![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 ![]() |
უკვე უმეტესობისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ გაზის აპარატურის მონტაჟი. კონკრეტულად ვამონტაჟებთ მსოფლიოში ერთერთი ლიდერი კომპანიის Landi Renzo-ს მეოთხე თაობის იტალიურ აპარატურას, რომელიც ძალიან ბევრ მარკის ავტომობილებზე ქარხნულადვე დამონტაჟებული გამოდის სხვადასხვა ქვეყნებში.
![]() დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ ამ აპარატურის გარანტირებული ხარისხი და ჩვენი გამოცდილება სუბარუს ტექნიკური კუთხით წინაპირობაა იმისა, რომ ჩვენთან დაყენებული გაზის აპარატურა ტექნიკურად გამართულ მანქანაზე იმუშავებს უპრობლემოდ, ხოლო აპარატურაზე გარანტია გავრცელდება 2 წელი !!! ფასები: აპარატრურა + მონტაჟის ფასები: 4 ცილინდრიანი ძრავები (არაბოქსერი) - 980 ლარი 4 ცილინდრიანი ძრავები ტურბინიანი (არაბოქსერი) - 1130 ლარი 4 ცილინდრიანი ძრავები (ბოქსერი) - 1170 ლარი (ტურბინიანი,უტურბინო ერთი ფასია) 6 ცილინდრიანი ძრავები - 1370 ლარი 8 ცილინდრიანი ძრავები - 1510 ლარი ფაბერის ახალი ბალონები: 12 კუბიანი - 750 ლარი 16 კუბიანი - 960 ლარი 18 კუბიანი - 1100 ლარი 20 კუბიანი - 1180 ლარი აუცილებლად აღსანიშნია ამ აპარატურის ინჟEქტორების სიდიდე და სიმძლავრე, რომელიც სხვა იტალიური აპარატურის ინჟექტორებისგან განსხვავებით ერთიორად დიდია თუნდაც ვიზუალურად. ეხლა ყველაზე მთAვარი ![]() ამ სერვისის ღირებულება იქნება 80 ლარი იმათთვის ვინც ჩვენთAნ დააყენებს გაზს და 100 ლარი ყველა სხვაგან დაყენებული მანქანებისთვის. დავდებ ჩვენს მიერ დაყენებული გაზის აპარატურის რამოდენიმე სურათს: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() P.S. ავტომობილი, რომელზეც მონტაჟდება გაზი უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში. აუცილებლად გავლილი უნდა ჰქონდეს სრული დიაგნოსტიკა (ლოგირება) და აღმოფხვრილი უნდა იყოს ყველა გაუმართაობა !!! სიახლე !!! ლოგირების ფასი იმ მანქანებისთვის, რომლებიც ჩვენთAნ დააყენებენ გაზს იქნება 20 ლარი 50 ლარის ნაცვლად |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() უბრალოდ Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 6,148 რეგისტრ.: 7-January 12 მომხმარებელი № 2,436 ![]() |
ალბათ ყველამ იცის რომ ჩემი ფორესტერი იყო პირველი მანქანა რომელზეც ბიჭებმა გაზი დაამონტაჟეს...
ყველაფერი ძალიან ხარისხიანად და კარგადაა გაკეთებული, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ![]() ბალონი მეთვითონ მივიტანე, 800 ლარად ვიყიდე 16 კუბიანი (80კგ.) კორეული 2011 წლიანი (ფოტოებზე ჩანს პირველ პოსტში). გაზის დაყენების, კალიბრაციის და ნასტროიკის შემდეგ, მანქანა გაზზე გადის ქალაქში 180-200 კილომეტრს (სიარულის მანერიდან გამომდინარე), ეს ყველაფერი 16 კუბიანი ბალონით, რომელშიც დატენვისას 18 ჩადის ![]() გამოდის, რომ 100 კილომეტრზე ჭირდება დაახლოებით 9-10 კუბი გაზი, ლარებში ეს გამოდის 10 ლარი. 10 ლარად კი 4.5 ლიტრი ბენზინი მოგდის ![]() ჩემს შემთხვევაში მანქანა ქალაქში წვავდა 12-13 ლიტრ ბენზინს, გამოდის, რომ ეკონომია მივიღე 50%_ზე მეტი!!! აი ტრასაზე კი 220-230 კმ_ს გადის უპრობლემოდ. ხო, გაწევას რაც შეეხება, იმის მიუხედავად, რომ უკან 80 კილოანი ბალონი დევს, სხვაობა თითქმის შეუმჩნეველია ბენზინსა და გაზს შორის. არც დატვირთულზე არ უჭირს მანქანას. კვირას ვიყავი სოფელში, მანქანაში 6 კაცი, უკან ბალონი და ბლომათ ბარგი და საერთოდ არ მიგრძვნია რომ მანქანა გაზზეა და "კვდება", პირიქით, ძალიან მაგრად დადიოდა ![]() ბევრი რომ აღარ ვწერო, ვისაც დააინტერესებს შემიძლია ვაჩვენო მანქანა ![]() |
|
|
![]() ![]() |