![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 198 რეგისტრ.: 19-February 11 მდებარ.: თბილის ქალაქი მომხმარებელი № 1,849 ![]() |
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე შემოთავაზება გამეკეთებინა კლუბისთვის როგორც ერთ ერთ სუბარუს მფლობელს. ტაკს რაშია საქმე. მე ვმუშაობ სადაძღვეო კომპანიაში
"სტანდარტ დაზღვევა საქართველო" და ესეთი სიახლეები მოვიდა ჩვენთან. " ფაზდაკლებები კორპორაციულ და ორგანიზაციულ დაზღვევებზე" და კიდევ "10% ფაზდაკლება კონკრეტულად ჩვენს მიერ შეთავაზებულ კლიენტზე" და არა თავისით მოსულზე ნუ ეს პანიატნა. პროცენტულობით საკმაოდ კაი და მისაღები პროცენტია 3.5 დან 4% + პრივილეგიები. როგორიცაა "1) მძღოლის შეუზღუდავი რაოდენობა ტარიფის გაუზრდელად. 2) ადგილზე მოსვლით დაზღვევა. არასავალ და მოძრაობის საწინააღმდეგო ზარალის ანაზღაურება. ნუ აქ ბრალეულობაზეა საუბარი. ასევე ბონუსების სახით აქსესუარების კურდობის ჩუქება და ა.შ. ეს რაც შეეხება ავტომობილებს. ნუ გვაქვს ჯამრთელობის და ასევე ქონება ტვირთის დაზღვევაც. ვისაც სურვილი და ინტერესი გაუჩნდება შეგიძლიათ PM შემეხმიანოთ. დრაფტებს მოგაწვდით. და დადებითი პასუხის შემთხვევაში ადგილზე გამოვაგზავნი აგენტებს. ნებისმიერი დეტალი შემიძლია აგიხსნათ და განგიმარტოთ. თქვენ "პროსტა" მკითხეთ : ) P.S ეს გახლავთ შემოთავაზება რომელიც აზრად გამიჩნდა და გავაცანი კლუბის პრეზიდენტსაც. მემგონია რო ცუდი არ უნდა იყვეს და დღეს დღეობით საჭირო რაიმეც გახლავთ. " მოდერატორთან თხოვნა თემის უადგილო ადგილას გახსნის შემთხვევაში თემას პორტირება გაუკეთოთ და არ გამიბრაზდეთ. ვერ ვიპოვე ადგილი მეტად შესაფერი." |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 616 რეგისტრ.: 28-April 10 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 1,060 ![]() |
Homo Sapiens
ჩემი მანქანა (2001 ფორესტერი) დაზღვეული მაქვს ერთ–ერთ კომპანიაში ასეთი პირობებით: ავტოკასკო – მანქანის ღირებულების 6.5% (წელიწადში 4–ჯერ გადახდით). პლიუს სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირისადმი 80$ სადაზღვევო თანხით 10000$. ესე იგი 6000 დოლარად შეფასებული მანქანის დაზღვევა წელიწადში დამიჯდა 470 დოლარი. შედის ნებისმიერი სახის დაზიანება, მათ შორის მიწისძვრისა და სეტყვისაგან მიყენებული. უფლებამოსილი მძღოლი - შეუზღუდავად, დაფიქსირება არაა საჭირო. ფრანშიზა: ფიზიკური დაზიანება დამზღვევის ბრალეულობისას – 200$, სხვა შემთხვევაში 100$. სრული ზარალისას – 500$. რაც შეეხება ანაზღაურებას და ვადებს. მადლობა ღმერთს, არ მქონია შემთხვევა. ჩემს თანამშრომელს ჰქონდა ორი შემთხვევა და მაქსიმუმ 5 დღეში აუნაზღაურეს. ანუ ფული მისცეს და თვითონ გაარემონტებინა სასურველ პროფილაქტიკაში. ამ კვირაში გადის ერთწლიანი დაზღვევის ხელშეკრულება. მინდა შედარებით იაფი ვნახო, პირობების გაუარესების გარეშე. თუ უკეთეს პირობებს შემომთავაზებთ, თქვენს კომპანიაში დავეზღვევი. კორპორაციული ვარიანტი მართლაც კარგი იქნება. |
|
|
![]() ![]() |