![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 18 რეგისტრ.: 6-November 10 მომხმარებელი № 1,581 ![]() |
გავაკეთე პირველი ფსიქოლოგიური ვებ ტესტი, გაიარეთ და გამოთქვით მოსაზრებები ამ ტესტზე
გასეირნება ქვეცნობიერებაში ცოტა ხანში მანქანებზე-წ გავაკეთებ ტესტს |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator_!!! ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 10,484 რეგისტრ.: 7-August 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 286 ![]() |
ესე იგი ამდენი გამოხმაურების შემდგომ მეც მოვიცალე და დავიწყე, თუმცა უნდა აღვნიშნო რომ ძალიან მარტივია, თვალნათლივ ჩანს პასუხებიდან თუ როგორი ადამიანი როგორ პასუხს გასცემდა
![]() ![]() ![]() ამიტომ არც წამიკითხავს ჩემი შედეგი ისე ვაკოპირებ ![]() ![]() შედეგები: თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში სწორედ რომ საჭირო ნიშნულზეა. თქვენი აზროვნების ტიპი არის შერეული. მსგავსად მოაზროვნე ადამიანები პრობლემებთან მიმართებაში ან ინტუიციას იყენებენ, ან ლოგიკურ მიდგომას ამჯობინებენ. სტრეტეგიას სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევთ. კრეატიული აზროვნება თქვენთვის უცხო არ არის და ხშირადაც მიმართავთ. ძალიან არ გსიამოვნებთ საკუთარი შეცდომების აღიარება. მეგობრებს ისევე არჩევთ, როგორც ანტიკვარიატს არჩევენ – მათ უნდა ახასიათებდეთ თავიანთი თავისებურებები და სულაც არ არის საჭირო, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. სამაგიეროდ, თუ შემთხვევა მოიტანს, იტყვით: „აი, ერთთან ვმეგობრობ და ის...“ მეგობრები საკუთარი თავდაჯერებულობისათვის გჭირდებათ. გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს ამჟღავნებთ, მაგრამ არ გსურთ, რომ მეგობრული და ამხნაგური დამოკიდებულებები ტვირთად დაგაწვეთ. ცდილობთ, რომ სულში არავის ჩაუძვრეთ და არც საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის ხელყოფის საშუალებას აძლევთ ვინმეს. როცა რთული და პრობლემური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებით, მარტო არ ღებულობთ გადაწყვეტილებას, ყველაფერს კარგად მოიფიქრებთ და მერე მოქმედებთ. სიყვარულში: თქვენი იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი და ტკბებით ამ ურთიერთობით. როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: უმეტესწილად თქვენს პრობლემებს თავად წყვეტთ ისეთად, რომ ამის გამო სხვას რაიმე პასუხისმგებლობა არ დააკისროთ. გზიდან თქვენი გადაცდენა პრაქტიკულად შეუძლებელა. ყოველგვარი შავ–ბნელი საქმიანობა თქვენთვის უცხოა და მიუღებელი. თქვენ საკმაოდ გულმოწყალე ადამიანი ხართ და ყოველთვის მზად ხართ ყველას დასახმარებლად. თქვენი ცხოვრება სასურველი მიმართულებით და სასურველი ტემპით მიდის... ცოტ–ცოტა ცხოვრებისეული პრობლემები კი გაქვთ, მაგრამ არის ვინმე, ვისაც რანაირი პრბლემა არ აქვს? თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით. წარსულისადმი თქვენი დამოკიდებულება დამაკმაყოფილებელია. არაფერია ისეთი, რაც შეიძლება რომ მოსვენებას გიკარგავდეთ. უმეტესად მშვიდად და კარგად გძინავთ. გიყვართ წიგნები? თქვენ განათლებული და ერუდირებული პიროვნება ხართ. პატივს სცემთ განათლებას და განათლებულ ადამიანებს. ნათესავებთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ ვერ იტანთ როცა ისინი სულში გიძვრებიან და არც თქვენ აკეთებთ ამას. შესაძლებელია ნათესავებისაგან მოშორებით ცხოვრობდეთ, რაც მოგწონთ და თქვენთვის ეს კომფორტულია. რამდენიმე ოცნება გაქვთ, რომელთა განხორციელებაც გსურთ, მაგრამ ამ წუთისათვის ისინი მაინც ოცნებებად რჩება. ფერების ტესტს რაც შეეხება ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |