IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> სუბარუ ფორესტერი, თქვენი რჩევა მჭირდება
diego
გამოხმაურება Jan 4 2012, 19:17
გამოხმაურება #1


Newbie
*

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5
რეგისტრ.: 4-January 12
მომხმარებელი № 2,432




მოგესალმებით ყველას და მოგილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით smile.gif

თავიდანვე ვიტყვი, რომ სუბარუსა და ფორესტერის დიდი მცოდნე არა ვარ. ამტომაც მჭირდება თქვენი დახმარება. მყავს 1997 წლის გამოშვების ოპელ ფრონტერა (2,2 ლ ძრავით, მექანიკა, 5 კარიანი). მინდა შევცვალო ახლით. თავიდანვე ვიტყვი, რომ არ მიყვარს მანქანის ტარების აგრესიული ფორმა. მანქანა ძირითადად ოჯახისათვის მჭირდება, ქალაქგარეთ გასასვლელად და ზაფხულში ზღვაზე გასასეირნებლად - ანუ ეკონომიური და კარგი გამავლობის მქონე.
დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფორესტერის შეძენა. ჩემი აზრით ჩემთვის ოპტიმალური მანქანა ასე გამოიყურება:

სუბარუ ფორესტერი
- 2003 წლიდან
- 2.0 ლ ძრავი
- მექანიკა
- მარცხენა საჭე (ქარხნული)
- გავლილი უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 100000 კილომეტრისა (65000 მილი)

მაქვს შემდეგი შეკითხვები:

- რა დაჯდება ასეთი მანქანა;
- ნორმალური ტარების შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ტიპის მოდელს როგორი წვა ექნება (ქალაქი/შერეული/ტრასა);
- სავალი ნაწილების გამძლეობის შეფასება;
- ხშირად საცვლელი ნაწილები რაა ფორესტერში და შეძლებისდაგვარად რა ღირს;
- ფორესტერის ნაწილების მაღაზია არის თუ არა თბილისში;
- ზემოთ აღნიშნული მოდელის მახასიათებელი როგორია - მოდების სახე (სრული 50/50 ან სხვა), აქვს თუ არა უკანა თვლების ბლოკირება (ავტომატური თუ ხელით ჩასართავი);
- და საერთოდ იქნებ დამიწეროთ მექანიკას მაქსიმალურად რა „ნავაროტები“ მოჰყვება ხადავოის ნაწილში. სალონის ნავაროტები არ მაინტერესებს, ვიცი რომ მაგნიტოფონი ყველას აქვს smile.gif
ძალიან ბევრი რამე კი დავწერე, მაგრამ ეს იმიტომაა, რომ არ მიყვარს გაუაზრებელი ქმედებები (ვის უყვარს როო ).

წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Optimus Prime
გამოხმაურება Jan 4 2012, 21:01
გამოხმაურება #2


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,267
რეგისტრ.: 7-July 11
მდებარ.: ქუთაისი
მომხმარებელი № 2,117




diego

რაც შენ დაწერე ყველა მოთხოვნას დაგიკმაყოფილებს, საკმაოდ გამძლე მანქანა რაც გყავს ეხლა იმაზე მეტად, თოვლში და ტალაშხი გასვლაში აჯობებს ფრონტერას, ანუ სადაც პასადკაც არ დადებს იქ ყველგან აჯობებს, 2.0 უტურბინო-ს თუ იყიდი მითუმეტეს მექანიკას, კარაგად გასიამოვნებს.

ბევრსაც არ წვავს როგორც ზემოთ დაგიწერენ ზუსტად ისე, ქალაქში 11-12, ტრასაზე 8-9...სიარულის მანერას გააჩნია, ფორესტერს აწვევინებს ადგილიდან ჩქარი სტარტი.

კომფორტულია საკმაოდ.

ყველა ნაწილი იშოვება ნორმალურ ფასში, თუ თავიდანვე კარგს იყიდი წარმოუდგნლად უნდა გაიმეტო რომ რამის შეცვლა დაგჭირდეს ძვირიანის.

უყვარს კარგი ბენზინი ფილტრები და ზეთი.

დანარჩენში უკან დამხევი არა საერტოდ..

თუ ფორესტერს გადაწყვეტ აუცილებლად იაპონური იყიდე, ბევრად მოვლილი იქნება...

100 000 ამერიკული რო იყოდო იმდენი დაგიჯდება საერთოდ რო აღარ გენდომება სუბარუ wink.gif

საჭე საკმაოდ ადვილად გადადის თბილისში არაინ ამ საქმის პროფესიონალები. (რა დაჯდება 2003 იანზე არ ვიცი)

ყიდვის დროს აუცილებლად მცოდნე ხალხს ანახე...

ესა ძმობილო რაც ესე უცებ ვირტუალურად გირჩიე smile.gif წარმატებები.

Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
diego   სუბარუ ფორესტერი   Jan 4 2012, 19:17
Forester76  
ციტატ...   Jan 4 2012, 19:49
MEPARA  
ციტატ...   Jan 4 2012, 20:55
TRULOVI  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge