![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 154 რეგისტრ.: 12-December 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 621 ![]() |
გამარჯობა ყველას.
ამ თემას ვქმნი იმ იმედით რომ მივიღებ თქვენგან ობიექტურ შეფასებებს ამ კომპანიაზე. მაინტერესებს ყველაფერი დაწყებული პროდუქციით დამთავრებული მომსახურებით. გპირდებით რომ თქვენს შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. მადლობა წინასწარ. |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ერთადერთი შეხება რაც მქონია თეგეტასთან ეს იყი ATF-ის ყიდვა, ვინაიდან არ ჰქოდათ ის მარკა რომელიც უწერია სუბარუს (Dextron 2E) მთავაზობდნენ სხვას, ანუ შემცვლელს (უნიკალურს) , რომელსაც აწერია რომ მიდის სუბარუზე, მაგრამ არსად არ წერია თუ რომელ სუბარუზე მიდის, არადა სხვადასხვა წლებში გამოშვებულ სუბარუებს ძალიან განსხვავებული მოთხოვნები აქვთ.
ვინაიდან პროდიქტზე არ არსებობდა ასეთი კლასიფიკაცია, მოვითხოვე ზეთის პასპორტი, სადაც წერია ზეთის დენადობის, სიბლანტის და ა.შ. კოეფიციენტები, რომ პარამეტრებით ამერჩია შესაბამისი ზეთი, შედეგად მივიღე იგივე მწარმოებლის, მაგრამ სხვა პროდუქტის პასპორტი და თან იმის მტიცებით რომ ეს პროდუქტი იგივეა, საათნახევარი ლედინის შემდეგ მივიღე იმ პროდუქტის პასპორტი რომელიც მაქსიმალურად ახლოს იყო შემოთავაზებული პროდუქტის დასახელებასთან და ამ პასპორტში აღმოვაჩინე რომ ეს ზეთი არ აკმაყოფილებს იაპონური ბაზრისთვის 1998-2002 წლებში გამოშვებული სუბარუს მოთხოვნებს. გამოსავლის არარსებობის გამო მაინც იზ ზეთი ავარჩიე რომელსაც ზუბარუ ეწერა და რომელიც მართლა ჯდება 2004 წლის მერე გამოშვებული სუბარუების ნორმებში, მაგრამ არა ძველ მოდელებში, შედეგად მივიღე მსუბუქი გარტყმები სიჩქარეში გადაგდებისას, არადა შეიძლება მართლა იყიდებოდა ისეთი ზეთი რომელიც სუბარუს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ მონაცემების უქონლობის გამო ვერ შევარჩიე. თანაც ცოტა ძნელია თითოეული ზეთის პასპორტს ელოდო საათნახევარი. აქედან გამომდინარე შთაბეჭდილება დამრჩა რომ სერვისი განსაზღვრულია ომ ხალხზე, რომელიც ვერ ერკვევა თავისი მანქანის მწარმოებლის სტანდარტებში და კმაყოფილდება იმით რასაც სთავაზობენ. ზეთის გარდა თეგეტაში მხოლოდ ფილტრები მაქვს ნაყიდი, რაშიც მართლაც მშვენივრად მომემსახურნენ, (ან უბრალოდ მე არ ვიცოდი რა პარამეტრები უნდა ჰქონოდა ჰაერის ფილტრს, ანუ ჰაერის გამტარუნარიანობა სმ(კუბ)/წმ, უმსხვილესი ნაწილაკის ზომა რომელიც შეიძლება გაატაროს ფილტრმა, ფილტრის ხვადასხვა მხარეს წნევათა თანაფარდობა სხვადასხვა ნაკადის პირობებში და ა.შ. ). თუმცა რატომღაც მგონია რომ ეს პარამეტრები მე რომ მცოდნოდა და ფილტრის პასპორტი რომ მომეთხოვა, რატომღაც მგონია რომ საათნახევარი კი არა 2 საათი მომიწევდა ლოდინი. |
|
|
![]() ![]() |