![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 ![]() |
როგორც იცით კლუბში გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩავწეროთ მანქანის ლოგი და შემდგომ მოვახდინოთ მისი ანალიზი.
ვინც არ იცის რას ნიშნავს მანქანის ლოგირება მათთვის მოკლედ ავხსნი, რომ ეს არის მანქანის ძრავის მუშაობასთან დაკავშირებული მაჩვენებლების, ელექრტომოწყობილობების და სხვა საკვანძო დეტალების მახასიათებლების ჩაწერა სხვადასხვა რეჟიმში და დატვირთვაზე. ლოგირების საშუალებით ხდება მანქანის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა გაუმართაობის დიაგნოსტირება დინამიური დაკვირვების საშუალებით. ეს არის ყველაზე სარწმუნო და მაღალტექნოლოგიური საშუალება ავტომობილის ძრავის მუშაობის დიაგნოსტიკისთვის. დინამიური მონაცემები ხვდება კომპიუტერში და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ხდება მათი დეტალური ანალიზი. ვინდაიდან ეს საქმე მოითხოვს ძალიან დიდი დროს, ცოდნას და ნერვებს, ამიტომ კლუბის გადაწყვეტილებით მსურველთათვის დგინდება შემდეგი ფასები 1) ლოგის ჩაწერა, ლოგის დეტალური ანალიზი, შეცდომების წაკითხვა - 50 ლარი. ფორუმელთა ბარათის მფლობელთათვის 40 ლარი 2) ლოგის ჩაწერა, შეცდომების წაკითხვა - 25 ლარი. ფორუმელთა ბარათის მფლობელთათვის 20 ლარი ლოგის ჩასაწერად დაუკავშირდით ჩვენს კლუბელ maxouni-ს http://mysubaru.ge/forum/index.php?showuser=38 |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ახალი არ არის მაგრამ როგორც ჩანს ბევრმა არ იცის და ამიტომ გადავწყვიტე დავწერო:
ახალიე სერვისი სუბარუმოტორსში: სმესის შემოწმება+ლოგირება ფასი 80 ლარი. ქარხნული ლამბდა მაღლ აბაროტებზე და ძალიან გამდიდრებულ სმესზე ვეღარ ზომავს ჰაერ ბენზინის ნაზავს და თუ ნაზავი ღარიბია ეს დიდ საფრთხეს უქმნის თქვენი მატორის ჯანმრთელობას. 2002 წლამდე იაპონურ ფორიკებზე და ლეგასებზე, ასევე 2000 წლამდე ამრიკულ სუბარუებზე საერთოდ ვიწროარხიანი ლამბდები დგას, რომელმაც იცის მხოლოდ სტექეომეტრიული ნაზავის (14.7:1) შემოწმება და ხვდება მხოლოდ იმას რომ 14.7-ზე მეტია თუ ნაკლებია, ეს გამოიყენება მხოლოდ წყნარად სიარულისას რომ მაქსიმალურად სწორად შეარჩიოს კომპიუტერმა საწვავის ჩასხმის დოზა. 2000 წლიდან ამერიკულ სუბარუებზე, იაპონურ იმპრეზებზე და 2002 წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა სუბარუზე დგას ფართოარხიანი ლამბდა, რომელიც ვალდებულია ზუსტად გაზომოს სმესი, მაგრამ ვინაიდან კომპიუტერი აღარ უყურებს ლამბდის ჩვენებას დიდი დატვირთვებზე, ამიტომ დიდად არ შეიწუხეს თავი მწარმოებლებმა და როცა სმესი 13:0-ზე უფრო მდიდარია - ყველა ვარიანტში 11.0-ს გვაჩვენებს. თავისთავად 11.0 უსაფთხო სმესია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ქარხნული ლამბდის 11 შეიძლება 13-იც იყოს - მაშინ თამამად შეიძლება ითქვას რომ ძრავი საფრთხის ქვეშაა და ერთ დღესაც აკაკუნდება. ყველაზე საინტერესოა ის მომენტი რომ 13.2 სმესზე ყველაზე მეტი აქვს ტურბინიან ძრავს გაწევა, მაგრამ როგორც ავღნიშნე ეს მეტისმეტად ოპტიმისტური განწყობა მალე მოუღებს ძრავს ბოლოს. 2 კვირის წინ გავასწორეთ სმესი ტრულოვის მანქანაზე და ვაიდნებდის მიერთებით და სმესის გაზომვით აღმოვაჩინეთ რომ აშკარად აკლდა ბენზინი ძრავს, სწორედ რომ 13.4 იყო და იმიტომაც გარბოდა ეგ მანქანა კარგად, შეიძლება ითქვას რომ კარგმა დეტონაციის დატჩიკმა გადაარჩინა ტრულოვის მანქანის ძრავი. ჩვენთან სმესის შემოწმება ხდება მაღალი სიზუსტის აპარატურით. სმესის შემოწმების შემდეგ თუ ვინემ გადაწყვეტს სმესის ნასტროიკას - 1 თვის მანძილზე სმესის ნასტროიკაზე ექნება 40%-იანი ფასდაკლება, ანუ 100$-ის ნაცვლად ნასტროიკაში გადაიხდის 100 ლარს. |
|
|
![]() ![]() |