![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 120 რეგისტრ.: 21-June 09 მდებარ.: saburtalo მომხმარებელი № 180 ![]() |
ხშირად დავდიოდით მეგობრები სხვადასხვა კუთხეებში მოსალოცად და ამის შემდეგ ფორესტერმა თავი შემაყვარა, რადგან არსად არ დამტოვა. დადეთ სურათები ვინ სად ხართ ნამყოფი და ვიბაასოთ!
ცოტა ხანში ჩემს სურათებს ავტვირთავ ![]() ![]() კახეთში ვიყავით წასულები ტაძრების მოსალოცად და ოზაანში გვითხრეს რომ ტყეში, სოფლიდან 8 კმ. იყო ამაღლების სახელობის უმოქმედო ტაძარი, რომლის რესტავრაციაც მიდიოდა. მაშინ მყავდა t/tb, 1997 წლიანი, გზა იყო ნაწვიმარი, ტალახიანი, თან მარტო ვიყავით, სანამ ტყეში შევიდოდით შეშის მჭრელებმა გაგვაფრთხილეს ამით ვერ მიხვალთო და პრინციპის ამბავი გახდა.მაინც შევედით და მივედით ადგილამდე. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ტაძარს რომ ვათვალიერებდით მგლების ყმუილი გვესმოდა. მერე ეს ადგილი google earth-ზე ვნახე და ერთი კვირა ამაყი ვიყავი ტყეში მეტყევემ მაგრა რომ იარა. ესეც სურათები ![]() აქ კარგი გზები იყო ფორიკას გამოსაცდელად |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 120 რეგისტრ.: 21-June 09 მდებარ.: saburtalo მომხმარებელი № 180 ![]() |
ეს ღვთაება, საოცარი ადგილია და ფორიკასთვის ზედგამოჭრილი გზებია
![]() ეს კიდევ ზედაზენი, სიწყნარე, მშვენიერი ბუნება და იფიქრე რაზეც გინდა ![]() ეს კიდევ მანავის ღვთისმშობლის ტაძარი ![]() ბოდბე ![]() ტიბაანის წმ.სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერი, ულამაზესი სამონასტრო კომპლექსია ![]() ბაზალეთის ტბასთან არსებული სალოცავი ![]() წალკის რაიონში, სოფ.ოლიანოვკაში არსებული მამათა მონასტერი, რომელიც ცნობილია როგორც მონასტერი, სადაც კალმახები ცხოვრობენ ![]() ვეჯინის მამათა მონასტერი ![]() ვეჯინის დედათა მონასტერი ![]() შიო მღვიმე ![]() ცხვარიჭამია, ულამაზესი ადგილია და ეხლა აქ საპატრიარქოს რეზიდენცია შენდება. ![]() ტიბაანის სოფლის სალოცავი ![]() ერთაწმინდა ![]() თხინვალას წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, ისეთი დაზიანებულია, რომ წირვა-ლოცვა არ აღევლინება. სხვათაშორის მანდ მისვლა აღმოჩნდა ჩემთვის ყველაზე ძნელი, ისე გამოვიდა რომ ფაქტიურად კლდეზე დავდიოდი და მეგონა რომ ფორიკა ამოყირავდებოდა. ჩემი ახლობლები მანდ ვერ გავიდნენ, არ გარისკეს, კლდეების მერე და კიდევ ერთი 500 მეტრი წყლიანი მინდორი იყო და მანდ გავახარე სუბარუ. რთული გზაა, კლდის გამო და გაითვალისწინეთ ![]() მამკოდის მთაზე არსებული მამათა მონასტერი ![]() მაჩხაანის წმ.სამების დედათა მონასტერი ![]() არ ვიცი ვიცი სახელობისაა, სოფ.მაჩხაანის სასაფლაოზე დგას ![]() ეს იცით რომელი ტაძარია, შემოულაწუნე მამაოო, რომ ეხვეწებიან ![]() |
|
|