![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 ![]() |
3-4 ივლისს კლუბი გეგმავს 2 დღიან გასვლას კაცხში, ჭიათურისკენ
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქედან გავალთ შაბათს დილით და კვირა საღამოს ჩამოვალთ. რამოდენიმე დღეში გაგაცნობთ ზუსტ მარშრუტს, მანძილს (ბენზინის რამდენი ფაგვჭირდება) და სხვა დეტალებს, ასე რომ მოემზადეთ დიდი გასვლისთვის ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 ![]() |
ტაკს, თბილისიდან გავდივართ 8:00 -ზე ვისოლის კალონკიდან, დიღმის ტრასაზე როა, სამმართველოსთან.
![]() თბილისი-ჭიათურა, მანძილი 200 კმ, დაახლოებით 2 - 2:30 სთ - ის სავალზეა. არმისული გომში უნდა გადავუხვიოთ ხელმარჯვნივ, იქ საგზაო აბრაცაა, რომელიც საჩხერე-ჭიათურისკენ გადასახვევ გზას გვიჩვენებს. შემდეგ გზა გრძელდება "ჯვრის" უღელტეხილზე, ულამაზეს ხეობაში სადაც ბევრი წყაროებია, გზა დაკლაკნილია და ბევრი სახიფათო მონაკვეთია, ამიტომ მაგ ადგილს ნელა გავივლით. ალაგალაგ არის წყაროები და პატარ პატარა გასაჩერებელი ადგილებიც ![]() უღელტეხილის შემდეგ მივადგებით საჩხერის მთებს და სოფლებს ![]() ![]() საჩხერის შემოსასვლელში დაგვხვდება ბაჩო და ქუთაისის ფილიალიდან კიდევ რამოდენიმე კაცი ![]() ჯერ საჩხერეში დავათვალიერებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ადგილს ![]() ![]() საჩხერის ყველაზე დიდი მოვლენა აკაკი. ვნახავთ აკაკის სახლ-მუზეუმს და მის ძიძისეული ეზოს რომელიც საჩხერიდან 3 კმ-ში, სოფელ სხვიტორშია. იქ ყოველ წელს იმართება სახალხო დღესასწაული "აკაკიობა". ![]() ![]() ![]() ![]() აკაკის ძიძისეული კარ-მიდამო კი, საჩხერიდან 5 კმ-ში სოფელ სავანეშია. ასევე ულამაზესი ადგილი. ![]() ![]() აქვეა XII საუკუნის უძველესი ეკლესია ![]() შემდეგ, "მოდინახე" , წერეთლების საგვარეულო ციხე-სიმაგრე , რომელიც თავზე დაჰყურებს მთელს რაიონს. ულამაზესი ადგილი , უჰორიზონტო-უკიდეგანო ხედებით. აქ ასვლა ნებისმიერი სუბარუთი შეიძლება და ქალაქიდან სულ რაღაც 3-4 კმ-ია. ![]() ხედები "მოდინახის" ციხიდან. ![]() ![]() მოკლედ, ეს საჩხერის ის სამეულია, რომელიც აუცილებლად უნდა ვნახოთ. სანახავი კიდევ ბევრია, მაგრამ ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე დროში ვერ ჩავეტევით ამ ყველაფრის მერე საჩხერედან პირდაპირ შევუბერავთ უკვე კაცხისკენ ჭიათურის გავლით ![]() ჭიათურიდან 12, ხოლო საჩხერიდან 24 კმ-ია. სვეტის ძირში მანქანით ვერ მივალთ, მაგრამ 1 კმ-ში დიდი მინდორია სადაც შეგვიძლია მანქანაბი გავაჩეროთ და ფეხით მივიდეთ. ეს მინდორი შეგვიძლია ბაზირებისთვის გამოვიყენოთ. თუმცა ირგვლივ ისეთი მდელოებია შეგვიძლია სხვაგანაც წავიდეთ. აქ ხეობააში პატარა მდინარეცაა გასაგრილებლად, აი აქ ![]() მოკლედ მანდ სადმე დავბანაკდებით, გავშლით კარვებს, მოვაწესრიგებთ ბანაკს, ავალთ კაცხზე, დავათვალიერებთ, გადავიღებთ სურათებს და ჩამოვალთ, გავატყავებთ ცხვარს, გავაკეთებთ ჩაქაფულს, დავჭრით ცხვრის სამწვადეს, ვისაც ცხვარი არ უყვარს ღორის სამწვადეც გვექნება წამოღებული და შევუბერავთ ჩვენ რო ვიცით ისე ესეც მისი აღმატებულება "სვეტი" ![]() ![]() დილით ავდგებით პახმელიაზე, ცოტას გამოვფხიზლდებით, დავისვენებთ, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავთ, გავივლ-გამოვივლით ფეხშიშველი ცვრიან ბალახზე, კარგად გემრიელად მეორე პარტიას ვისადილებთ და სადღაც 12-1 -ისკენ გამოვბრუნდებით ჭიათურაში, სადაც სანახავი კიდევ ბევრია ![]() კერძოდ: ![]() ჭიათურა, ცნობილია მარგანეცით და ხშირად მას მაღაროელთა ქალაქს ეძახიან. თვით ქალაქში სანახავია არაფერია, გარდა ბევრი საბაგიროებისა, რომელთაც შახტებზე ავყავართ. ქალაქი კლდეებითაა გარშემორტყმული და ყველა მიმართულებით ექსტრემელური საბაგირო გზებია. ასე რომ, ვისაც ადრენალი გინდათ, შეგვიძლია ქალაქში 1 საათით მანაქანები შევასვენოთ და საბაგიროს მგზავრები გავხდეთ, ხოლო ზემოდან ესეთი ხედებით ვისიამოვნოთ. ![]() ![]() ![]() ასევე ჭიათურაში არის ადგილი , რომელიც აუცილებლად უნდა ვნახოთ. "მღვიმევის" სამონასტრო კომპლექსი , რომელიც კლდეშია და ნებისმიერი ტურისტის გაკვირვებას იწვევს. მონასტერი ჭიათურის მისადგომებთანაა , საჩხერე-ჭიათურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ![]() ![]() და ბოლოს შთაბეჭდილებებით აღსავსენი ჰერი ჰერი თბილისისკენ... გზა იქნება 450 კილომეტრამდე კარვები აუცილებლად, საძილე ტომრები, პარალონები, ფანრები აუცილებლად. დანარჩენი სურვილისა და გამოცდილებიდან გამომდინარე ![]() დამატებით ინფორმაციას ან თუკი რამე შეიცვლება დავწერთ აქ. დავაზუსტებთ დასადები თანხის რაოდენობასაც და იმასაც აქ დავწერთ, რომელიც წინასწარ უნდა შევაგროვოთ დიდი მადლობა ჩვენ კლუბელს ბაჩოს (Forik) რომელმაც შეგვიდგინა ეს მარშრუტი და რომელიც იღებს გიდობას თAვის თავზე ![]() |
|
|