|  სარკეების დაკეცვა, გაფუჭებული მქონდა დასაკე | 
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
|  სარკეების დაკეცვა, გაფუჭებული მქონდა დასაკე | 
|  May 12 2009, 20:49 
				 გამოხმაურება
					#1
					
				
			 | |
|  GURU SUBAROID           ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 14,683 რეგისტრ.: 17-April 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 22  | 
				მოკლედ, რა ხდებოდა ეხლა... ჩემს მანქანას, ერთი დამატებითი ნაკლი აღმოვუჩინე, ხოდა გადავწყვიტე ეგ მაინც გამეკეთებინა  სარკეების ელექტრონული დაკეცვის სისტემა აჩმახებდა... თან აჩმახებდა დაკეცვაზე და არა გახსნაზე... რომ დავაჭერდი დაკეცვას: ხან პირდაპირ დაიწყებდა და მერე შუაში ჩერდებოდა, ხან უგრძნობლად იყო, ხან ცოტა ხნის მერე იწყებდა და რავი... ყველანაირ ოპერაციას ატარებდა გარდა ტიპიურისა  ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, იქიდან გამომდინარე, რომ გახსნაზე პრობლემა არა ქონია, დავასკვენი (როგორც შემდგომში აღმოჩდა სწორად), რომ პრობლემა ჩამრთველის (რომელიც მდებარეობს მძღოლის მხარეს, სარკეების დასარეგულირებელთან) კონტაქტთან უნდა მქონოდა... ხოდა დავიწყე დაშლა... მოკლედ, სურათები იმისა თუ როგორ ამოვიღე მთლიანი ნაწილი არ გადამიღია, მაგრამ დავწერ: სახრახნისი ან დანა ან რავი, რაც გინდათ შეუყარეთ ქვევითა მხრიდან და ასწიეთ, მერე შტეკერიდან გამოაძრეთ და მორჩა  როდესაც მოხსნით, მისი დაშლის სწავლება არ დაგჭირდებათ (არც მაგის სურათი გადამიღია  ), მაგრამ ვაიდა დაგჭირდათ, ჯობია აიღოთ შტეკერი, შეუერთოდ თავიდან, ჩასვათ თავის ადგილას და დაანებოთ მის გაკეთებაზე ფიქრს თავი  ხოდა მოკლედ, მოვხსენი, დავშალე ...  საკმაოდ მარტივი მექანიზმია... მიხვდებით მარტივად... დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ იმ კონტაქტებზე, რომელზეც სარკეების დაკეცვაა დამოკიდებული იყო ნადები (რაღაც ზეთოვანი) და ასევე სპილენძის ფენა რომელთან კონტაქტისასაც ხდება დენის მიწოდება მოტორზე იყო გადაქექილი ისე, რომ კონტაქტი მყარი ვერანაირად იქნებოდა...  ამ ყოველივეზე ბევრი ვიფიქრე, რამოდენიმე ვარიანტი ჩამოვაყალიბე ჩემს თავში - ვფიქრობდი ახალი "პლიონკის" გადაკვრას, მავრთულებით მიბმას ისე, რომ კონტაქტი მავრთულებზე გადასულიყო და კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ყველაზე მარტივი გამოსავალი (თან იმიტომ, რომ დატესტვაც მინდოდა რა... იქნებ და მაგის ბრალიც არ იყო მთლად და სქემის დახვრეტა-მიხვრეტა-მოხვრეტა ზედმეტად ნამდვილად არ მინდოდა), ავიღე და სარჩილავით მივარჩილე  მოკლედ, ჩემს აპარატებს ფოკუსთან ცუდად აქვთ საქმე, ამიტომ სურათზე კარგაც არ ჩანს, მაგრამ სიტყვიერად აგიხსნით, რომ მთელს ნაწილზე დავაგე კალის რაც შეიძლება ვიწრო ფენა...  ავაწყე, დავაყენე მანქანაზე და ჰოი საოცრებავ?! ამუშავდა!!! იდეაში კალის თვისებებიდან გამომდინარე არა მგონია დიდი ხანი გაძლოს მაგან, მაგრამ ერთ წლამდე გარანტიას ვაძლევ ჩემს თავს, ერთ წელიწადში კი - რავი რა... ვნახავ რაიმე სხვა ფორიკას, დაშლილებში და თუ ექნება ეგ ოპცია, ვიყიდი იმ ნაწილს  ან რაიმე უფრო ნავაროჩენის მოვიფიქრებ (მინიმუმ 3 წლიანი გარანტიით)  P.S. Szebo - სარჩილავი გვინდა და მომავალი შეხვედრიდან საათიანი და დაკეცილ სარკიანი მანქანით დაბრუნდები სახლში   | 
|  | |
|  | 
|  May 13 2009, 09:45 
				 გამოხმაურება
					#2
					
				
			 | |
|  Honorary Subaroid        ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,690 რეგისტრ.: 10-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 16  | 
				და სარკეები რო იკეცება და ერთი ცოტა უფრო ადრე ვიდრე მეორე (ანუ ერთდროულად არ იკეცება) ეს პრობლემაა თუ ეგრეა ყველასთან?
				
				
				
			 | 
|  | |
 Matador   სარკეების დაკეცვა   May 12 2009, 20:49
 Matador   სარკეების დაკეცვა   May 12 2009, 20:49 
  crimson   აი მალადეეეც!!!
...   May 12 2009, 21:06
 crimson   აი მალადეეეც!!!
...   May 12 2009, 21:06 
  Matador   crimson 
ვაპირებ, ოღო...   May 12 2009, 21:10
 Matador   crimson 
ვაპირებ, ოღო...   May 12 2009, 21:10 
  giogagnidze   respect   May 12 2009, 23:02
 giogagnidze   respect   May 12 2009, 23:02 
  sdzebo   მაგარი ხარ რაა! B) 
...   May 13 2009, 08:25
 sdzebo   მაგარი ხარ რაა! B) 
...   May 13 2009, 08:25 
  mixa   Matador 
გაიხარე, მეც ...   May 13 2009, 08:42
 mixa   Matador 
გაიხარე, მეც ...   May 13 2009, 08:42 
  Mazo   თქვენ რა სარკეები ...   May 13 2009, 10:30
 Mazo   თქვენ რა სარკეები ...   May 13 2009, 10:30 
  PAINKILLER   ვააა, ეგეთი რამე პი...   May 13 2009, 10:35
 PAINKILLER   ვააა, ეგეთი რამე პი...   May 13 2009, 10:35 
  RACKER   სარჩილასვს  მე წამ...   May 13 2009, 11:33
 RACKER   სარჩილასვს  მე წამ...   May 13 2009, 11:33 
  Matador
 Matador   
|   |