![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5,635 რეგისტრ.: 22-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 40 ![]() |
მთხრობელი თვით კუბლიჩა
![]() პირველი ბორტი დავბრუნდით, ძალიან მაგარი იყო. სურათები ბლომად მაქვს, მაგრამ ჯერ არ მომთხოვოთ, მანამდე მოკლე შინაარსს მოგიყვებით. (მოდერებო ამ პოსტს გადაიტანთ ალბათ რეპორტაჟებში) თავი I. გზა დილის 11ის ნახევარზე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დავიძარით 3 ეკიპაჟი: (1 ეწერება მძღოლი) 1) გიზო, ხრინწო, ხრინწოს 2 ბავშვი (უფროსები) 2) რაკერა, მე, ლიო, ლიოს უფროსი ბავშვი. 3) ლაშკა, კოტე, კოტეს ცოლი, და ლაშკას და კოტეს ბალღები. ორთაჭალაში გავზაპრავკდით და დავაწექით. გზა იყო იდეალური თეთრ წყარომდე. თეთრ წყაროში შევედით "ბაზარში". ბაზარი ბრჭყალებში რატომ წერია, ფოტოსესიის დროს მიხვდებით. ვიყიდეთ მწვანილი, თონის პურები, და დავიძარით სამშვილდეში. სასიარულო იყო ხრეშიან გზაზე დაახლოვებით 5-7 კმ. ოღონდ ბოლო 1 კმ ძალიან დიდი ლოდები იყო და მცირეოდენი ოფროუდის დოზაც მივიღეთ. თავი II. სამშვილდე სამშვილდე არის დიდი ნაქალაქარი კომპლექსი. ციხე, კლდეში ქვაბულები, სალოცავები და ა.შ იყო არაჩვეულებრივი ბუნება, ხეივანი, თავის საქეიფო მაგიდებით, თუმცა მანდ არ დავბანაკებულვართ. კილომეტრების სიღრმის ხევი და ხრამის ხეობის უნიკალური ხედები. ცოტა ხანში გამოჩნდა ციხე. იქვე გაიმართა შეჯიბრი კოტეს და ლაშკას ბავშვებს შორის. აბა ვინ გამოიცნობს რაში... ავძვერით ციხეზე, ავაფრიალეთ დროშა. ისედაც თვალუწვდენელი ხევი კიდევ უფრო თვალუწვდენელი გამოჩნდა. გადავიღეთ ბევრი ფოტო. იქიდან დავინახეთ სალოცავი იმავე კომპლექსის ტერიტორიაზე და მივედით, მინდორში წამოვკოტრიალდით, დავისვენეთ და დაახლოვბით 1 საათში გამოვემართეთ უკვან. მოკლედ რომ შევაფასო უმაგრესი ადგილია სამშვილდე, ყველას ვურჩებ ნახოს. თავი III. მსვლელობა გუდარეხისკენ. სამშვილდიდან უკან ოდნავ მოკლე გზით დავბრუნდით, რაკერას ნავიგაციამ ეგრე დაგვიწერა, რამდენიმე ათეული მეტრი მოვიგეთ, მაგრამ გიზო გავანაწყენეთ, წყარო იყო გზად და იქ სდომებია წყალს დაწაფება. ისევ გავჩერდით თეთრ წყაროში, დავამატეთ თონის პური და დავიძარით. რაკერამ დამეტკა ნავიგაციაზე გუდარეხის მონასტერი, წინ გავუძეხით მოკრძალებულ კოლონას და ავუყევით ხრეშიან აღმართებს. ერთ ადგილას იყო არჩევვანი, ან უნდა წავსულიყავით პირდაპირ, ან მოკლეზე მარჯვნივ. ნავიგაცია მარჯვნივ გვიშვებდა, ხალხი კი მიიჩნევდა რომ პირდაპირ უნდა წავსულიყავით. ჰუმანს და კომპიუტერს შორის ბრძოლაში ჰუმანმა გაიმარჯვა და საბოლოოდ იქ მივედით სადაც მეორე გზითაც მივიდოდით, თუმცა განწირულები ვიყავით 100 მეტრის აღმართში ზადნით სასიარულოდ, რადგან იმ მოკლე გზის ბოლოში შავი ვოლგა იდგა და გვერდის ასაქცები არ არსებობდა. კიდევ კარგი რომ კომპიუტერს არ ვენდეთ. შემდეგ იქვე სოფელში, რაკერამ მოახერხა და ჩაჯდა ტალახში, 3 კაციანმა ცოცხალმა ძალამ ამოათრია და გავაგრძელეთ გზა უკვე დაღმართზე. რომ მივხვდით, რომ რაც უფრო ქვევით ჩავდიოდით, კომუნიკაციას ვკარგავდით გავჩერდოთ და დავურეკეთ ხაჩიკას ეკიპაჟს. ხაჩიკა, კასტერა, შაკო მოდიოდნენ ერთი მანქანით. წინ იყო ლამაზი ხედი დაუდგენელ წყალსაცავზე. გზაზე დავტოვეთ (დავტოვეთ რა, დაგვივარდა) კვალი, რათა მოეგნოთ სულგუნის ნაჭრის სახით, მაგრამ ეკიპაჟი მალევე მოვიდა და ერთად გავაგრძელეთ გზა. ჩავუარეთ კოშკს, რომლის შემდეგაც დაიწყო ულამაზესი, და ლაითად ექსტრემალური გზა. სულ აღმართ-დაღმართი იყო ისე რომ ალალ ბედზე გადავდიოდით, ცას ვუყურებდით და გზა არ ჩანდა გადასასვლელებში. ეგეთი იყო მე რაც დავთვალე 6 გადასასვლელი. ბოლოს მივადექით გუდარეხის მონასტერს. to be continued |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,551 რეგისტრ.: 18-May 09 მომხმარებელი № 99 ![]() |
თავი IV. გუდარეხი
ავედით მონასტერთან, ვნახეთ საქართველოში ყველაზე ძველი სამრეკლო, გადავიღეთ რამდენიმე სურათი და ჩამოვედით რამდენიმე მეტრით ქვემოთ. მონასტრის ეზოში ხომ არ დავცემდით კარავს. დაიწყო სამზადისი, ლიო ხორცს ჭრიდა, რაკერა დვიჟოკს "ანასტროიკებდა", ხრინწო მწვანილს რეცხდა, კოტე ტენტს შლიდა, ზოგი კარავს აწყობდა, ზოგი შეშას აგროვებდა. ზოგი ფერდობზე ადიოდა და დაკავშირებას ცდილობდა ბაკიკის ეკიპაჟთან. (იქ სადაც ჩვენ ვიყავით სვიაზი არ იყო) როგორ იქნა შემოგვესმა ბაკიკის მანქანის ხმა, ცოტას კი ვნერვიულობდით, იქ როგორ უნდა მოეგნო, მაგრამ მოგვაგნო. ხრინწოს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, როცა ბაკიკის მანქანიდან გადმოვიდა მარი და დანარჩენი ორი ბავშვი. სიურპრიზი გაუკეთა მეუღლემ, დილას არ წამოვიდა და ხრინწოს ბოლო წუთამდე ეგონა რომ არ მიდოიდა. მათ გარდა მანქანაში ისხდნენ მთიული და სვდ, იგივე ლიოვა. თავი V. ნადიმი. დაღამდა, 9 საათზე დავჯექით სუფრასთან. ხრინწოს ბავშვი ისეთი მოშიებული იყო, თვალებით გვჭამდა ![]() სუფრის წინამძღოლობა ითავა ხრინწომ, მენიუ იყო ჩაქაფული ცხვრისა, მწვადი ღორისა, სულგუნი ფანტასტიური, კიტრი, პომიდორი, გულ-ღვიძლი ტაფაზე (უგემრიელესი) და მათი აქსესუარები. ლიოვამ კარტოფილი შეიწვა, ხორცს რა თქმა უნდა ისეს პირი არ დააკარა, დანარჩენი სუფრაზე კი იცით, რა და როგორ ხდება ხოლმე და არ დავწვრილმანდები. to be continued თავი VI. ღამის "მშვიდი" ძილი ბანდფორმირებამ, რომელიც შეიარაღებული იყო პომადით, მანიკურით, კბილის პასტით, ნაცრით და სხვა საარტილერიო საშუალებებით მოინდომა პატიოსანი ხალხისთვის იმიჯის შელახვა. მე შემომივარდა შაკო, იგივე თებზი კარავში და დამიპირა გაპომადება, მაგრამ დაავიწყდა თავზე რომ დიდი ფანარი ეკეთა, იმის გამორთვა. შედეგად მომანათა თვალებში, მეც გამეღვიძა და მცდელობა აღკვეთილ იქნა. ასევე აღკვეთილ იქნა კიდევ ორი მცდელობა მოგვიანებით და შემეშვნენ. თუმცა დაზარალდა 4 ადამიანი: ხაჩიკა, ანდრო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თვითონ ბანდფორმირების ორი წევრი: რაკერა და კასტერა. როგორ მოახერხეს არ ვიცი. "მშვიდი" ძილი ასევე "მშვიდად" გაგრძელდა ამის შემდეგაც, ერთმა არსებამ იმხელა დაიღრიალა ბოტასის გულისთვის რომ ყველანი გაგვაღვიძა. შემდეგ იყო გარკვეული პროვოკაციები, მაგრამ ბოლოს მაინც ყველას დაეძონა. თავი VII. დილის საამური სახეები. რომ გავიღვიძე ეღვიძა მხოლოდ ლიოს შვილს და გიზოს. შემდეგ ნელ-ნელა გამოყვეს თავები კარვებიდან. ზოგს რა აკლდა, ზოგს რა. იძულების წესით გაღვიძებულ იქნა ანდრე, და მთელი დღე ბუზღუნებდა ამის გამო. ჯერ ტელეეფონს ეძებდა, მერე სიგარეტს, ლიოვამ ისეთი რამე იკითხა, მაგას ვერ გავიმეორებ. კასტერამ აღმოაჩინა რომ ნაკვერჩხალში უძინია. თავი VIII. დაშლა არ მოშლა. გძეტა 11 საათისკენ დავიწყეთ კარვების აკეცვა, ჩალაგება, ნაგვის დაწვა და ჩაბარგება. ბავშვცებმა ითამაშეს სვანური ფეხბურთი (თავდაღმართში), პახმელიით შეწუხებულებმა იმკურნალეს. 12 საათზე რაკერას ბორტდი წამოვედით. გზად გავიარეთ პატარა მდინარეში, სადაც მე გავირეცხე შარვალი და დავიძარით თბილისისკენ. დანარჩენებიც მალე უნდა წამოსულიყვნენ, მეტი არ ვიცი რა მოხდა |
|
|
![]() ![]() |