![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() რანერისტი... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 6,990 რეგისტრ.: 8-July 09 მდებარ.: Erbil, Iraq მომხმარებელი № 215 ![]() |
ზედმეტმა უსაქმურობამ და ცოტა გართობის სურვილმა მიბიძგა ამ თემის გახსნისკენ....
მოკლედ ვწერთ ღადაობა ლუდის სადღეგრძელოებს... წავიდა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- Allahu Akbar
الله أكبر |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() რანერისტი... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 6,990 რეგისტრ.: 8-July 09 მდებარ.: Erbil, Iraq მომხმარებელი № 215 ![]() |
იმ კაცს გაუმარჯოს, საკუთარ თირკმელს რომ გაყიდის და რესტორანში იგრიალებს.
იმ კაცს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვის, ამ ჭიქით ჩემს ქალიშვილ ცოლს გაუმარჯოსო. იმ კაცს გაუმარჯოს, კურდღელს თოფს რომ დაუმიზნებს და გასროლისას ორივე თვალს დახუჭავს. იმ კაცს გაუმარჯოს, თოხს რომ ვაჟკაცურად მოიქნევს და პენსიონერ მამას მიაჩეჩებს ტემპი არ დააგდოო. იმ კაცს გაუმარჯოს, ზამთარში რომ თოვლს შეინახავს, ზაფხულში გავყიდიო. იმ კაცს გაუმარჯოს, მერსედესით რომ ტაქსაობს და კლიენტის გამოჩენამდე ავზში საწვავს არ ასხამს, დაძველდებაო. იმ კაცს გაუმარჯოს, ცელქ შვილიშვილს რომ დედას შეუგინებს. იმ კაცს გაუმარჯოს, შუა ზამთარში კაზინოში რომ პალტოს ფულს წააგებს. იმ კაცს გაუმარჯოს, ცოლის საყვარელს რომ ჭიქას მიუჭახუნებს, ძალა ერთობაშიაო. იმ კაცს გაუმარჯოს, საახალწლო ინდაურს, მოტეხილ ფეხს თაბაშირში ჩაუსვამს. იმ კაცს გაუმარჯოს, გულზე რომ არწივი ახატია და სახლში ცოლი ჩაგრავს. იმ კაცს გაუმარჯოს ოთარაანთ ქვრივი რომ არ წაუკითხავს და “ბლანკოს ქვრივის” არცერთი სერია არ გამოუტოვებია. იმ კაცს გაუმარჯოს, სიმამრს რომ მერსედესს აჩუქებს და მამას რომ მეტროს ტალონს უყიდის. იმ კაცს გაუმარჯოს, ნინოობას გოგო რომ ეყოლება და სახელად გრეტას დაარქმევს. იმ კაცს გაუმარჯოს, შამფურს ჯართში რომ ჩააბარებს, რა ჩემფეხებად მინდაო. იმ კაცს გაუმარჯოს, დედას ნერვებს რომ უწამლავს და სიდედრს კიდევ ვენახსაო. იმ კაცს გაუმარჯოს, მიცვალებულზე შარვალ-კოსტუმი რო შეშურდება. იმ კაცს გაუმარჯოს, დედამისის პენსიით, სიდედრს რომ აგარაკზე დასასვენებლად გაუშვებს. იმ კაცს გაუმარჯოს, სტუმარს მარანში ყავას რომ მიართმევს. იმ კაცს გაუმარჯოს, მამის კისერზე რომ ზის და დედიმისისას მიირთმევსო. იმ კაცს გაუმარჯოს, ორივე ბაბუა რო ფაშისტებმა ფრონტზე მოუკლეს და ჩემპიონატზე გერმანის ბალეშიკია. იმ კაცს გაუმარჯოს, გაფუჭებულ ტანკს, რომ გმირულად შეუვარდება ბორბლებში. იმ კაცს გაუმარჯოს, მაცივარი სავსე რომ აქვს და დედიმისისას მიირთმევს. იმ კაცს გაუმარჯოს, წვერულვაშს რომ მოუშვებს და ფეხებს გაიპარსავს. იმ კაცს გაუმარჯოს, 41-დან 45-მდე რომ ტყეში იმალებოდა და გამარჯვების 26 მაისს მგელმა შეჭამა. იმ ავადმყოფს გაუმაჯოს წამლებს იმიტომ, რომ სვამს სხვამ არ დამილიოსო. იმ კაცს გაუმარჯოს, სიდედრს დედას რომ დაუძახებს, თუ დედას შემაგინებენ სიდედრს მიუვაო. იმ კაცს გაუმარჯოს, სკოლის ატესტატში გეოგრაფიაში ხუთიანი უწერია და საქართველოს დედაქალაქი ხარაგაული ჰგონია. იმ კაცს გაუმარჯოს, რომ ჯარში არ წავიდეო და კუზანოვასთან წავა. იმ კაცს გაუმარჯოს, ცოლს დასასვენებლად, რომ გაუშვებს და ფულს არ გაატანს – ჩავა და თვითონ იშოვისო. ************************** იმ კაცს გაუმარჯოს ვისაც მეგობარი ოდნოებზეც არ ყავსო ![]() -------------------- Allahu Akbar
الله أكبر |
|
|
![]() ![]() |