IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ფსიქოლოგიური ტესტი „გასეირნება ქვეცნობიერებაში“, ტესტი „გასეირნება ქვეცნობიერებაში“
Froid
გამოხმაურება Nov 6 2010, 15:06
გამოხმაურება #1


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 18
რეგისტრ.: 6-November 10
მომხმარებელი № 1,581




გავაკეთე პირველი ფსიქოლოგიური ვებ ტესტი, გაიარეთ და გამოთქვით მოსაზრებები ამ ტესტზე

გასეირნება ქვეცნობიერებაში

ცოტა ხანში მანქანებზე-წ გავაკეთებ ტესტს
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Gianni
გამოხმაურება Nov 7 2010, 07:19
გამოხმაურება #2


რანერისტი...
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,990
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარ.: Erbil, Iraq
მომხმარებელი № 215




შედეგები:
თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას.
თქვენ ნამდვლად „მარჯვენა ნახევარსფერული“ აზროვნების ადამიანი ხართ, ჭეშმარიტად განსხვავებულად მოაზროვნე. თქვენს აზროვნებას ახასიათებს ხატოვანება, ინტუიცია, ინტეგრირებულობა, მოზაიკურობა. მკაცრი და თანმიმდევრული დედუქცია თქვენი სტილი სულაც არ არის. „მარჯვენასფერული“ აზროვნების ფოკუსში არ ექცევა დეტალები, ამიტომაც შეგიძლიათ რაიმეში სამყაროს სურათი დაინახოთ, ააგოთ სისასვსითა და ჰარმონიულობით ნიშანდებული კონცეფციები და ხატებები, ძალგიძთ დაინახოთ სილამაზე. ასეთად მოაზროვნე ადამიანი პრობლემებს ინტუიციისა და გრძნობების მეშვეობით უდგება. ლოგიკური სტრატეგიას მხოლოდ გარდაუვალი აუცილებობისას მიმართავთ. გაქვთ მაღალი ადამიანური იდეალები და მიზნები, ხშირად მსჯელობით და ფიქრობთ „მთავარზე“. არ გიყვართ, როცა გეუფროსებიან. აფასებს საკუთარ ინტუიციას. ირგვლივმყოფებთან ურთიერთობები თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
მეგობრებს ისევე არჩევთ, როგორც ანტიკვარიატს არჩევენ – მათ უნდა ახასიათებდეთ თავიანთი თავისებურებები და სულაც არ არის საჭირო, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. სამაგიეროდ, თუ შემთხვევა მოიტანს, იტყვით: „აი, ერთთან ვმეგობრობ და ის...“ მეგობრები საკუთარი თავდაჯერებულობისათვის გჭირდებათ.
საკუთარ თავში ჩაკეტილი და ეჭვიანი ხართ. ახლობლებსაც კი არ ენდობით. თქვენი ცხოვრების დევიზია: „დაიჭირე თავი ყველასაგან შორს!“.
არასოდეს ქმნით კონფლიქტს და გვერდს უვლით მწვავე სიტუაციებს.
სიყვარულში: თქვენი იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი და ტკბებით ამ ურთიერთობით.

როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: ქვეცნობიერად ცდილობთ ყოველგვარ პრობლემას გვერდი აუქცოთ.
თქვენი ჩათრევა რაიმე ცუდ საქმეში ძნელია. ყოველთვის იცავთ დისტანციას. მოვლენების კურსში კი ხართ, მაგრამ უფრო შორს არასოდეს მიდიხართ.
თუ შეგიძლიათ დახმარება – ამას აკეთებთ. მაგრამ არ გიყვართ, როცა წამდაუწუმ გთხოვენ შველას.
ცოტათი გძაბავთ თქვენი ცხოვრების ტემპი. თითქოსდა რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არც გაქვთ, მაგრამ გრძნობთ, რომ ასეთ ტემპით ცხოვრებამ შესაძლებელია ბევრი რამ დაგაკარგვინოთ.
წარსულთან კონფლიქტი არ გავთ, მაგრამ შესაძლებელია ის არც თუ ისე მშვიდი ყოფილიყო.
ამ წუთში თქვენ ორიენტირებული ხართ მხოლოდ არსებულ ვითარებაზე და მასში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. არსებობს გარკვეული რამ, რაც არ მოგწონთ და ცდილობთ, რომ მოაგვაროთ ეს საკითხი.
ნათესავებთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. გესმით ერთმანეთის და ხშირადაც დადიხართ სტუმრად. საერთო ჯამში, იდეალური ურთიერთობაა და თქვენთვის ყველაფერი მისაღებია.
ცდილობთ, არ იოცნებოთ. ცხოვრობთ იმ მოსაზრებით, რომ ოცნებები არასოდეს ხდება. ცხოვრობთ იმითი რაც არის და რაც რეალურია.


--------------------
Allahu Akbar

الله أكبر
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
Froid   ფსიქოლოგიური ტესტი „გასეირნება ქვეცნობიერებაში“   Nov 6 2010, 15:06
suxooo  
...   Nov 6 2010, 22:55
milrood   ვაა, მართლა დაემთხ...   Nov 6 2010, 22:57
gigla   მეც ისეთი პასუხი მ...   Nov 7 2010, 01:22
karoche   ესე იგი ამდენი გამ...   Nov 7 2010, 02:02
Froid  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge