IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> შეკითხვები ფორიკაზე, კარგი მანქანაა მარა რაღაცეები მაინტერესებს
pilo
გამოხმაურება Jan 31 2011, 11:29
გამოხმაურება #1


Junior Member
**

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 61
რეგისტრ.: 13-July 10
მომხმარებელი № 1,255




გამარჯობათ სუბარუს ფანებო . მეც მყავს ფორიკა. ხო და მაქვს ოპტომ შეკითხვები.

აი მაგალითად, მე მყავს 98 წლის ამერიკული ფორიკა. 2.5 ძრავა, უტურბინო, მექანიკა სიჩქარეების კოლოფით. ხო და მაქვს ასეთი ტიპის შეკითხვა, თუ არის რამე კრიტერიუმები მართვისას რომ მაქსიმალურად ეკონომია გააკეთო საწვავის, როგორც ქალაქში ისე შარაზე. ანუ აქვს თუ არა ამას ისეთი რეჟიმები რომლის დროსაც ეს მაქსიმალურად მცირეს ხარჯვს. ანუ აქვს თუ არა კრეისერული რეჟიმი?

კიდევ ავზის საზომი მაქვს უცნაური. გაფუჭებულია თუ არა ვერ მივხვდი, იმიტომ რომ როცა საწვავს ჩავასხავ და რამე ნიშNულს აიღებს ვტქვათ. და გავიარე ერთი მიმართულებით სადღაც 100 მილი. ამ მზომზე მაჩვენებს რომ 1.5 კუბიკით დაიკლო საწვავმა. იმ დროს როცა უკუ გზაზე განვლილი იმავე მანძIლის შემთხვევაში მინიმუმ 3 კუბიკს წვავს. ან ეს 1 ცალი კუბიკი რა რაოდენობა საწვავის მაჩვენებელია, პასპორტში არაფერი არ უწერია ამ თემაზე .

კიდევ 1 ნიუანსი რაც ვერ გავუგე ჩემს მანქანას. ვერ მივხვდი ქუროს (სცეპლენიის) ბრალია თუ რისი, როცა საჭეს ბოლომდე დავკეცავ ნებისმიერი მიმართულებით და დაბალ ბრუნზე ვამოძრავებ მანქანს, ძრავი ქვრება. აგრეთვე თუ უკუსვლისას რამე წინაღობაზე უწევს ბორბალს გადავლა ძრავი ქვრება. იმავე შუქნიშანზეც თუ ვთქვათ არ მივეცი ცოტა დიდი ბრუნი ძრავს დაძვრისას დიდი ვარიანტია რომ ჩაქვრეს. ამიტომ ხშირად აბღუილებაც მიწევს ხოლმე დაძვრისას. მოკლედ რა ჯანდაკი აქრობს ამხელა სიმძლავრის ძრავს ვერ მივხვდი. ასეა ეს ყველასთან თუ ჩემსას სჭირს რამე ამიხსენით, ძრავის ხელოსანთან რომ მყვდა ამ თემაზე თქმა დამავიწყდა, თანაც მაშIნ ახალი ნაყიდი მყავდა და ვაბრალებდი რომ არ ვიყავი შეჩვეული ამ მანქანას და ჩემი ლოხობის ბრალიათქო, მის მერე ლამის 1 წელი გავიდა და ისევ ისეა ყველაფერი. დანარჩენი რაც შეამოწმა კარგიაო, ძრავს არაფერი სჭირსო.

აგრეთვე მინდა რომ ხადო ჩავასხა ძრავში. 300 000 მილი აქვს თითქმის გარბენი უკვე. მირჩევთ ან არ მირჩევთ? რა ვქნა?

კიდევ თუ აქვს ვინმეს გაზზე გადაყვანილი ფორიკა, და მაინტერესებს რა დაუჯდა და როგორ მოაწყო ისე რომ სალონი და საბარგული არ დაამახინჯა და არც ვოლგა 21 ივით სახურავზე არ დააყენა გაზის ბალონები. მოკლედ როგორ გაქვთ გაზი დაყენებული თუ გაქვთ

სხვა დანარჩენი რომ ვტქვა ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მანქანით. ცოცხალივითაა ეს დალოცვილი .

წინასწარ დიდი მადლობა რჩევებისთვის და პასუხებისთვის. ბოდიშით ამდენი კითხვები რომ დავყარე rolleyes.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
chrdili
გამოხმაურება Jan 31 2011, 17:26
გამოხმაურება #2


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,513
რეგისტრ.: 21-June 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 183




ციტატა(pilo @ 31st January 2011 - 14:33) [snapback]225862[/snapback]
თან სვლისას იგივე შარაზე, თავისუფალი სვლით დავდივარ ხოლმე დაღმართებზე. ძრავს არ ვთიშავ მაგრამ ვატავისუფლებ და ისე მივგორავ ხოლმე. ამ დროს ტახომეტრი მინიმალურზე დადის ხოლმე.

ეგ არ არი კარგი ჩვევა, როცა დაღმართში მიდიხარ მაგ დროს ძრავი კი არ აწვება (თუ რა თქმა უნდა გაზს არ აწვები და სიჩქარეს არ უმატებ), არამედ ამუხრუჭებს მანქანას და მაგ დროს საწვავი ფაქტიურად არ მიეწოდება და იმაზე ნაკლებს წვავს ვიდრე უქმ სვლაზე wink.gif და რაც უფრო მნიშვნელოვანია მანქანაზე კონტროლს არ კარგავ wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
pilo   შეკითხვები ფორიკაზე   Jan 31 2011, 11:29
Matador  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge