![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
17 ოქტომბერს, კვირას, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია გამართავს წყვილთა რბოლას მცხეთაში, თეატრონზე - R1, R2 და R3 კატეგორიის მოყვარულთა მრბოლელთა შორის
ულიცენზიოდ არავინ დაიშვება (ლიცენზიის მისაღებად იხ. P.S.) მონაწილეობის ღირებულება - 10 ლარი. რეგისტრაცია 11:30-12:30 სტარტი 13:00 ნახაზი იქნება შეჯიბრის დღეს. გზა იქნება როგორც ასფალტი ასევე ხრეში, ორმოები და ბუგორები არ შეგხვდებათ. ორმოებთან იდგება რეტარდერები. შეჯიბრი ჩატარდება წითლად შემოხაზულ მონაკვეთზე. ყვითელი ჩასასვლელი გზა, გაცდებით შადრევანს (დედათა მონასტერთან), გამგეობის შენობას და ჩაუხვევთ მარჯვნივ ![]() ყველაფერი უკვე შეთანხმებულია ადგილობრივი მართვის ორგანოებთან, ასე რომ მოემზადეთ და მოამზადეთ მანქანები ![]() P.S. სეზონის ბოლომდე კიდევ რამოდენიმე მოყვარულთა შეჯიბრი ჩატარდება სავარაუდოდ ასე რომ ვისაც არ აქვს შეგიძლიათ აიღოთ ლიცენზია.. ლიცენზიის მისაღებად ფედერაციაში უნდა წარადგინოთ: - მართვის მოწმობა - ჯანმრთელობის ცნობა (ყველაზე უბრალო, პოლიკლენიკაში 15-20 ლარი ღირს) - პირადობის ასლი - ორი ფოტოსურათი 3X4 (და ციფრული ვერსია CD-ზე) - საწევრო გადასახადი 50 ლარი |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 584 რეგისტრ.: 18-February 10 მდებარ.: USSR მომხმარებელი № 836 ![]() |
ვაა რადროს მცხეთობააა
![]() პარასკევს წავალ მაშინ წამოხვალთ ვიმე? ესეც ახალი ა(ნნ)მბავი ![]() მოყვარულთა შეჯიბრის გენერალურმა სპონსორმა - რომპეტროლმა - შეჯიბრის საპრიზო ფონდისთვის გამოყო 500 ლიტრი "სუპერი" ტიპის საწვავი პრიზები შემდეგნაირად განაწილდება: R1 კატეგორია 1 - 120 ლიტრი 2 - 80 ლიტრი 3 - 40 ლიტრი R2 კატეგორია 1 - 80 ლიტრი 2 - 40 ლიტრი 3 - 20 ლიტრი R3 კატეგორია 1 - 60 ლიტრი 2 - 40 ლიტრი 3 - 20 ლიტრი ამას გარდა ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება მედლით და დიპლომით! შეჯიბრის დებულების თანახმად ქვემო კატეგორიაში საპრიზო ადგილზე (1,2,3) გასულ მრბოლელებს საშუალება აქვთ გამოვიდნენ ზემო კატეგორიაშიც. ანუ R3-ის მონაწილეებს აქვს ყველაზე მეტი პრიზის მიღების თეორიული და პრაქტიკული შანსი. (60+80+120=260 ლიტრი სუპერი, სამი მედალი და სამი დიპლომი). კვირას, დილის 10 საათიდან, მოყვარულთა შეჯიბრის დაწყებამდე, ტარდება წყვილთა რბოლა პროფესიონალ მრბოლელთა შორის - ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი! გისურვებთ წარმატებებს! |
|
|