გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
Jun 21 2009, 18:09
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,513 რეგისტრ.: 21-June 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 183 |
ნიკი: chrdili
სახელი: მინდია გვარი: ყვავაძე მანქანა: subaru forester წელი: 2001 ფერი: წითელი (კოდი 08k) დამატებითი მონაცემები: s/tb 2.0, მოდელი- SF5D53P, ძრავი- EJ205DXWBE ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
|
![]() |
Aug 17 2009, 18:04
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,513 რეგისტრ.: 21-June 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 183 |
ყველაფერი დაიწყო იმითი, რომ შაბათს ბორჯომში ჩავედი ცოლ შვილთან. ბავშვი ბებიას დაუტოვე, და გადავწყვიტე ცოტა მეც დამესვენა, ან უბრალოდ გამესეირნა, და ცოტა ვიბოდიალე თუ ბევრი, იმ ღამეს, ბაკურიანში სადღაც ტყეში გავშალეთ კარავი მეუღლესთან ერთად. დილით არ ვიცოდი საით წავსულიყავი, და დავარკვიე რო სადღაც ბორჯომთან, რომელიღაც სოპელთან 3 ტბა იყო და ძალიან ლამაზი ადგილები იყო. მოკლედ გზა აღმოჩნდა სოფელ ჩობისხევიდან.
ჩავედით ჩობისხევში, იქ გვითხრეს, რომ ტბები სოფელ დაბაძველთან იყო მაგრამ ამ მანქანით იქ ასვლაზეც არ მეფიქრა. 3 ხიდიანი მანქანებით დადიან, და თან ჩაბმულ მორებსაც დაათრევენ ხოლმე. მოკლედ მაგითი არც ეცადო, ნივები და უაზები ძლივს ადიანო. მე მაინც ვკითხე გზა საით იყო და განვაგრძეთ სვლა, გზის გასაყართან ქალები იდგნენ და საიდან უნდა ავიდეთქო რო ვკითხე დამცინეს, მაგითი უნდა ახვიდეო? (ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიათქო) ვიფიქრე, და განვაგრძე სვლა თავიდან გზას არაუშავდა, თუ მდინარეზე დადებულ 1 მეტრი დიამეტრის ასბესტის ტრუბას არ ჩავთვლით, რომელზეც მუცელი ვახოხიალე. მერე იქდან მონტერო სპორტთ მომავალი ხალხი შემხვდა, მითხრეს, ფეხით თუ ახვალ თორე მაგითი ვერაო, ეს გზა ჯერ იმასთან შედარებით რაც ზევითაა ავტობანიაო. თვითონაც ვერ ავიდა, და მანქანას რაღაცა გაუტეხა. მოკლედ შემდგომ გზა იყო ძალიან ცუდი, მაგას თუ გზა ქვია საერთოდ. შემდგომ სვლა ჭადრაკის თამაშს უფრო გავდა. მანქანას ვაჩერებდი, დიდ ლოდებს შორის გასვლის ტრაექტორიას ვადგენდი, ისე რო კარტერი არ გამეხია, ან რამე არ გამერტყა, და მერე ჩემი მეუღლე და ჩემი შტურმანი (მშვენიერი შტურმანი აღმოჩნდა სხვათაშორის) გარედან გზას მაჩვენებდა და ნელ ნელა წინ მივიწევდით. ნახევარზე მეტი რო გავიარეთ ლენდ კრუიზერ 200 მოგვადგა, ცუდი ადგილი იყო, ვიწრო გასასვლელი იყო და ზუსტად შუაში წვეტიანი ლოდები იყო, და წვეტევზე მაგარი წარტყმული ეტყობოდა, ალბათ იმ მონტერო სპორტმა გაარტყა, გზას ვასწორებდი მოკლედ ქვებით. ის მონაკვეთიც გავიარეთ, და ლენდ კრუიზერი წინ გაუშვი. ერთად ვიარეთ, მეთქი სადაც ლენდ კრუიზერი გაივლის, იქ ხო ფორესტერიც ტავისუფლად გავა მეთქი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გზაში პლასტმასის დამცავი მომეგლიჯა, რო შევხედე დაჭმუჭნული და ნათრევი იყო, დარჩენილი უკანა ორი სამაგრი ბოლტი მოვხსენი, გამოვიღე და რო გავშალე, მაგრა გამიკვირდა,- თავისი ფორმა დაიბრუნა, მარტო თერმული დაცვა აეხა, და ისევ მივამაგრე უკანა გზა უფრო რთული აღმოჩნდა. დაღმართში გზა არ ჩანდა და ტან უკვე საკმაოდ დაღლილიც ვიყავი (დაძაბული სიარულით, და მერე ტბაზე ტივით სეირნობით და ცურვით მოკლედ მანქანამ მეც და ყველა იქ მყოფიც გაოცებული დატოვა |
|
|
|
chrdili chrdili Jun 21 2009, 18:09
iPod Welcome ;) სურათებიც დად... Jun 21 2009, 18:24
crimson სურათები ჩაამატე პ... Jun 21 2009, 20:03
chrdili ინტერნეტთან მქონდ... Jun 21 2009, 21:13
iPod ვახ ვახ.. მაგარი ფერ... Jun 21 2009, 21:16
crimson მშვიდობაში, მაგარი... Jun 21 2009, 21:22
RACKER კოტე რა კარგია ახა... Jun 21 2009, 21:26
Matador chrdili
ველქომე!!... Jun 21 2009, 21:33
SUBARU_FOREVER კეთილი იყოს შენი ფ... Jun 21 2009, 22:05
Baal ველქამ, კაი მაშინა... Jun 21 2009, 22:08
Matador
Joker+ Welcome Jun 21 2009, 22:37
vek-111 WELCOME Jun 21 2009, 22:39
subaruge კეთილი იყოს შენი შ... Jun 22 2009, 00:11
chrdili მადლობა ყველას თბი... Jun 22 2009, 01:08
Matador
![]() ![]() |