IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ქარხნულად დაბურულ მინებზე ჯარიმები, კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის მომზადება
MOSE
გამოხმაურება Aug 28 2011, 16:10
გამოხმაურება #1


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 167
რეგისტრ.: 15-December 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 629




მოკლედ ძმებო და ძვირფასო სუბარუელებო!
დღეიდან ვიწყებ მსვლელობას ქარხნულად დაბურულ მინებზე ჯარიმების გამოწერის საწინააღმდეგოდ!
პირველ რიგში მოგილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ ქალწული მარიამი მუდამ, იმ პოლიციელს კი რომელმაც დღეს ჯარიმა გამომიწერა შეუძლია ახლო მომავლისათვის ახალი სამსახურის ძიება დაიწყოს!

მოკლედ დღეს საბოლოოდ მიაღწია პიკს ჩემმა მოთმინებამ, როდესაც პატრულმა გამაჩერა თელეთის ტეკთან უკვე მეორედ და ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე გაზომა ჩემი ფორიკას უკანა მარჯვენა შუშა (ყველაზე მეტად საპატრულო პოლიციელის თავხედობამ გამაცოფა, სახელი და გვარი რომ ვკითხე დამალა და მეძველბიჭა ბატონი "კაპიტანი");

მართლა რკინის ქალამნებს ჩავიცმევ =) და ჩემს სიმართლეს სადაც საჭიროა იქამდე მივიტან (ისე კანონში ცვლილებების შეტანის პროექტების შექმნაში მაქვს გარკვეული გამოცდილება), თუ აღნიშნული პრობლემა აწუხებს სხვა ჩემსავით პატიოსან მძღოლ–მოქალაქეებსაც და არ აქვთ იმის განცდა რომ სიამოვნებით შეავსონ ბიუჯეტი უსაფუძვლოდ მიღებული კანონის გამო, ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას რათა მივმართოთ შ.ს.ს.–ს ან საქართველოს პარლამენტს, ვთხოვოთ განგვიმარტონ, რატომ აძლევენ უფლებას ისეთი ავტომობილის შემოყვანაზე ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც არღვევს ადმინისტრაციულ კოდექსს (ეს ორი დებულება ერთმანეთს ეწინააღმდეგება).

იქნებ მე ვცდები და ვინმემ განმიმარტოს, ქარხნულად დამუქებული შუშები ექვემდებარება თუ არა ქარხნული დაუმუქებელი შუშებითვე შეცვლას? თუ ეს აუცილებელი პირობაა საპატრულო პოლიციაში მანქანების განბაჟება გაფორმების პერიოდში რატომ არ ქმნიან პრობლემას?

12 სექტემბრამდე მე არ ვიქნები ჩვენს ძვირფას საქართველოში, იმედია ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩნდება ჩემსავით მოაზროვნე და "გამწარებული" მძღოლი, რომელიც გამოეხმაურება ჩემს პოსტს, მე კი ხვალ დილით ვაპირებ ჯარიმის გასაჩივრებაზე განცხადების შეტანას, მერე კი მოვახტები ფიფრინავს და გავფრინდები შორეულ ინდონეზიაში...

ველი გამოხმაურებებს!!! არ დაგავიწყდეთ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
PAINKILLER
გამოხმაურება Aug 29 2011, 08:34
გამოხმაურება #2


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




მდააა, ახლა გაგახსენდათ? biggrin.gif

ჩემი ავატარი ნახეთ აბა wink.gif რა ცელოფნები რის ცელოფნები, 50-იანს გაუშანშალებენ ვისაც 75%-ზე მეტი აქვს დაბურვა უკანა შუშებზე, ქარხნულზეც და არაქარხნულზეც smile.gif



ციტატა(MOSE @ 28th August 2011 - 17:10) [snapback]304948[/snapback]
მართლა რკინის ქალამნებს ჩავიცმევ =) და ჩემს სიმართლეს სადაც საჭიროა იქამდე მივიტან (ისე კანონში ცვლილებების შეტანის პროექტების შექმნაში მაქვს გარკვეული გამოცდილება), თუ აღნიშნული პრობლემა აწუხებს სხვა ჩემსავით პატიოსან მძღოლ–მოქალაქეებსაც და არ აქვთ იმის განცდა რომ სიამოვნებით შეავსონ ბიუჯეტი უსაფუძვლოდ მიღებული კანონის გამო, ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას რათა მივმართოთ შ.ს.ს.–ს ან საქართველოს პარლამენტს, ვთხოვოთ განგვიმარტონ, რატომ აძლევენ უფლებას ისეთი ავტომობილის შემოყვანაზე ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც არღვევს ადმინისტრაციულ კოდექსს (ეს ორი დებულება ერთმანეთს ეწინააღმდეგება).

ჩაცმული გვქონდა რკინის ქალამნები და შსს-შიც შევიტანეთ წერილი (დაახლოებით 50 ხელმოწერით), თუმცა არც პასუხი მიგვიღია და ტელევიზიითაც საკმაოდ სულელური გამართლებები მოუგონეს ამ კანონს, განსაკუთრებით საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ და ე.წ. "უსაფრთხო მოძრაობის" ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა (ახლა რომ ავტომობილებზე გადაცემა მიჰყავს რომელიღაც არხზე), საპატრულოს უფროსი ხო საერთოდ ისეთ რამეებს ამბობდა, პირველკლასელი რომ არ იტყვის ეგეთ სისულელეს ....



აგერ ძველი თემები ამ საკითხზე

http://mysubaru.ge/forum/index.php?showtopic=6223

http://mysubaru.ge/forum/index.php?showtopic=5191

http://mysubaru.ge/forum/index.php?showtopic=5221

კიდევ ერთი თემა იყო და ვეღარ ვპოულობ...


--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
MOSE   ქარხნულად დაბურულ მინებზე ჯარიმები   Aug 28 2011, 16:10
SIT-STI   ჩვენც გაგვაჩერა დღ...   Aug 28 2011, 23:51
gio366   ადრე თუ გახსოვთ მა...   Aug 29 2011, 00:09
G U G A   რა ჯარიმები, ეგ ჯარ...   Aug 29 2011, 02:17
PAINKILLER   მდააა, ახლა გაგახს...   Aug 29 2011, 08:34
suxooo   ვატყობ ამ თემასაც ...   Aug 29 2011, 08:41
MOSE  

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge