![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11 რეგისტრ.: 7-December 11 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 2,378 ![]() |
მოგესალმებით ყველას, მე აქ ახალი ვარ . მყავს "ფორიკა" 2000 წ გამოშვებული, იაპონური, 2.0, ტურბინით. ამზაფხულს ვიყიდე. 136 000 ქონდა გავლილი. ამ პერიოდში საკმაოდ შემაყვარა თავი. არაფერი დასჭირვებია, მთაც და ბარიც მომატარა. თითქოს ქალაქის რეჟიმით წვა 13 ლიტრის ფარგლებში იყო. ბოლო 2 კვირაა ჯერ 15-ზე ავიდა, შემდეგ 17-ზე, დღეს 10 ლიტრით (ვზომავ ანთებიდან ანთებამდე) 53 კმ გავიარე ქალაქში. ვასხავ მხოლოდ პრემიუმს სხვადასხვა სახელოვან სადგურებზე,( ვისოლი რომპეტროლი, გალფი, სოკარი, ლუკოილი). მანქანა თითქოს საათივით მუშაობს, დავდივარ წყნარად, ტურბოს პრაქტიკულად არ ვიყენებ, მითუმეტეს ეხლა. ფილტრები, ზეთი ჯერ არ გამომიცვლია, ეხლა უწევს ზეთს. ვინმე ხვთისნიერმა დამაკვალიანეთ, როგორ გამოვასწორო საქმე.
წინასწარ გიხდით მდლობას. ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 7,890 რეგისტრ.: 15-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 19 ![]() |
რაღაც არამგონია ამდენი ეკუ ერთად გავსებულიყო შეცდომებით და არც რაიმე განსაკუთრებილი სიცივეებია. არა მარტო ფორუმზე, სხვა ბევრი ადამიანისგანაც გავიგე რომ ძალიან მოიმატა წვამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. წინა წლებში ასე უცებ წვის მომატება რაღაც არ მახსოვს.
99% დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ძვირფასი ნავთობიმპორტიორების ნახელავია ყველაფერი. მაგათ პირი აქვთ შეკრული და ყველაფერს შეთანხმებულად აკეთებენ. ერთნაირად მოპარვა ძალიან გაუჭირდებათ, ათასი ინტრიგანი დადის და არამგონია მაგაზე წავიდნენ. უფრო ბენზინის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას გავს ეს ყველაფერი. წვა ჯანდაბას, სხვანაირად არ აისახოს ეს, ჩვენს ისედაც მგრძნობიარე ძრავებზე. |
|
|