![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 325 რეგისტრ.: 7-May 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 71 ![]() |
ეს თემა დიდხანს მინდოდა გამეხსნა იმისათვის რომ, გვქონოდა სტატისტიკა თუ საშუალოდ რა ხარჯი არის მანქანაზე გასაცევი წლიურად, ხარჯებში იგულისხმება ბენზინი, საპოხი მასალები, ნაწილები, და ყველა ხარჯი ,რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ავტომობილის ნორმალური არსებობისთვის. ასევე პატრულისთუ სხვა ჯარიმებიც.
მოხდა ისე,რომ 3 წლის წინ დავიწყე ჩემი პირადი ბიუჯეტის მართვა, ანუ არ მეზარება და ვინიშნავ ჩემს ხარჯებს, სად რამდენი და რაზე დამეხარჯა.მათ შორის მაქვს მანქანაზე გაწეული დანახარჯების სტატისტიკაც თვეების მიხედვით, რაც საშუალებას მაძლევს წარმოგიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია. საბოლოოდ მე პირადად მაინტერესებდა თუ რა მიჯდებოდა ყოველი 1 კილომეტრი. დავიწყოთ. მანქანა: სუბარუ ფორესტერი 2000 წლის სტი2. ექსპლუატაცია ძირითადად ქალაქში , იშვიათად ტრასაზე . მონაცემები 2009 წლის იანვრიდან დღემდე. სულ პერიოდში გავლილი მანძილი: 27000 კმ ჩასხმული ბენზინი: 7337 ლარი ავტოსამრეცხაოს ხარჯი: 177 ლარი ზეთის გამოცვლის ხარჯი: 490 ლარი მანქანის სავალი და სხვა ნაწილი: 1257 ლარი საპატრულო და სხვა ჯარიმები: 512 ლარი სხვა ნებაყოფლობითი ხარჯები: 592 ლარი (მანქანის გაუმჯობესებისთვის დახარჯული თანხა) სულ დახარჯულია: 10401 ლარი 25 თვის განმავლობაში. საშუალოდ თვიური ხარჯი: 416ლარი (არ ველოდი ამდენს ![]() 1 კილომეტრის ხარჯი საშუალოდ 0.38 ლარი საინტერესო იქნება სხვების მონაცემები.მანქანის წლოვანების, მოდელების და გარბენის მიხედვით შევძლებთ დაახლოებით მაინც გავიგოთ მანქანის ხარჯიანობის შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის. |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,513 რეგისტრ.: 21-June 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 183 ![]() |
მეორე ტურბინიანი ფორესტერი მყავს უკვე. ერთი წელი იმითი ვიარე და ერთი წელი ამითი დაახლოებით. რაც მახსოვს: პილნიკები გამოვცვალე წინა მანქანაზე ყუმბარების 2 ცალი (50ლარი) ჩამოსვლისთანავე და მოგვიანებით რადიატორის პლასტმასის ზედა მხარე გავაკეთებინე ალუმინის (150ლარი), გაყიდვის წინ რამდენიმე დღით ადრე დეტონაციის დატჩიკმა დაიწყო გაღმა გასვლა (მე ვეღარ მოვასწარი გამოცვლა და შესაბამისად არც არაფერი დამიჯდა). ამ მანქანაზე ვოზდუხამერის დაყენება მომიწია ახლის(220ლარი) ესეც ჩემი მიზეზით გაფუჭდა (სპროტულ ფილტრში დიდი ღრეჩო იყო და გაუფილტრავმა მტვრიანმა ჰაერმა დაბრიდა). მეტი სახარჯი მასალების გარდა (ზეთები, ფილტრები, სანთლები, სამუხრუჭე ხუნდები, საბურავები, მოფერება და ალერსი
![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |