![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5 რეგისტრ.: 4-January 12 მომხმარებელი № 2,432 ![]() |
მოგესალმებით ყველას და მოგილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით
![]() თავიდანვე ვიტყვი, რომ სუბარუსა და ფორესტერის დიდი მცოდნე არა ვარ. ამტომაც მჭირდება თქვენი დახმარება. მყავს 1997 წლის გამოშვების ოპელ ფრონტერა (2,2 ლ ძრავით, მექანიკა, 5 კარიანი). მინდა შევცვალო ახლით. თავიდანვე ვიტყვი, რომ არ მიყვარს მანქანის ტარების აგრესიული ფორმა. მანქანა ძირითადად ოჯახისათვის მჭირდება, ქალაქგარეთ გასასვლელად და ზაფხულში ზღვაზე გასასეირნებლად - ანუ ეკონომიური და კარგი გამავლობის მქონე. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფორესტერის შეძენა. ჩემი აზრით ჩემთვის ოპტიმალური მანქანა ასე გამოიყურება: სუბარუ ფორესტერი - 2003 წლიდან - 2.0 ლ ძრავი - მექანიკა - მარცხენა საჭე (ქარხნული) - გავლილი უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 100000 კილომეტრისა (65000 მილი) მაქვს შემდეგი შეკითხვები: - რა დაჯდება ასეთი მანქანა; - ნორმალური ტარების შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ტიპის მოდელს როგორი წვა ექნება (ქალაქი/შერეული/ტრასა); - სავალი ნაწილების გამძლეობის შეფასება; - ხშირად საცვლელი ნაწილები რაა ფორესტერში და შეძლებისდაგვარად რა ღირს; - ფორესტერის ნაწილების მაღაზია არის თუ არა თბილისში; - ზემოთ აღნიშნული მოდელის მახასიათებელი როგორია - მოდების სახე (სრული 50/50 ან სხვა), აქვს თუ არა უკანა თვლების ბლოკირება (ავტომატური თუ ხელით ჩასართავი); - და საერთოდ იქნებ დამიწეროთ მექანიკას მაქსიმალურად რა „ნავაროტები“ მოჰყვება ხადავოის ნაწილში. სალონის ნავაროტები არ მაინტერესებს, ვიცი რომ მაგნიტოფონი ყველას აქვს ![]() ძალიან ბევრი რამე კი დავწერე, მაგრამ ეს იმიტომაა, რომ არ მიყვარს გაუაზრებელი ქმედებები (ვის უყვარს როო ). წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,073 რეგისტრ.: 29-October 09 მომხმარებელი № 512 ![]() |
ციტატა 2003 წლიდან - 2.0 ლ ძრავი - მექანიკა - მარცხენა საჭე (ქარხნული) არ არსებობს, ქარხნული მარცხენა რულით არის მხოლოდ 2,5 ძრვზე ციტატა გავლილი უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 100000 კილომეტრისა (65000 მილი) ძალიან გაგიჭირდება, უნდა შეამოწმებინო ჩამოყრილი რომ არ იყოს... და ვაფშე ტა როდესაც ამერიკიდან ჩამოყვანილ მანქანას ყიდულობ, ყველა ვარიანტში უნდა გადაიხადო ცოტა თანხა და შეამოწმებინო მანქანა კარ-ფაქსზე, ანუ რომ გაიგო მანქანის ისტორია... ეს ძალიან მნიშვნელოვანია... ციტატა რა დაჯდება ასეთი მანქანა 7800-დან ზევით ციტატა ნორმალური ტარების შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ტიპის მოდელს როგორი წვა ექნება (ქალაქი/შერეული/ტრასა); ქალაქში 12-13, ტრასაზე 9-10 ციტატა სავალი ნაწილების გამძლეობის შეფასება 10 ბალიანი შეფასებით 9+ იაპონურებს უკანა ხიდი აქვთ ბლოკირებადი, რომელსაც ეძახიან LSD-ის, ამერიკულებს ეს არა აქვთ, არაფერი ჩასართავი არა აქვს და მერწმუნე საკმაოდ კარგი დიფერენციალი აქვს უგზოობისთვის დანარჩენ კითხვებს რაც შეეხება, ცოტა დროს თუ გამოყოფ მაგისთვის და ინტერნეტში ძებნას შეეცდები აუცილებლად იპოვი პასუხებს... ხოლო რაც შეეხება ფორესტერის ნაწილების მაღაზიებს, შენ როგორ ფიქრობ არ იქნება? ყველაფერი ხომ არ უნდა იკითხო კაცო ![]() |
|
|