![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Anzor Alvarez ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,652 რეგისტრ.: 4-September 09 მდებარ.: მაცივარი მომხმარებელი № 357 ![]() |
worldcarfans.com - ის ფოტოგრაფებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ ტიოტა ეფ-ტი-86 ის სუბარუს ვერსიის ჯაშუშური სურათები.
მანქანის ტესტირება მიმდინარეობდა ცხელ ამინდში, ამერიკის ერთ-ერთ უდაბნოში, სურათების მიხედვით ძნელია იმის დადგენა თუ როგორი იქნება ახალი სუბარუს საბოლოო სახე, რადგან პროტოტიპი კამუფლიაჟშია მოქცეული. ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით ეფ-ტი-86 ის კუპე იქნება ლეგასის პლატფორმის დამოკლებული ვერისა, იმპრეზას უკანა დაკიდების სისტემით. ტოიოტას მოდელი აღჭურვილი იქნება 2.0 ლიტრიანი, ატმოსფერული ოპოზიტური ძრავით, ხოლო სუბარუს ვერსია 2.0 ლიტრიანი ოპოზიტური ტურბინირებული 260 ცხენისძალიანი ძრავით. იგი იქნება აღჭურვილი 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით და უკანა წამყვანი თვლებით (ფასის გათვალისწინებით სუბარუს ავედე სისტემის გამოყენება არ მოხდ) მანქანის სერიულ წარმოებას ელოდებიან 2013 წელს ხოლო მისი ფასი იქნება 46250 ლარი დ.ღ.გ-ს გარეშე. ტოიოტას ბოლო მოხსენების თანახმად, განიხილება ეფტი-86 ის 4 კარიანი სედანის ვარიანტიც. მიღებული ცნობების მიხედვით მოსალოდნელია ახალი სედანი აღჭურვილი იყოს ან 2.0 ლიტრიანი ატმოსფერული ან 3,6 ლიტრიანი H6 ის ჰიბრიდული ძრავით. წყაროზე დაყრდნობით სედანის გამოშვება განპირობებულია თავის დაზღვევის მიზნით იმ შემთხვევაში თუ კუპეს გაყიდვები წარუმატებელი იქნება. ეფ-ტი 86 სედანი ისეთ მოდელებს გაუწევენ კონკურენციას როგორიცაა ბიემდაბლიუ 1 და 3-ე სერიები და ფოლცვაგენ გოლფ ჯიტიაი/ აუდი ა3. ![]() ![]() ![]() ![]() იშშშშშშ დაერხა ხონდა CR-Z ს და ოპელ კორსას ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 348 რეგისტრ.: 15-September 10 მდებარ.: rustavi მომხმარებელი № 1,415 ![]() |
არქიტექტურის განხრით, მაგრამ მანქანის დიზაინზეც ვმუშაობ. მარტლა ლამაზ მანქანებს ძირითადად იტალიელები უშვებენ. აბა შეადარეთ ამას ლამბო რევენტონ ან ალფა 8C. ნახეთ და შეადარეთ. ((თუნდაც უკანა კრილო, სრულიად უაზროა, ბაგაჟის ქვეშ საუკუნო სიბნელეა, წინა ბამპერი აშკარად განიერი შარვალივით აცვია და ა.შ.)) ისინი მართლა ნამუშევარი მანქანებია ყველა დეტალზე, ეს კი ყალიბში ჩასხმული "პლასტმასია". საუკეთესოს უნდა შეადარო რომ გაიგო რამდენად კარგია თორემ სანგ იანგს თუ შევადარეთ იასნა მაგარია.
|
|
|
![]() ![]() |