![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,952 რეგისტრ.: 31-July 09 მდებარ.: Georgia მომხმარებელი № 265 ![]() |
პროლოგი
"თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მუჰამედთან" ![]() მოდით ჩვენი ფორუმის რეგიონალური კუთხით განვითარებაზეც ვიზრუნოთ. საქართველო ხომ მხოლოდ თბილისი არაა და დარწმუნებული ვარ რეგიონებშიც ბევრი სუბარუ დადის, რომლებიც სიამოვნებით შემოგვიერთდებიან. პირველი მოხალისე ამ პროექტში მე ვიქნები. მესმის რომ ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ყველა მიხვდებით, რომ ფორუმის განვითარებისთვის ცუდი წამოწყება არაა. ჩემს ისტორიას რაც შეეხება, 2 წელზე მეტია თბილისი დავტოვე და ახალი ცხოვრება დავიწყე ჩემს მამაპაპისეულ მიწაზე, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს მხარე საჩხერეში. თავიდან წამმოსვლის მიზეზი ის გახდა , რომ კარგი სამსახური შემომთავაზეს აქ, თან ხელს ისიოც მიწყობდა, რომ აქ ჩემი მშობლიური სახლი და ეზო მაქვს, მერე დავოჯახდი და როგორც იტყვიან ჩავრჩი. აქ ჩემი მყუდრო გარემო მაქვს , დავაარსე საზოგადოება "საჩხერელი" სადაც რაიონის პრადვინუტი ახალგაზრდები გავაერთიანე და ერთად ვაკეთებთ ბევრ სასიკეთო საქმეს. ჩემზე საუბრით თავს აღარ მოგაწყენთ და საქმეზე გავაგრძელებ. იქნებ ღირდეს ჩამოსვლა და რეგიონებზე ფიქრი, მიტუმეტეს საჩხერეში 5-6 სუბარუ უკვე დადის, რომლებიც სიამოვნებით შემოგიერთდებიან. ხოდა შეიკრიბეთ ერთ მშვენიერ დღეს და ჩამოდით. სულ რაღაც 180 კილომეტრია თბილისიდან, რაც დაახლოებით 2 საათის გზაა. აქ იმდენი საინტერესო სანახავია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ დიდი აკაკის სახლ მუზეუმი, აღარაფერს ვამბობ ჩვენი დროის დიდ ქველმოქმედზე, მის პატარა გაევროპულებულ სოფელზე. გიდობა ჩემზე იყოს , კარგად გავიცანი უკვე ეს მხარე. თუ ჩამოხვალთ და მოგვნათლავთ, მადლობელი დავრჩებით აქაური სუბარისტები. ბოლოს კი ლამაზი იმერული სუფრით დავაგვირგვინოთ ახალი პროექტის წამოწყება. დაფიქრდით , იქნებ ღირდეს ![]() ეპილოგი "გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდაც სამოთხეში" ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,952 რეგისტრ.: 31-July 09 მდებარ.: Georgia მომხმარებელი № 265 ![]() |
bondzgi1
შენი მეგვარე და სეხნია მყავს მეგობარი , ჩამო გაგაცნობ, მართალია იმას პასატი ყავს, მაგრამ გავაყიდიებ და სუბარუზე გადავსვავ ![]() crimson რაც შეეხება გეგმას. თუ მე რამოდენიმე დღით ადრე მეცოდინება თქვენი ჩამოსვლის დღე და საათი, მე ვუზრუნველყოფ იმას, რომ დაგხვდეთ აქაურ სუბარუებთან ერთად. თქვენ მოგაქვთ სტიკერები. ჩამოდიხართ, ისვენებთ და ვიწყებთ ექსკურსიას, რომლის მარშრუტს ჩამოსვლისას გაგაცნობთ. სავარაუდოდ, ეს იქნება აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი და ძიძისეული სახლი, "მოდინახის" ციხე , რომლიდანაც იშლება არაჩვეულებრივი იმერული პიეზაჟი, ბ....ნა ივ........ლის რეზიდენცია. მე მაქვს ეგეთი იდეა, რომ რაიმე ადგილს, სადაც ყველა ერთად ავალთ დავარქვათ კლუბის სახელი და დავტოვოთ ჩვენი სახელები. ამ ადგილზევე ჩავატაროთ ნათლობა და დავლოცოთ პროექტის პირველი ნაბიჯები. მე პროფესიით ფოტოჟურნალისტი ვარ და სამომავლოდ თუ ფინანსრურად გავქაჩავთ, მაქვს იდეა რომ ფოტოგამოფენა გავაკეთოთ კლუბზე , თუმცა ეგ სამომავლოდ. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ რაიონში (საჩხერე-ჭიათურა) სუბარუს მომავალი ეკიპაჟი გავხადო ინფორმირებული კლუბის შესახებ და გავუწიო კლუბს პოპულარიზაცია. დანარჩენი იდეები თქვენც დაწერეთ და ერთად ვიმსჯელოთ ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#3
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Validating ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,858 რეგისტრ.: 21-May 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 108 ![]() |
[quote name='Forik' date='Sep 7 2009, 23:58' post='32351']
bondzgi1 შენი მეგვარე და სეხნია მყავს მეგობარი , ჩამო გაგაცნობ, მართალია იმას პასატი ყავს, მაგრამ გავაყიდიებ და სუბარუზე გადავსვავ ![]() ძალიან კარგი, მეც პასატი მყავდა მანამდე ![]() ოფროუდს რაც შეეხება , მაგის მოძებნა არ გაგვიჭირდება |
|
|
![]() ![]() |