![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 325 რეგისტრ.: 7-May 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 71 ![]() |
ეს თემა დიდხანს მინდოდა გამეხსნა იმისათვის რომ, გვქონოდა სტატისტიკა თუ საშუალოდ რა ხარჯი არის მანქანაზე გასაცევი წლიურად, ხარჯებში იგულისხმება ბენზინი, საპოხი მასალები, ნაწილები, და ყველა ხარჯი ,რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ავტომობილის ნორმალური არსებობისთვის. ასევე პატრულისთუ სხვა ჯარიმებიც.
მოხდა ისე,რომ 3 წლის წინ დავიწყე ჩემი პირადი ბიუჯეტის მართვა, ანუ არ მეზარება და ვინიშნავ ჩემს ხარჯებს, სად რამდენი და რაზე დამეხარჯა.მათ შორის მაქვს მანქანაზე გაწეული დანახარჯების სტატისტიკაც თვეების მიხედვით, რაც საშუალებას მაძლევს წარმოგიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია. საბოლოოდ მე პირადად მაინტერესებდა თუ რა მიჯდებოდა ყოველი 1 კილომეტრი. დავიწყოთ. მანქანა: სუბარუ ფორესტერი 2000 წლის სტი2. ექსპლუატაცია ძირითადად ქალაქში , იშვიათად ტრასაზე . მონაცემები 2009 წლის იანვრიდან დღემდე. სულ პერიოდში გავლილი მანძილი: 27000 კმ ჩასხმული ბენზინი: 7337 ლარი ავტოსამრეცხაოს ხარჯი: 177 ლარი ზეთის გამოცვლის ხარჯი: 490 ლარი მანქანის სავალი და სხვა ნაწილი: 1257 ლარი საპატრულო და სხვა ჯარიმები: 512 ლარი სხვა ნებაყოფლობითი ხარჯები: 592 ლარი (მანქანის გაუმჯობესებისთვის დახარჯული თანხა) სულ დახარჯულია: 10401 ლარი 25 თვის განმავლობაში. საშუალოდ თვიური ხარჯი: 416ლარი (არ ველოდი ამდენს ![]() 1 კილომეტრის ხარჯი საშუალოდ 0.38 ლარი საინტერესო იქნება სხვების მონაცემები.მანქანის წლოვანების, მოდელების და გარბენის მიხედვით შევძლებთ დაახლოებით მაინც გავიგოთ მანქანის ხარჯიანობის შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის. |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ეს თემა არაა იმისთვის სუბარუ მაგარია თუ მაგიდა. ეს თემა გახსნილია კონკრეტული მიზნისთვის, რომ დავწეროთ თუ დაახლოებით რამდენს ვხარჯავთ მანქანაზე ყოველ 10 000 კილომეტრზე. თავის საბურავებიან, ზეთიან, ფილტრებიანად და ყველანაირი სახარჯი მასალიანად. რა თქმა უნდა დამტვრევა და მოსპობა რა იგულისხმება. ასე რომ მორჩით გაოფებას
მე პირადად ჯერ სულ 600 კილომეტრი მაქვს ჩემი მანქანით გავლილი და 320 ლარი მაქვს დახარჯული. ამაში შედის 2 ცალი საბურავი ციტატა(TRULOVI @ 9th June 2011 - 16:26) [snapback]279320[/snapback] ჯაოკენში მიტხრეს ეგრე მეტი არსად ვყოფილვარ და რავი სად ნახე შენ ანუ დაახლოებით 65 ლარად ნახე ხო თითო? ჯაოკენში რომ მიხვალ მეტის ღირსი ხარ ![]() ბივ-ის მაღაზიაში ქარზნული რეზინები 40 ლარი ღირს თითო, ამას დაამატე მისვლის ბენზინის ხარჯი, დაამატე ჩაპრესვის და გამოცვლის ფასი და 140 ლარი არც კი დაგიჯდება |
|
|
![]() ![]() |