IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ახალი თაობის სამშენებლო მასალა, Simprolit Georgia წარმოგიდგენთ
zatu
გამოხმაურება Mar 25 2011, 14:47
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,030
რეგისტრ.: 29-April 10
მომხმარებელი № 1,068






“Simprolit Georgia” - წარმოგიდგენთ ახალი თაობის უნიკალურ სამშენებლო მასალას – სიმპროლიტს / Simprolit, რომელსაც თავისი სამშენებლო თვისებებიდან გამომდინარე ანალოგი არ ყავს მსოფლიოში.

რა არის სიმპროლიტი ?

დაპატენტებული პოლისტიროლბეტონი, რომელიც წარმოადგენს მსუბუქი ბეტონის განსაკუთრებული სახეობას გაფუებული პოლისტიროლის გრანულებისაგან. ეს მასალა მიიღება პენოპლასტის გრანულების, პორტლანდცემენტის, წყლის და სპეციალური დამანატის საფუძველზე სპეციალურ დანადგარებში.

ამჟამად “Simprolit Georgia” აწარმოებს 5 სახის სიმპროლიტ სამშენებლო პროდუქტს – ბლოკი სბ-20 და სბ-25, სატიხრე ბლოკი სბს-60 და სბს-90, შესაფუთი ფილები.

რით გამოირჩევა სიმპროლიტი ?

• მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც შემამევსებელი კედლისათვის ასევე მზიდი კედლისათვის.
• თბოიზოლაციის მაღალი დონე (მისი თბოგამტარობის კოეფიციენტი 0.055-0.085 Wt/(m°C) !, რომელიც პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული მასში ნესტის შემცველობაზე).
• ძალიან მცირე მოცულობითი წონა (სიმპროლიტის სიმკვრივეა 150-300კგ/მ3).
• ნესტმდგრადობის მაღალი დონე (მისი ორთქლგამტარობის თვისების შედეგად არ წარმოიქმნება კონდენსატი).
• ყინვამდგრადობა (ცდების შედეგად, 50 გაყინვა (-30) – გალღობის (+75) ციკლის შემდეგ, სიმტკიცის შემცირებამ შეადგინა მხოლოდ 1.5-1.8 %)
• ეკოლოგიურად სუფთა (ცდების შედეგად დამტკიცდა რომ სიმპროლიტი 2-ჯერ ნაკლებად ტოქსიკურია მიღებულ ნორმაზე).
• ხანძარსაწინააღდეგო თვისებები (პოლისტიროლბეტონი არის ცეცხლმდგრადი მასალა, რომელიც არ იწვის)
• “სუნთქვის უნარი” (სიმპროლიტის ორთქლგამტარობის კოეფიციენტი 0,110-0.135 mg/(m*h*Pa) რაც სიმპროლიტის ნაკეთობას საშუალებას აძლევს “ისუნთქოს”.
• კარგი ხმის იზოლაცია.
• ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი (100 წელი და მეტი).

სიმპროლიტისგან დამზადებული კონსტრუქციული ელემენტები საშუალებას იძლევა ეკონიმია გავაკეთოთ ნებისმიერი სახის და დანიშნულების ახალ სამშენებლო ობიექტზე, იქნება ეს სამრეწველო ობიექტი, საცხოვრებელი სახლი, სპორტული დანიშნულების, სასოფლო-სამეურნეო ობიექტი თუ სხვა, ასევე საშუალებას იძლევა უკვე აშენებული ობიექტების თბოიზოლაციური თვისებების გაუმჯობესებისა და რაც დღეს-დღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია მათი შემდგომი ექსპლუატაციის ეკონიმიისათვის.

ჩვენს ქვეყანაში მშენებლობის დაბალი ხარისხია და ცალსახად გაუმჯობესებას მოითხოვს, ეს გამოწვეულია საქართველოში ხელმისაწდომი სამშენებლო მასალების დაბალი ხარისხით და არაკვალიფიციური მუშახელით, ძალიან რთულია თითოეული კვადრატული მეტრი კედლის გაკონტროლება, განსაკუთრებით ფართომაშტაბიან მშენებლობაზე, ძალიან ხშირია დასრულებულ ობიექტზე დაბრეცილი და არასწორი კედლების შემთხვევები, და შემდგომ ექპლუატაციის დროს მათი საგრძნობი დეფორმაცია, ამ ყველაფრის მიზეზი არის ბეტონის ბლოკის წყობის სამუშაოს სირთულე, ცემენტის ხსნარის ხანგძლივი შრობა, წყობისას ცემენტის სხნარის არათანაბარი განაწილება, მშენებლობის მიმდინარეობის დროს კლიმატური პირობები და რა თქმა უნდა დაბალი ხარისხის ბეტონის ბლოკი, რაც შემოდგომ უარყოფითათ ისახება სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციის ხარჯებზე.

მთელს მსოფლიოში ენერგო რესურსების საგრძნობმა გაძვირებამ, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე აწია საშენებული ობიექტის სამომავლო ექპლუატაციის ხარჯების ეკონომიურობა, ევროპის ქვეყნებში შემოიღეს ახალი, ბევრად მკაცრი სამშენებლო შეზღუდვები ობიექტების თბოიზოლაციასთან დაკავშირებით, რათა მათ ექსპლუატაციას მინიმალური ენერგო რესურსი დაჭირდეს, მაგალითად ინგლისში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არა თუ გაიზარდა არამედ ფაქტიურად გაორმაგდა გადასახადი ბუნებრივ აირსა და ელექტრო ენერგიაზე. საქართველოს ენერგო მომარაგება პირდაპირ არის დამოკიდებული ენერგო რესურსების მსოფლიო ბაზარზე, აქედან გამომდინარე ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეული რესურსების ფასის გაძვირება პირდაპირ ისახება ჩვენ ქვეყანაში იმპორტირებულ რესურსებზე, მაგალითად ბუნებრივ აირზე. ბუნებრივი აირი ნებისმირი სახის სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციის აუცილებელი ნაწილია, იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, სპორტული დანიშნულების, სასოფლო-სამეურნეო ობიექტი თუ სხვა, ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე 5-6 თვის მანძილზე ბუნებრივი აირი ინტენსიურად გამოიყენება აშენებული ობიექტების გასათბობად. უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ საერთო თბოდანაკარგი წარმოადგენს სამშენებლო ობიექტების ცალკეული ელემენტების თბოდანაკარგებს, რომლებიც არათბოიზოლირებული ობიექტისთვის სხვა და სხვა კლიმატურ პირობებში პროცენტულად ასე გამოიყურება – იატაკებიდან 10-20 %, გარე კედლებიდან 25-30 %, გადახურვის ელემენტებიდან 25-30 %, ფანჯრებიდან 30-40 %. სწორედ ეს თბოდანაკარგი იწვევს ობიექტების ექპლუატაციის დროს ენერგო რესურსების დიდი რაოდენობით გამოყენებას იქნება ეს ზამთარში გათბობა თუ ზაფხულში კონდიცირება – გაგრილება, რაც დღითიდღე უფრო მძიმედ ისახება ობიექტის საექპლუატაციო ბიუჯეტზე, იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, სპორტული დანიშნულების, სასოფლო-სამეურნეო ობიექტი თუ სხვა. სიმპროლიტი გაძლევთ საშუალებას თქვენი საექსპლუატაციო ხარჯების 80-90 % !!! სიმპროლიტ საშენი მასალებით აშენებულ ობიექტებს საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით ზამთარში ფაქტიურად არ სჭირდება გათბობა და ზაფხულში კონდიცირება – გაგრილება, რათა უზრუნველყოთ კომფორტული საექსპლუატაციო – საცხოვრებელი პირობები. მონაცემი მოყვანილია სიმპროლიტ სამშენებლო მასალების (სიმპროლიტ ბლოკები, სიმპროლიტ შესაფუთი ფილები) და სიმპროლიტ სამშენებლო მასალებით აშენებული შენობების ფიზიკური თვისებების გათვალისწინებით, ასევე შესაძლებელია უკვე დასრულებული შენობების სიმპროლიტით შეფუთვა, სიმპროლიტ შესაფუთი ფილების გამოყენებით, საექპლუატაციო ხარჯების შემცირების მიზნით და საცხოვრებელი – საექსპლუატაციო პირობების კომფოტის გაუმჯობესების მიზნით.

სიმრპოლიტ სამშენებლო მასალები, მიუხედავად ერთეულ მასალაზე სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით მაღალი ფასისა, საერთო ჯამში მთლიან სამშენებლო პროცესს ბევრად ეკონომიურს ხდის, სიმპროლიტ საშენი მასალები არის ძალიან მსუბუქი, 5-6 ჯერ მსუბუქი სხვა ანალოგიურ მასალებთან შედარებით, პატარა მოცულობითი წონის გამო მათი ტრანსპორტირება სატრანსპორტო საშუალებით თუ მუშახელით 5-6 – ჯერ იაფი ჯდება, მოითხოვს მინიმალურ სხვა სამშენებლო მასალის დანახარჯს იქნება ეს ქვიშა, ცემენტი, არმატურა თუ სხვა, ასევე ამცირებს გასაწევ სამშენებლო სამუშაოებს ხარჯებს, სიმპროლიტი არის უნაშთო სამშენებლო მასალა.

სიმპროლიტის სამშენებლო თვისებები რამოდენიმეჯერ აღემატება მსოფლიოში არსებულ ყველაზე მკაცრ სამშენებლო ნორმებს.

“Simprolit Georgia” – ს მიერ მოყვანილი ყველა მონაცემი და ინფორმაცია წარმოადგენს სპეციალიზირებული კვლევების და ცდების შედეგებს, რომლებიც დადასტურებულია სათანადო სერტიფიკატებით.

დამატებით გთხოვთ იხილოთ დოკუმენტაცია “Simprolit Georgia” - ს მიერ ამჟამად წარმოებული სიმპროლიტ ბლოკების და შესაფუთი ფილების შესახებ, სადაც დეტალურად არის აღწერილი ეს მასალები, მათი თვისები, უპირატესობები და მოყვანილია შედარებები სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით. ფასები თან ერთვის თითოელი სამშენებლო მასალის დოკუმენტს.

“Simprolit Georgia” მზადაა გაგიწიოთ ნებისმიერი სახის კონსულტაცია, მოგაწოდოთ ყველანაირი ინფორმაცია სიმპროლიტ სამშენებლო მასალებთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით, მოგეხმაროთ თქვენი სამშენებლო პროცესის ეკონომიაში და გაგცეთ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი!

მისამართი: მცხეთა, სოფელი ძეგვი
საინფორმაციო ტელ. : 8 77 50 6665
ელ.ფოსტა : simprolitgeo@gmail.com
web. :www.simprolit.com
www.simprolit.ru
მალე www.simprolit.ge


დაგვიკავშირდით და ერთად ავაშენოთ ახალი თაობის ტექნოლოგიებით !
Simprolit Georgia – ახალი თაობის სამშენებლო ტექნოლოგია





Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
zatu
გამოხმაურება Mar 26 2011, 01:08
გამოხმაურება #2


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,030
რეგისტრ.: 29-April 10
მომხმარებელი № 1,068




Kastera

კი, ამას თუ ბიზნესი ქვია ... ხალხი ამ ბლოკს როგორც უცხოპლანეტელს ისე უყურებს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
zatu   ახალი თაობის სამშენებლო მასალა   Mar 25 2011, 14:47
mixa   კლუბზე რამდენია ფა...   Mar 25 2011, 14:51
zatu   mixa ისეთი ფასია ბ...   Mar 25 2011, 14:59
shreketa   და რა ღირს ??ფასები ...   Mar 25 2011, 15:01
levanisan  

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge