![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 33 რეგისტრ.: 12-February 10 მომხმარებელი № 810 ![]() |
"ვარიატორი"??????????????????????????-ძმებო გთხოვთ ყველა ამ საკითხში გარკვეულმა ფორუმელმა თქვენი აზრი გამიზიაროთ ვარიატორული ტრანსმისიის შესახებ,რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ეგენი ვიცი,მთავარი მაინტერესებს,გურჯისტანში როგორ გამოგვადგება?საშაროა თუ არა? რა აზრისახართ ამ სუბსტანციაზე?თუ რამე ამის ხელოსნები არიან თბილისში?და მოკლედ თავი შეგაწყინეთ,კი თუ არა!?!?!?
|
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,101 რეგისტრ.: 2-September 09 მდებარ.: RUSTAVI მომხმარებელი № 347 ![]() |
ვარიატორი — გადაცემათა ავტომატური კოლოფის განსაკუთრებული სახეობაა. იგი დიდი ხნის წინ მოიგონეს, მაგრამ გავრცელება მხოლოდ ახლა ჰპოვა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს გამოგონება არც ჰონდას და არც მერსედესს არ ეკუთვნის. პატენტი ვარიატორზე XIX საუკუნეში გაიცა. გამოგონებით კი იგი სულაც - 1490 წელს გამოიგონეს. ავტორი, არც მეტი არც ნაკლები, ლეონარდო და ვინჩი გახლდათ. პირველი ავტომობილი ტრანსმისიის ამ ტიპით აღორძიების ეპოქაში კი არა, 500-ოდე წლის შემდეგ შეიქმნა. ასე 1950-იან წლებში. ვარიატორი უყენდებოდა სერიულ ავტომობილს - DAF ( იმ პერიოდში ამ მარკის არა მარტო სატვირთო, არამედ მსუბუქი ავტომობილებიც გამოდიოდა). შემდეგ რაღაც მსგავსის გაკეთება Volvo-მაც დაიწყო, სერიოზულად კი ამ საქმეს ხელი მხოლოდ ახლა მოკიდეს. არსით, ვარიატორი (უფრო გავრცელებულია ინგლისურენოვანი აბრევიატურა — CVT — continuously variable transmission) - გადაცემათა ავტომატური კოლოფის ვარიაციას წარმოდგენს. ამ მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილი , ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება. 2 "პედალი", ტრანსმისიის რეჟიმები კი - P, R, N, D. ისეთივე, როგორიც ტრადიციულ შემთხვევაში გვხვდება. თუმცა მუშაობის პრინციპი მას სრულიად სხვანაირი აქვს. მასში არ არის დაფიქსირებული I, II ან X გადაცემა. შეეცადეთ და წარმოიდგინეთ: რამდენი ვარსკვლავია ცაზე ან ქვიშა - ოკეანის ნაპირზე. გადაცემა ვარიატორს - კიდევ უფრო მეტი აქვს. გადართვა კი მეტად შეუმჩნევლად და იოლად ხდება. სწორედ ამიტომ არ იგრძნობა ბიძგები ავტომობილის დაძვრისას და "გადართვა". ეს სიტყვა ბრჭყალებში ტყუილად არ წერია: გადართვა, როგორც ასეთი - მართლა არ არის. ვარიატორი გამუდმებით ცვლის გადაცემის რიცხვს ავტომობილის აჩქარების ან შენელების მიხედვით. ვარიატორი რამდენიმე ტიპის არსებობს: სოლისებრური სარტყლის მქონე ცვალებადი დიამტრის, ჯაჭვური, ტოროიდალური… პირველი მათგანი - ყველაზე გავრცელებული სახეა. ![]() ვარიატორები მხოლოდ ავტომობილებში როდი გამოიყენება. ისინი შეგხვდებათ მოტოციკლებში, ზოგიერთ ველოსიპედშიც კი. კიდევ ერთი საინტერესეო კითხვა - როგორი სარტყელი გამოიყენება აქ? რა თქმა უნდა არა რეზინის, ჩვეულებრივი. ასეთი ქამარი 1000 კმ-საც კი ვერ იცოცხლებდა. მათ ვარიატორებში გაცილებით რთული აღნაგობა აქვთ. ![]() სარტყელი ვარიატორებში, როგორც ჩანს, ერთგვარი მეტალის ლენტაა. იგი შეიძლება იყოს ლითონის ქამარი, რთული გადაკვეთების მეტალის ლენტების ერთობლიობა. ისინი დაფარულია თხელი ლითონის "ნაჭრებით", რომელთაც ტრაპეციის ფორმა აქვთ და ბოლოებით ედებიან ღერძს. ასევე, სოლისბური სარტყლის როლში შეიძლება შეგხვდეთ ფართე, პლასტიკური ლითონის ჯაჭვი, რომელიც კონუსებს კიდეებით ეხება. სწორედ ასეთი კონსტრუქცია მოქმედებს Audi-ს ავტომობილების ვარიატორებში. საინტერესოა, რომ დაზეთვისას გამოიყენება სპეციალური სითხე რომელიც ჯაჭვთან შეხების ადგილებში ძლიერი წნევის გამო ფაზურ მდგომარეობას იცვლის. ამის გამო, სარტყელს დიდი ძალის გადაცემა მოდების პატარა ფართობზეც შეუძლია. ზუსტად როგორ შეცვლის ვარიატორი გადაცემათა რიცხვს მანქანის სიჩქარის მატებისას, მართვის პროგრამის არჩევაზეა დამოკიდებული. თუ ჩვეულებრივ ავტომობილში სიჩქარის მატებისას ყოველ გადაცემაზე ვახურებთ ძრავს და შემდეგ გადავდივარ მომდევნოზე, - ვარიატორის მქონე მანქანაში ძრავი ერთიდაიმავე ბრუნვაში (სიტყვაზე, მაქსიმალური ბრუნვის მომენტის შესაბამისზე) რჩება. ეს ყველაფერი ცოტათი უცნაურ შეგრძნებებს ქმნის. აქსელერატორს ბოლომდე ვაჭერთ ფეხს, ძრავი კი იგივე ბრუნვის პირობებში რჩება და მთელი აჩქარების განმავლობაში მტვერსასრუტივით „ღმუის“. სამაგიეროდ, ტემპი - მაღალია, თანაც საფეხურებს შორის გადართვაზეც არ იხარჯება დრო. ხანდახან ვარიატორს ისე მოაწყობენ ხოლმე, რომ ავტომობილი ჩვეულებრივი გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანის სიჩქარის მატების პროცესს გვაგონებდეს, ძრავის ბრუნვათა თანდათანობითი მატების მსგავსად. რა თქმა უნდა, გორაკზე ასვლისას ან სვლის შენელებისას "ჭკვიანი" ვარიატორი მაღალ გადაცემას არ დატოვებს "ჩართულს", თუნდაც აქსელერატორს მიმართავდეთ. სიმაღლის დასაძლევად, ღერძები სწრაფად გადმოინაცვლებს უკან - რათა გაიზარდოს ბრუნვის მომენტი კოლოფიდან გამოსავალზე. ზოგიერთ ავტომობილზე რამდენიმე "ვირტუალური" გადაცემის (6-ით ან 8-ც კი) შერჩევაც კი შეგიძლიათ ელექტრონიკის წყალობით. გადაცემები, რომელთა შორის ვარიატორი სწრაფად იმოძრავებს, ისევე როგორც კლასიკურ "მექანიკაში". ასევე, შეგიძლიათ თავად აირჩიოთ, გადართოთ "გადაცემა", როგორც "ავტომატებში" - ხელის სეკვენტალური (თანმიმდევრულ) რეჟიმში. ერთი სიტყვით, ვარიატორს უამრავი ღირსება გააჩნია. თუმცა, აქვს ნაკლიც. მაგალითად, თანამედროვე ნიშნის გათვალისწინებით, ძრავის მცირე "მუშა" სიმძავრე. ტყუილად კი არ დაიწყო ამ მოწყობილობების მცირე ავტომობილებზე დამონტაჟება. დღსდღეისობით, ძლიერი ავტომობილები მექანიკით, კლასიკური ავტომატიკით ან რობოტიზირებული კოლოფებითაა დაკომპლექტებული. მიუხედავად ყველაფრისა, წინსვლა გრძელდება. აი ერთ-ერთ ფორუმზე იყო და მოვიპარე ![]() |
|
|
![]() ![]() |