრებასაც აქ ჩაეყარა საფუძველი ![]() ![]() ![]() აი ისინიც, ერთმანეთზე უკეთესი ფორიკები, ყველა ტურბინიანი, ყველა იაპონელი წარმომავლობის ![]() ![]() კარგი მიგნებაა ერთ დინიანი მაგნიტაფონების ზედა უჟრის შესავსებად, თვით ატუს შემოქმედებაა ![]() ![]() მე მიყვარს ქუთაისი ![]() მოგვიანებით, ცენტრიდან დავიძარით და ქალაქის ქუჩებში მცირე ვოიაჟი მოვაწყეთ კოლონაში გადაადგილებით. ვიდეოებიც არსებობს ამ გასეირნების და აუცილებლად დაიდება მას სემდეგ , რაც მისი ავტორები მომაწოდებენ. შემდეგ, ქალაქის შესასვლელში, ''საღორიაზე'' გავჩერდით, სიმბოლურად სპორტული კომპლექსის წინ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ჩვენ, დღევანდელი დღის შემსრულებლები და მონაწილეები, აქვე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, რომ გამოიჩინეს ინიციატაივა და მონაწილეობა მიიღეს დღევანდელ დღეში, რომელიც იმედი მაქვს დასაბამი იქნება მომავალი ქუთაისური შეკრებების ![]() ![]() კარგი ხალხი ხართ ქუთათურებო, მიხარია რომ გაგიცანით და დღეს ერთად ვიყავით. ეს ერთი და სხვა მრავალი. რამ გაყო აღმოსავლეთი და დასავლეთი, სიმბოლურად მხოლოდ რიკოთმა ![]() ![]() მადლობა ყველას , დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც ! (ვიდეოებს ველოდები რომ დავამატო) თქვენი მონა-მორჩილი ბაჩო გაფრინდაშვილი ![]() (მე მგონი ყველაზე დაჩაგრული ვარ იმ გაგებით, რომ არც აღმოსავლეთში ვარ, არც დასავლეთში , ნეიტრალურ ზონაში ვცხოვრობ და ერთადერთი სტიკერიანი ვარ ჩემს რაიონში, მაგრამ მკიდია იმიტომ რომ ერთიც ჩემიანები ხართ და მეორენიცა ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 ![]() |
THE მაგარ !!!
![]() |
|
|
![]() ![]() |