![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 167 რეგისტრ.: 15-December 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 629 ![]() |
მოკლედ ძმებო და ძვირფასო სუბარუელებო!
დღეიდან ვიწყებ მსვლელობას ქარხნულად დაბურულ მინებზე ჯარიმების გამოწერის საწინააღმდეგოდ! პირველ რიგში მოგილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ ქალწული მარიამი მუდამ, იმ პოლიციელს კი რომელმაც დღეს ჯარიმა გამომიწერა შეუძლია ახლო მომავლისათვის ახალი სამსახურის ძიება დაიწყოს! მოკლედ დღეს საბოლოოდ მიაღწია პიკს ჩემმა მოთმინებამ, როდესაც პატრულმა გამაჩერა თელეთის ტეკთან უკვე მეორედ და ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე გაზომა ჩემი ფორიკას უკანა მარჯვენა შუშა (ყველაზე მეტად საპატრულო პოლიციელის თავხედობამ გამაცოფა, სახელი და გვარი რომ ვკითხე დამალა და მეძველბიჭა ბატონი "კაპიტანი"); მართლა რკინის ქალამნებს ჩავიცმევ =) და ჩემს სიმართლეს სადაც საჭიროა იქამდე მივიტან (ისე კანონში ცვლილებების შეტანის პროექტების შექმნაში მაქვს გარკვეული გამოცდილება), თუ აღნიშნული პრობლემა აწუხებს სხვა ჩემსავით პატიოსან მძღოლ–მოქალაქეებსაც და არ აქვთ იმის განცდა რომ სიამოვნებით შეავსონ ბიუჯეტი უსაფუძვლოდ მიღებული კანონის გამო, ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას რათა მივმართოთ შ.ს.ს.–ს ან საქართველოს პარლამენტს, ვთხოვოთ განგვიმარტონ, რატომ აძლევენ უფლებას ისეთი ავტომობილის შემოყვანაზე ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც არღვევს ადმინისტრაციულ კოდექსს (ეს ორი დებულება ერთმანეთს ეწინააღმდეგება). იქნებ მე ვცდები და ვინმემ განმიმარტოს, ქარხნულად დამუქებული შუშები ექვემდებარება თუ არა ქარხნული დაუმუქებელი შუშებითვე შეცვლას? თუ ეს აუცილებელი პირობაა საპატრულო პოლიციაში მანქანების განბაჟება გაფორმების პერიოდში რატომ არ ქმნიან პრობლემას? 12 სექტემბრამდე მე არ ვიქნები ჩვენს ძვირფას საქართველოში, იმედია ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩნდება ჩემსავით მოაზროვნე და "გამწარებული" მძღოლი, რომელიც გამოეხმაურება ჩემს პოსტს, მე კი ხვალ დილით ვაპირებ ჯარიმის გასაჩივრებაზე განცხადების შეტანას, მერე კი მოვახტები ფიფრინავს და გავფრინდები შორეულ ინდონეზიაში... ველი გამოხმაურებებს!!! არ დაგავიწყდეთ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება!!!!! |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 4,813 რეგისტრ.: 5-March 11 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 1,882 ![]() |
ჩვენც გაგვაჩერა დღეს ასურეთშI მივდიოდით:@:@:@ 50 გამოგვიწერა :@ და მორჩა თუ არა ჯარიმას მოგვცა ქვითარი და დაკრუგა და გაიქცა სადღაც და რო გავხედეთ სუბარუს მიზდება :XXXXX და ასურეთIდან რო მოვდიოდით სუბარუ ყავდა კიდე გაჩერებული:@ იმენა ნადირობენ სუბარუზე რააააააააა :X:X:X-
|
|
|
![]() ![]() |