IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> სუბარუ ფორესტერის ყიდვას ვაპირებ
giorgi F1
გამოხმაურება Jul 28 2010, 22:40
გამოხმაურება #1


Newbie
*

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 7
რეგისტრ.: 28-July 10
მომხმარებელი № 1,294




გამარჯობათ,
იმედია სწორად შევარჩიე განყოფილება თემის გასახსნელად. სუბარუ ფორესტერის ყიდვას ვაპირებ ოჯახისთვის დაახლოებით 3500 (პლუს მინუს 500 დოლარი) დოლარის ფარგლებში და თქვენი რჩევა მჭირდება. განსაკუთრებით ძლიერი ძრავი არ მაინტერესებს, უბრალოდ საიმედო და უპრობლემო მანქანა მინდა რომ იყოს, ეკონომიური, ალბათ მექანიკა. თუ იცით რომელი წლის და ძრავის მოდელები გამომადგება და საწვავის ხარჯი რა ექნება დაახლოებით, იქნებ მირჩიოთ. დიდი მადლობა წინასწარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
merab
გამოხმაურება Aug 2 2010, 21:05
გამოხმაურება #2


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 100
რეგისტრ.: 18-April 10
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 1,025




მე მყავს ავტომატიკა ახალი ჩამოყვანილი 2000 წლიანი და განბაჟებითა და ყველა წვრილმანით 4700 დოლარამდე დამიჯდა (ამ ფასში ზეთი და ფილტრები, და კიდევ რაღაც წვრილმანები დავუცვალე, სიგნალიზაცია დავაყენე და კამერა-მონიტორიც, პარკინგისთვის). ანუ შენც რომ ჩამოიყვანო, ნორმალურ მანქანას 4000 დოლარში, ვერც ნორმალურ ავტომატს ვერ იყიდი. ან აქ ნასიარულები უნდა იყიდო, ან აუქციონზე იჩალიჩო, იქნებ იაფად გაარტყა სადმე.

ისე რად გინდა მექანიკა. ჩემი უტურბინო ავტომატი ტრასაზე 8.5-9 ლიტრს მიწვავს, ქალაქში 11.5-12 ლიტრს. ისე ერთხელ ქალაქში მაგრად ვიგაზავე, მაქსიმუმი მაინტერესებდა და ლამის 14 დამიწვა, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. რეგულარულად, ჩვეულებრივი სიარულით 12-ს ქვევით წვავს, რამოდენიმეჯერ დავნიშნე სხვადასხვა დროს ქალაქში, ეს თან ჩართული კლიმატკონტროლით რა თქმა უნდა. ვხმარობ 95 ბენზინს და მე მგონი არა ღირს ორი ლარის ეკონომიისთვის 100 კილომეტრზე, მექანიკის ყიდვა. smile.gif

მოკლედ, მე გირჩევდი გამოგეწერა და ამ შემთხვევაში ფაქტიურად განვადებით ყიდვა გამოგივა. დაახლოებით $2500 (პლიუს მინუს 200 დოლარი) კარგ მანქანას იყიდი იაპონიაში, 4-იანი გრეიდით. ამის შემდეგ დაახლოებით 3 თვეში ტრანსპორტირების ღირებულების $1000 დოლარამდე გექნება ალბათ გადასახდელი (არ ვიცი ეხლა ზუსტად რა ღირს, მე 950 გადავიხადე), მერე მესამე გადახდა გექნება განბაჟება, თავისი ნომრებით და ფორმალობებით დაახლოებით 750-800 დოლარამდე. განბაჟება შეგიძლაი ჩამოსვლიდან ორი თვის შემდეგაც კი გააკეთო და მანამდე ტრანზიტით იარო. ანუ ნახევარ წელიწადზე გაგეწელება გადახდები და მაქსიმუმ $4500 (ან უფრო იაფიც) დაგიჯდება მართლა კარგი მანქანა ასე 2000-2001 წლების. აქ რომ იყიდო იგივე წლების ახალი ჩამოყვანილი კარგი მანქანა, ალბათ 5000 დაგჭირდება ჩემი ვარაუდით.

ისე კიდევ ერთს გირჩევ, თუ ჩამოყვანას აპირებ, ცოტა იჩქარე, თორემ იანვრიდან ახალი საგადასახადო კოდექსი შევა ძალაში და სავარაუდოდ აქციზებზე გადასახადი აიწევს, ანუ განბაჟება დიდი ალბათობით გაძვირდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
giorgi F1   სუბარუ ფორესტერის ყიდვას ვაპირებ   Jul 28 2010, 22:40
svardosanidze   2000-2001 წლიან კუზაოზე ...   Jul 28 2010, 23:13
Raven   3500 დოლრად კარგ მანქ...   Jul 28 2010, 23:35
shota  

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge