![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() STI-444 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator_!!! ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 32,417 რეგისტრ.: 1-May 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 57 ![]() |
მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ SG5 ტურბინიან მოდელებზე დგას შედარებით პატარა კრილჩატკიანი TF035 ტურბინა (ზუსტად იგივე რაც SF5 ევროპულ მოდელზე), რომელიც ბრუნვას იწყებს უფრო დაბალი აბაროტებიდან და შესაბამისად უფრო დაბალ აბაროტებზეც ამთავრებს
![]() არის იდეა რომ სხვადასხვა საჭიროებების გამო სტოკი ტურბინა შეიძლება შეიცვალოს რამე სხვა ტურბინით. DROM-ის ფორუმებზე იყო შესაბამისი განხილვები და იქაც არაერთგვაროვანი შეფასებები აქვს სხვადასხვა ალტერნატიულ ვარიანტებს, ამიტომ მე უფრო მაინტერესებს ჩვენთან როგორ ფიქრობენ ამ ყველაფერზე ![]() გასაგებია რომ ჩვენთან SG5 კუზაო არც ისეთი გავრცელებულია, მაგრამ ფორუმზე უკვე რამდენიმე წევრი ელოდება იაპონიიდან შესაბამის მოდელს, ამიტომ კარგი იქნებოდა ეს თემა გაგვევრცო და მომავალშიც უფრო მეტი ინფორმაციები მოგვეგროვებინა ![]() ერთერთი ვარიანტი არის SF5-იდან მოხსნილი TD04L-ის დაყენება, ანუ ყველაზე იაფიანი ვარიანტი, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თბილისში ბლომად S/Tb-ები იშლება ![]() თუმცა ამ შემთხვევაში გასარკვევია რა პლიუსები იქნება და რა დამატებითი ღონისძიებები იქნება ჩასატარებელი (დეტალები გამოსაცვლელი+პრაშივკა) რომ რეალურ შედეგს მიაღწიო, ანუ ფული ტყუილად არ გადაყარო ![]() არის სხვა ვარიანტებიც, მათ შორის VF22, VF23, VF24 და სხვა მოდელების დაყენება, შესაბამისი დამატებითი წუნინგით (ხშირად აუცილებელიც), გააჩნია მოთხოვნილებებს ![]() -------------------- ST///G
Crazy Monster Wagon |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
XRINCO ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5,687 რეგისტრ.: 28-December 09 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 669 ![]() |
მოკლედ ამდენი თეორიული ექსპერიმენტების მერე ნამდვილი ექსპერიმენტიც შედგა. დავაყენეთ ჩემს მაშინაზე ტდ-04 ტურბინა. 0,9-ს უბერავს პასტაიანად, განსხვავებით წინა ტურბინისგან, რომელიც დიდ სიჩქარეზე 0,6 მდე ჩამოდიოდა. პიკები აქვს 1.2, ფლოუ აქვს გაცილებიტ მეტი და აშკარად ეტყობა რომ იგივე ბუსტზე რაც პატარა ტურბინაზე ქონდა უფრო ჩქარია მანქანა. რაც მთავარია ლაგი, რომელიც ყველას აინტერესებდა, არავითარიიიიიიიიიიი, ისევ ისე მიხსნის როგორც ადრე. ანუ 2 დან უკვე ბუსტი აქვს და 2500 აბაროტიდან უკვე 1 ბარს უბერავს. ხანდახან აქვს დიდ სიჩქარეზეც ბუსტის ოდნავი ჩავარდნები მაგრამ მგონი საიდანღაც ჰაერს იპარავს. ამდენი მოხსნა დაყენებისგან მგონი სადღაც ფაიფინგს დაერხა, მარა ვაპირებ გამოცვლას და ვნახავ რაც იზამს. ან უფრო იმის ბრალი შეილება იყოს რომ ვეისტგეიტის სოლენოიდი ისევ თავისი დავაყენეთ და არა ტდ004-ის. ლოგის ჩაწერა ვერ მოვასწარით, მახო არ იყო. ამ შაბათ კვირას ალბათ ლოგსაც ჩავწერ და ვიტყვი რა მოხდება. ჯერჯერობით მაგარი კმაყოფილი ვარ. ვნახოთ წვაზე რას იზამს. მაგასაც დავწერ მერე. მაგარია დიდი ტურბინაააააააააააა
|
|
|