IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> აბა, ვისაც გვცხელა :), არ წავიდეთ სარაფტინგოთ (საჯუმანჯოდ)
taji_ji
გამოხმაურება Jul 15 2009, 09:37
გამოხმაურება #1


Member
***

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 237
რეგისტრ.: 19-June 09
მომხმარებელი № 176




რაფტინგი, იგივე ჯომარდი (ქართულად) და ჯუმანჯი (ზოგიერთებმა ცოტა ხნის წინ როგორც დააქრვეს) – არის მთის მდინარეზე გასაბერი ნავით!!! დაშვება. ნავში ჯდება 6 ან 8 ადამიანი. შეიძლება ჩაჯდეს 6 წლის ზემოთ ბავშვიც... დინებამ ცოტა დაიკლო და საშიში აღარაა. ნავს მართავს ინსტრუქტორი (საჭე), ჩვენ ვუსვავთ ნიჩაბს (ვართ საბურავები). ერთი რომ გაჩერდეს, უკეთეს შემთხვევაში - საბურავის დაშვების ტოლფასია, უარესში “ზანოსის”. გადაჩეხვა (აოტრიალება ნავის) არაა გამორიცხული, მაგრამ ძაან უნდა იჩალიჩო...

[color="#FF0000"][/color]ფოტოები არ ვიცი როგორ ავტვირთო, თორემ გაჩვენებდიტ კიდევაც, ყველა ადგილს sad.gif

ნავში ყოფნისას, რაც უფრო დიდია სასტავი (3 ნავი მაინც) მით უფრო მხიარულებაა, რადგან:
1. გასწრებაზე ჩალიჩობ;
2. გაწუწვა მოსულა (კალეს საყურადღებოდ) და ამ დროს მეოპრე ნავს უბრალოდ სუნთქვაც კი ეკვრება;
3. აბორდაჟზე გადასვლა (პირატების დროშები გაამზადეთ)…
4. დანარჩენს ვრედნების ნავი, ალბათ ცალკე იქნება და იქ “გათვლიან”

გზა: მიუყვებით ჩარგალიას გზას, ჟინვალის პირას... საკმაოდ ლამაზი სანახაობაა, უფრო ლამაზი, ვიდრე გუდაურის გზის მხრიდან. ვისა ცარ უნდა ნავში ჩაჯდომა რჩება ფინიშზე. დანარჩენები ავდივათ 16 კმ-ით ზევით, ხიდთან სადაც არის სტარტი. ავდივართ 10 წთ-ში, ვეშვებით საათნახევარი.

ვინც არ მოდის:
იმას ფინიშის ადგილას შეუძლია ითამაშოს ბირთი, ბადმინტონი, ფრენბურთი, ჩრდილში მოჯოკროს ან წაუპრეფერანსოს. გაირუჯოს, ოღონდ არ დაიბრაწოს smile.gif იქვე არის საპიკნიკე ადგილიც (ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია) ...

ღირშესანიშნაობები: ბუნება, ადგილობრივი აბორიგენი ბავშვები, შეშინებული თევზები და განრისხებული მეთევზეები, რომლებიც 7-8 წელია ვერ მოხვდნენ, რომ შაბათ-კვირას არ ითევზაონ smile.gif

თან უნდა იქონიოთ: გამოსცვლელი ტანსაცმელი, პირსახოცი (ფენი არ გინდათ, დენი გაგვითიშეს) და ფეხსაცმელი... ნავში შიშველი ფეხით არ სვავენ, რადგან შემთხვევით, მდნარეში რომ მოხვდე, შეიძლება ქვაზე ფეხი დაიზიანო (ასეთი შემთხვევები ყოფილა).

წასვლა შეგვიძლია: ყოველ შაბათ-კვირას... როცა შევგროვდებით, ოღონდ უნდა ვიცოდე პარასკევ დილით მაინც, რომ დავბრონო ადგილი. ერთი ნავის ხალხის წაყვანა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ბაიყუშებივით ხომ არ ვიქნებით?
დაშვებებია: 10, 12:30, 14:30, 17 საათებზე...
პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ შუა ორი დრო ყველაზე კარგია...

ფასი: დაშვება 35 ლარი კაცზე. შედის სრული აღჭურვილობა და ინსტრუქტორის ფული. თუ ჯგუფი დიდია, მაშინ კეთდება 5-8 ლარამდე ფასდაკლება (ნაცნობობით smile.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
shota
გამოხმაურება Jul 15 2009, 19:49
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 12,006
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 13




ციტატა(zimbo @ 15th July 2009 - 21:47) [snapback]20790[/snapback]
ჯომარდობა -ხელცქვიტობა

laugh.gif laugh.gif laugh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
taji_ji   აბა, ვისაც გვცხელა :)   Jul 15 2009, 09:37
subaruge   თაჯი მოკლედ ისეთი ...   Jul 15 2009, 09:50
Joker+  
  Aug 11 2009, 08:20
taji_ji  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge