![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 325 რეგისტრ.: 7-May 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 71 ![]() |
ეს თემა დიდხანს მინდოდა გამეხსნა იმისათვის რომ, გვქონოდა სტატისტიკა თუ საშუალოდ რა ხარჯი არის მანქანაზე გასაცევი წლიურად, ხარჯებში იგულისხმება ბენზინი, საპოხი მასალები, ნაწილები, და ყველა ხარჯი ,რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ავტომობილის ნორმალური არსებობისთვის. ასევე პატრულისთუ სხვა ჯარიმებიც.
მოხდა ისე,რომ 3 წლის წინ დავიწყე ჩემი პირადი ბიუჯეტის მართვა, ანუ არ მეზარება და ვინიშნავ ჩემს ხარჯებს, სად რამდენი და რაზე დამეხარჯა.მათ შორის მაქვს მანქანაზე გაწეული დანახარჯების სტატისტიკაც თვეების მიხედვით, რაც საშუალებას მაძლევს წარმოგიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია. საბოლოოდ მე პირადად მაინტერესებდა თუ რა მიჯდებოდა ყოველი 1 კილომეტრი. დავიწყოთ. მანქანა: სუბარუ ფორესტერი 2000 წლის სტი2. ექსპლუატაცია ძირითადად ქალაქში , იშვიათად ტრასაზე . მონაცემები 2009 წლის იანვრიდან დღემდე. სულ პერიოდში გავლილი მანძილი: 27000 კმ ჩასხმული ბენზინი: 7337 ლარი ავტოსამრეცხაოს ხარჯი: 177 ლარი ზეთის გამოცვლის ხარჯი: 490 ლარი მანქანის სავალი და სხვა ნაწილი: 1257 ლარი საპატრულო და სხვა ჯარიმები: 512 ლარი სხვა ნებაყოფლობითი ხარჯები: 592 ლარი (მანქანის გაუმჯობესებისთვის დახარჯული თანხა) სულ დახარჯულია: 10401 ლარი 25 თვის განმავლობაში. საშუალოდ თვიური ხარჯი: 416ლარი (არ ველოდი ამდენს ![]() 1 კილომეტრის ხარჯი საშუალოდ 0.38 ლარი საინტერესო იქნება სხვების მონაცემები.მანქანის წლოვანების, მოდელების და გარბენის მიხედვით შევძლებთ დაახლოებით მაინც გავიგოთ მანქანის ხარჯიანობის შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის. |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ციტატა(TIX-100 @ 9th June 2011 - 17:36) [snapback]279363[/snapback] რომ ვიყიდე 139კმ. ქონდა გავლილი ეხლა 142კმ. აქვს გავლილი მე რაც მოვთვალე გძეტა 63 ლარია 100კმზე აი კოშმარი. ჯერ ერთი ეს გამოაკელი ციტატა(TIX-100 @ 9th June 2011 - 17:36) [snapback]279363[/snapback] ეყენა სპორტ ზამბარები და ამის გამო იყო დაბალი და გრუბუ მანქანა დავაყენე სტბს ები 4ვე დამიჯდა170ლარი. თავის დაყენებით. იმიტომ რომ ეს არაა არც დაზიანების და არ მიმდინარე ხარჯი. მერე მეორე. მანქანას თავიდან რასაც ახარჯავ ეს შედის მანქანის ღირებულებაში და არა მანქანის მიმდინარე ხარჯებში. ამ ხარჯებიდან ესენი ციტატა(TIX-100 @ 9th June 2011 - 17:36) [snapback]279363[/snapback] 6.ჩავწერე ლოგი50ლ, 7.შევცვალე ლამბდა 100ლ.დაყენებით. 8.შევცვალე დეტონაციის დაჩიკი 130ლ დაყენებით. 9.შევცვალე ვოზდუხამერი 230ლ. რომ გამოაკლო თავის 250 ლარის ბენზინიანად მე მგონი მერე აღარ გამოვა ბევრი. ეს ხარჯები არის ახალნაყიდი მანაქანი აზრზე მოსაყვანი ხარჯი, ანუ რომ გგონია რომ მანქან იყიდე 4600-ად იმას უნდა მიამატო ეს ხარჯები და გამოგივა 5000. აბა ახლა დღეიდან დათვალე რა დიგიჯდება ყოველი 10 000. დამიჯერე 63 ლარზე ბევრად ნაკლები., მე ვფიქრობ მინიმუმ განახევრდება. ეგრე მეც როგორც კი ვიყიდე მანქანა 20 კილომეტრი არ მქონდა გავლილი რომ 150 ლარი საბურავებში მივეცი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩემი მანქანის ექსპლოატაცია 100 კილომეტრზე 750 ლარი ჯდება ![]() ![]() ყიდვისას უკვე გასაკეთებელი რაც ჰქონდა იმის ჩათვლა მიმდინარე ხარჯებში არ შეიძლება იმიტომ რომ იმ გამოსაცვლელმა ნაწილმა მანამდე შეიძლება 100 000 კმ იარა. |
|
|
![]() ![]() |