IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> განათების მიმართულების შეცვლა, იაპონურ მანქანებზე
crimson
გამოხმაურება Apr 9 2009, 20:58
გამოხმაურება #1


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




ჩემი მარჯვენა საჭიანი ფორესტერით ღამე მოძრაობისას (ძირითადად ტრასაზე) მქონდა შემდეგი პრობლემები, რომ შემხვედრი მოძრავი მანქანები მიკლებდნენ სიგნალებით. მიზეზი ის იყო, რომ მარჯვენა საჭიანი მანქანის მარცხენა ფარის განათება მიმართულია ოდნავ ზევით და მარცხნივ, ანუ პირდაპირ თვალებში ურტყავს შემხვედრს. ნუ შეგიძლია დაიკიდო მაგრამ მაინც არასასიამოვნოა როდესაც იცი რომ სხვას დისკომფორტს უქმნი მოძრაობის დროს და ამავდროულად პოტენციურად ქმნი საავარიო სიტუაციის წინაპირობას. ამ ყველაფრის გამოსწორება კი მხოლოდ ფარის სტანდარტული რეგულირებით ხშირად ვერ ხერხდება, საჭიროა თვითონ ნათურის დატრიალება ბუდეში. ამისთვის გავაკეთე შემდეგი:
ვიშოვე თუნუქის მაკრატელი
გარაჟში ვიპოვე ალუმინის ფირფიტა
მოვხსენი ნათურა ფარიდან ( H4 ფილიფსის ნათურა ეყენა, გერმანული)
საჭიროა ეს ნათურა ბუდეში შემოტრიალდეს საათის ისრის მოძრაობის საპირისპიროდ (5*-10*), ამისთვის დავაჭერი თავისი ალუმინის უსიკები რომელიც ბუდის ჭრილებში ჯდება. ნათურის ალუმინის ძირის იდენტურად გამოვჭერი ალუმინის ფირფიტა თავისი უსიკებით. ნათურა ჩავსვი ამ ფირფიტაში, მივანათე კედელს დაახლოებით 7-6 მეტრიდან, და ნათურის დატრიალებით დავარეგულირე განათება, შედეგია გადასარევი, მთელი ოჯახი კმაყოფილები ვართ smile.gif
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი


მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
 
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
shreketa
გამოხმაურება Jan 26 2011, 13:31
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 10,227
რეგისტრ.: 23-October 09
მომხმარებელი № 496




მარჯვენა საჭიანი ავტომობილის ფარების გადაკეთება მგონი აქტუალური თემაა ჩვენთვის..
ჩვენს მოზობელ ფორუმზე წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას,რომელიც ჩვენც გამოგვადგება..

ამ ბოლო დროს ჩვენთან იმრავლა მარჯვენა საჭიანმა ავტომობილებმა. თუმცა შეიძლება ბევრმა არც იცის რომ ასეთი ავტომობილის ფარები არაა გათვლილი მარჯვენა მხარეს მოძრაობისთვის. მარცხენა ფარა ანათებს უფრო ზევით და წინ, შედეგად ის აბრმავებს შემხვედრი ავტომობილის მძღოლს (ახლო განათებაზეც კი). ამავე დროს მარჯვენა არ ანათებს საკმარისად მარჯვნივ გზის პირს.

ბევრ ქვეყანაში ასეთი ფარებით ტექ. დათვალირებას ვერ გაივლით. გამოსავალი რამდენიმეა

თუ თქვენს ავტომოვილზე აყენია ე.წ. ხრუსტალის ფარები (aka "ლამბა ფარები"). მაშინ ყველაზე იოლია მათი გამოცვლა ევროპული მოდელის ფარებზე.

შესაძლებელია ამ ფარების გადაკეთებაც. საქმე იმაშია რომ ასეთ ფარებში სინათლის სხივების განაწილება რეგულირდება სპეციალური ნიღაბის მეშვეობით. მისი დამზადება შესაძლებელია ალუმინისგან. ყველაზე ძნელია თვითონ ფარის დაშლა (შუშა უნდა მოიხსნას). ამისათვის ის უნდა გაცხელდეს. შუშის მოსხნის შემდეგ ნიღაბი (მასკა) ისე უნდა გადაკეთდეს რომ ახლო შუქის ჩართვისას ცენტრიდან მარცხნივ სწორხაზოვანი იყოს, ხოლო მარჯვნიც 15 გრადუსით ზევით ადიოდეს.


თუ თქვენ მანქანაზე ჩვეულებრივი ფარები აყენია, მაშინ გვაქვს რამდენიმე საშუალება

1) ისევ იგივე რაც ზევით, ანუ ევროპული ფარების შეძენა.

2) მეორე მეთოდი იმაში მდგომარეობს რომ შავი იზოლენთით დავაბნელოთ ფარის ის ნაწილი რომელიც აბრმავებს შემხვედრ მძღოლებს.

ვარიანტი 1

ვარიანტი 2


ნუ ეს მეთოდი ცხადია დროებითია ანუ ვთქვათ ტექ დათვალიერების გავლისთვის თუ გამოიყენებთ ან თუ ჩხირკედელაობა გეზარებათ.

3) ყველაზე პრაქტიკული მეთოდი
საუბარია H4 ტიპის ნათურაზე. ასეთი ნათურა ფარაში დატრიალებულია 15 გრადუსით და მას შიგნითვე აქვს დამონტაჟებული ნიღაბი. იაპონურ მანქანებზე ის უკუღმაა დატრიალებული

ნათურა ფარაში სპეციალური 3 ულვაშის მეშვეობითაა დაფიქსირებული.

ამ ფოტოზე ის საათის ისრის მიმართულებითაა დატრიალებული 15 გრადუსით.

"ულვაშების" მოჭრის შემთხვევაში საშუალება გვაქვს ნათურა ნებისმიერი სასურველი კუთხით დავატრიალოთ.

ამ ფოტოზე ის 15 გრადუსითაა დარტიალებული ოღონდ საათის ისრის საწინააღმდეგოდ - "ევროპულად"

თუმცა ეს გამოსავალის ზოგჯერ არ გამოდგება. არის ფარები სადაც ნათურა ფარაში ჩავარდნისკან სწორედ ამ "ულვაშებითაა" დაფიქსირებული.
აქაც რამდენიმე გამოსავალია.

პირველია თვითონ ფარაში ახალი ჩაღრმავებები გაკეთდეს საჭირო ადგილებში. ეს მეთოდი ყველაზე რთულია და შრომატევადი. სამაგიეროდ შემდეგ ახალი ნათურების დაყენებისას არანაირი გადაკეტებები საჭირო აღარ იქნება

მეორე მეთოდია რომ ნათურაზე მოჭრილი ულვაშების ნაცვლად მივადუღოთ ახალი ულვაშები საჭირო ადგილებში

და მესამე მეთოდი რომელიც მდგომარეობს სპეციალური საყრდენის გაკეთებაში. ის ყველაზე მარტივია

საჭირო მასალა. რაიმე ფოლადის თხელი ნაჭერი ზომით 6X6 სმ. ორრუბლიანი მონეტა (ალბათ ლარიანი ან 50 თეთრიანი გამოდგება , აქ მთავარია რომ ხვრელში ნათურის ცოკოლი გაეტიოს და ამავე დროს ძაან დიდი დიამეტრისაც არ იყოს).
საჭრელი მაკრატელი, ბრტყელტუჩა, მარკერი.

პირველ ეტაპზე ფოლადის ნაჭრის ცენტრში ამოვჭრათ მრგვალი ნახვრეტი (მონეტის ზომის)

შემდეგ დავხატოთ კონტური. დააკვირდით რომ 2-2 "ულვაში" გვაქვს.

ამოვჭრათ ფორმა

დამატებითი სამუ ილვაშით ჩვენი ფირფიტა ემაგრება ნათურას. ამავე დროს შუა ნახვრეტის ფორმა შევცვალოთ ისე როგორც ფოტოზე ჩანს. ეს იმისთვისაა საჭირო რომ ნათურის სამაგრი ზამბარა აწვებოდეს ნათურას და არა ჩვენ ფირფიტას

მოვაჭრათ ნათურას თავისი ულვაშები, დავატრიალოთ ჩვენი ფირფიტა ისე რომ საჭირო კუტხე ჰქონდეს.

წინხედი მზა ნათურაზე

ეს კი უკვე ფარაში ჩამაგრებული ნათურა


არის კიდევ ერთი გამოსავალი
მსხვილი ულვაშის ცენტრიდზე ვსვამთ ნიშნულს და მისგან მარჯვნივ 30 გრადუსით ლამპის ცოკოლზე მეორე ნიშნულს (წეთელი ფლომასტერის ხაზები). ასევე ვნიშნავთ სიმაღლეს, თუ სად იყო სამაგრი სიბრტყე ცოკოლზე (შავი ფლომასტერი).

შემდეგ თუ არ ვცდები 32 მილიმეტრიანი პლასტმაის მილით ვაწვებით ულვაშებიან სიბრტყეს და ამოვპრესავთ ცოკოლს (საყრდენად ვიყენებთ არა ცოკოლის 3 კონტაქტს, არამედ მათ შორის ვათავსებთ რამე საგანს, რომ ძალა ცოკოლის ძირზე მოვიდეს, და არა კონტაქტებზე)

შემდეგ იმავე პლასტმნასის მილის და მოხერხებული თითების საშუალებით, ისე რომ ნათურის შუშას არ შევეხოთ უკან ვპრესავთ ცოკოლს ულვაშებიან სამაგრში. (მილი, რომელითაც ეს მოხერხდა უკანა ფონზე ჩანს).



ეს კი შედეგი :

სტანდარტული განათება

შეცვლილია მარჯვენა ნათურა

შეცვლილია ორივე ნათურა


დიდ მადლობას ვუხდი ნიკას და ედდისონს კარგი სტატისს გაკეთებაში..იმედია არ გვიწყენენ რო დავაკოპირე ჩვენს ფორუმზე.smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
crimson   განათების მიმართულების შეცვლა   Apr 9 2009, 20:58
jangula   სასარგებლო რჩევაა....   May 4 2009, 17:45
crimson  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge