გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
Aug 27 2010, 22:04
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Anzor Alvarez ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,652 რეგისტრ.: 4-September 09 მდებარ.: მაცივარი მომხმარებელი № 357 |
ვაგრძელებ დამწყები სუბაროლოგისთვის განკუთვნილ შემეცნებით პოსტებს და ამჯერად ამ კლაპნის განხილვას შევუდგები: ეგრ კლაპანი ხელს უწყობს საწვავის უკეთესად წვას და ასევე ამცირებს გარემოს დაბინძურების დონეს. მუშაობს შემდეგნაირად: მანქანის გამონაბოლქვის გარკვეულ ნაწილს აბრუნებს აფეთქების კამერაში (ცილინდრში, შემშვები კოლექტორის გავლით) რაც გასაოცარია და იწვევს აფეთქების კამერაში ტემპერატურის დაწევას (აზოტ ქვეჟანგ!!). როგორც კლაპნების უმეტესობა ეს კლაპანიც შიეძლება გაეჭედოს ან გახსნილ ან დახურულ მდგომარეობაში განვიხილოთ ორივე ვარიანტი:
თუ ეს კლაპანი გაეჭედა გახსნილ მდგომარეობაში, აუცილებლად გამოიწვევს ვაკუუმის დაკარგვას, შემშვებ კოლექტორში იქნება საჭიროზე გაცილებით მეტი გამონაბოლქვი რაც გამოიწვევს არაეფექტურ აფეთქებას, უქმ სვლაზე ძრავის კანკალს და ათას უბედურებას - ეს ყველაფერი იმიტომ მოხდება რომ ძრავში არასაკმარისი ჟანგბადის რაოდენობა იქნება და ზედმეტი გამონაბოლქვი. თუ ეს კლაპანი გაეჭედა დახურულ მდგომარეობაში გასაკვირია მაგრამ ამ შემთხვევაში დეტონაციასთან გვექნება საქმე. ფაქტი ისაა რომ გაჭედვის ან დაბინძურების შემთხვევაში მანქანის წვა საგრძნობლად იმატებს. ზე-ზოგადი მიმოხილვის შემდეგ გადავალ პირდაპირ სუბარუს ეგრ კლაპანზე რომელიც თავისი არქიტექტურით თითქოს სტანდარტულია მაგრ ამ ამავდროულად ნავაროჩენი (რაც უფრო ნავაროჩენია მით უფრო ცუდია უბრალო მოკვდავი ხალხისთვის 170 $$ უკაკუნებს) სუბარუს შემთხვევაში გამონაბოლქვის რეცილკულაციის სქემას კიდევ რამოდენიმე კომპონენტი აქვს დამატებული მათ შორის ელექტრომაგნიტური მართვის კლაპანი ემკ და წნევის გარდამქნელი წგ. ![]() 1 - გამონაბოლქვის გამოსასვლელი 2 - დროსელი კორპუსი 3 - ეგრ ს კორპუსი 4 - ეგრ ს ელექტრომაგნიტური მართვის კლაპანი 5 - წ.გ. ეგრ კლაპნის გახსნის დონე დამოკიდებულია დროსელის წგ ს განმუხტვის დონეზე. ანუ ამ სქემის მეშვეობით შესაძლებელია ძრავის მომარაგება გამონაბოლქვით მოთხოვნის შესაბამისად. ბლა-ბლა-ბლა-ბლა და გადავედით უკვე გაწმენდის პროცედურაზე: 1. პირველ რიგში უნდა მაიხსნას 2. კლაპანი ხელში უნდა გვეჭიროს და ძალიან ფრთხილად უნდა მივუკაკუნოთ ჩაქუჩის მაგვარი რაიმე ნივთი და შემდგომ გადმოვფერთხოთ შიგნით არსებული ნაგავი. 3. უხეში მავრთულიანი ჩოთქით უნდა გავწმინთოთ ზედაპირი რომლითაც შემშვებ მილებს უერთდება. 4. დიაფრაგმაზე ოდნავ ზემოქმედებით უნდა შევიჭყიტოთ დირაში და დავრწმუნდეთ რომ შიგნით ნადები აღარ არის, ნადების არსებობის შემთხვევაში, კველავ შემოვალაწუნებთ გარშემო ჩაქუჩს. 5. პატარა ატიორკით გავწმინდოთ კლაპნის შემავალი და გამომავალი მილები. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ რაიმე სახის ხსნარი ამ კლაპნის გასაწმენდად ხო ეხლა რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ამ კლაპნის დაზიანების შემტხვევაში წესით კომპიუტერმა უნდა აანთოს ჩეკი, მაგრამ შეიძლება არც აანთოს, ზემოთ აღნიშნული სიმპტომების დროს სავსებით შესაძლებელია რომ ამ კლაპანს ქონდეს პრობლემა. შემთხვევები ყოფილა როდესაც ყველაფრის დაცვლის შემთხვევაშიც კი მანქანა წვავს ძალიან ბევრს, ამ დროს ნამდვილად ღირს ამ კლაპნის გამენდა მაინც. ხო ნუ ყველაზე მარტივი დიაგნოსტიკის მეთოდი არის უბრალოდ ჩახსნა და მანქანის ქცევაზე დაკვირვება ესეც თვითონ ეგრ: ![]() ყველანაერი შენიშვნა და რჩევა გათვალისწინებული იქნება. ჯერ-ჯერობით ჩემი არ გამიწმენდია. Raven სზვა სურათი ვერ ვნახე ![]() |
|
|
|
![]() |
Aug 28 2010, 06:29
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,240 რეგისტრ.: 5-September 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 358 |
დავამატებ 205 ზე ეგ კლაპანი არ დგას და მგონი ტურბინიან ძრავზე საერთოდ არ აყენებენ.
მე მოვხსენი და გავწმინდე ამერიკულ 2.5 ზე მგონი 251 ძრავზე . დგას პაუკზე მარჯვენა მხარეს 4 ე ცილინდრის მილზე (წინიდან როცა უყურებ) 10 წუთის ამბავია. სუბარუს EGR კლაპანი ელექტრონული მართვითაა ანუ ბიჯური (რუსულად შაგოვი) ძრავით. როგორც კონსტრუქციიდან მივხვდი მგონი პოზიციის კონტროლიც აქვს ანუ როცა ECU ეტყვის კლაპანო ჩაიკეტე, კლაპანი შესაბამისი კონტაქტის შეკვრით უდასტურებს რომ ჩაიკეტა თუ დადასტურება არ მოხდა მივიღებთ ანთებულ ჩეკს. რაც შეეხება გაწევას ნისანზე მაქვს შემოწმებული როცა EGR ი არ მუშაობდა (დაკეტილი იყო დარჩენილი) მანქანა ცუდათ ეწეოდა. კატალიზატორის ამოღების შემთხვევაში EGR სისტემა ან საერთოდ აღარ მუშაობს ან მუშაობს 2 ჯერ უფრო ცუდათ (დამოკიდებული მოდელზე). კიდევ ერთი მიზეზი რატომ არ შეიძლება კატალისატორის ამოღება, ეკოლოგიას რომ თავი გავანებოთ. მადლობა mishaj ს სტატიების სერია მაგარი საქმეა და ბევრს გამოადგება. |
|
|
|
Aug 28 2010, 10:45
გამოხმაურება
#3
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,168 რეგისტრ.: 15-July 10 მდებარ.: ქუთაისი მომხმარებელი № 1,260 |
ციტატა(Sturbo @ Aug 28 2010, 07:29) [snapback]168196[/snapback] დავამატებ 205 ზე ეგ კლაპანი არ დგას და მგონი ტურბინიან ძრავზე საერთოდ არ აყენებენ. მე მოვხსენი და გავწმინდე ამერიკულ 2.5 ზე მგონი 251 ძრავზე . დგას პაუკზე მარჯვენა მხარეს 4 ე ცილინდრის მილზე (წინიდან როცა უყურებ) 10 წუთის ამბავია. სუბარუს EGR კლაპანი ელექტრონული მართვითაა ანუ ბიჯური (რუსულად შაგოვი) ძრავით. როგორც კონსტრუქციიდან მივხვდი მგონი პოზიციის კონტროლიც აქვს ანუ როცა ECU ეტყვის კლაპანო ჩაიკეტე, კლაპანი შესაბამისი კონტაქტის შეკვრით უდასტურებს რომ ჩაიკეტა თუ დადასტურება არ მოხდა მივიღებთ ანთებულ ჩეკს. რაც შეეხება გაწევას ნისანზე მაქვს შემოწმებული როცა EGR ი არ მუშაობდა (დაკეტილი იყო დარჩენილი) მანქანა ცუდათ ეწეოდა. კატალიზატორის ამოღების შემთხვევაში EGR სისტემა ან საერთოდ აღარ მუშაობს ან მუშაობს 2 ჯერ უფრო ცუდათ (დამოკიდებული მოდელზე). კიდევ ერთი მიზეზი რატომ არ შეიძლება კატალისატორის ამოღება, ეკოლოგიას რომ თავი გავანებოთ. მადლობა mishaj ს სტატიების სერია მაგარი საქმეა და ბევრს გამოადგება. თუ არასწორად დავწერე მაპატიეთ, ეხლა კითხვა 2.0 უტურბინო ლეგასზე თუ დგას ეს კლაპანი? |
|
|
|
mishaj გამონაბოლქვი გაზის რეცირკულაციის კლაპანი Aug 27 2010, 22:04
Raven სად დგას კაპოტში ე... Aug 27 2010, 22:32
suxooo
![]() ![]() |