![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,322 რეგისტრ.: 23-May 09 მომხმარებელი № 116 ![]() |
///კვირას 1 მაისს BMW Club Georgia - სეზონის გახსნა! ჩემპიონატი ფიგურულ სლალომში... სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის პირველად სტუმრად ჩამოდის BMW Club Azerbaijan... ჩემპიონატი ჩატარდება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე... შეიძლება ჩატარდეს ახალი ფორმატით - წყვილთა რეჟიმში (პარარელური რბოლით) დამოკიდებულია აპარატურაზე (გაირკვევა უახლოეს მომავალში)... მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას! რეგისტრაცია ( 20 GEL ) შაბათს 17:00-დან 20:00 საათამდე რესპუბლიკური საავდმყოფოს ავტოსადგომზე (ყოფილი SRG-ის შეკრების ადგილი)... სადაც ასევე მოვლენ ჩვენი სტუმრები ბაქოდან! ჩემპიონატის დასაწყისი 10:00 სთ. ლამაზი სანახაობა იქნება და გეპატიჟებით ყველას! მადლობა და წარმატებები...
მოთხოვნები: მონაწილეს უნდა ჰქონდეს B კატეგორიის, მართვის მოწმობა. მონაწილის ავტომობილს, უნდა უმუშავებდეს უსაფრთხოების ღვედები, უძრავად უნდა ჰქონდეს დამაგრებული აკუმულატორი, იკრძალება უშუალოდ რბოლის დროს გვერდითა შუშების ჩამოწევა (შუშები უნდა იყოს აწეული), რეგისტრაციის დროს მონაწილე ავსებს ხელწერილს, სადაც აღნიშნულია, რომ მონაწილე პასუხისმგებელია თავისი მანქანის ტექნიკურად გამართულობაზე, არ იმყოფება ალკოჰოლური ან სხვა სახის თრობის ზემოქმედების ქვეშ, აგრეთვე პასუხისმგებელია ნებისმიერ საკუთარ ქმედებაზე, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს მონაწილე ადასტურებს საკუთარი ხელმოწერით. დაცული იქნება რა თქმა უნდა უსაფრთხოების ნორმები (სასწრაფო, სახანძრო, საპატრულო ეკიპაჟებით) და მოთხოვნა გაგზავნილია შეიძლება ჯებირებიც იყოს, თუმცა დიდი აუცილებლობა არაა ამ ტერიტორიაზე (სხვა გზითაც შეიძლება მოგვარება). სპონსორების და პრიზების ამბავი ირკვევა ძალიან სწრაფ რეჟიმში, რადგან თვითონ ღონისძიების გადაწყვეტა იყო კითხვის ნიშნის ქვეშ სტუმრების ჩამოსვლის გამო... შევეცდებით იყოს კარგი პრიზები თუმცა შეიძლება სიმბოლურითაც შემოიფარგლოს! დამატებითი კითხვებისთვის: გიგი ტუღუში +74 714 741 გიორგი ჯორჯაძე +99 43 00 80 ლინკები Facebook-ის Event-ზე: http://www.facebook.com/event.php?eid=163636153695571 http://www.facebook.com/event.php?eid=126873797387604 ეს კი ფორუმ ჯის ლინკი http://forum.ge/?f=50&showtopic=34249406 |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() antilag ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 4,225 რეგისტრ.: 17-April 09 მომხმარებელი № 21 ![]() |
pm
|
|
|
![]() ![]() |