IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> სამშვილდე, გუდარეხი, პირღებული 28-29 აპრილი,, დაპირებული რეპორტაჟი
mtiuli
გამოხმაურება Apr 29 2012, 13:24
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,635
რეგისტრ.: 22-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 40




მთხრობელი თვით კუბლიჩა biggrin.gif

პირველი ბორტი დავბრუნდით, ძალიან მაგარი იყო.

სურათები ბლომად მაქვს, მაგრამ ჯერ არ მომთხოვოთ, მანამდე მოკლე შინაარსს მოგიყვებით. (მოდერებო ამ პოსტს გადაიტანთ ალბათ რეპორტაჟებში)

თავი I. გზა

დილის 11ის ნახევარზე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დავიძარით 3 ეკიპაჟი: (1 ეწერება მძღოლი)
1) გიზო, ხრინწო, ხრინწოს 2 ბავშვი (უფროსები)
2) რაკერა, მე, ლიო, ლიოს უფროსი ბავშვი.
3) ლაშკა, კოტე, კოტეს ცოლი, და ლაშკას და კოტეს ბალღები.

ორთაჭალაში გავზაპრავკდით და დავაწექით. გზა იყო იდეალური თეთრ წყარომდე.
თეთრ წყაროში შევედით "ბაზარში". ბაზარი ბრჭყალებში რატომ წერია, ფოტოსესიის დროს მიხვდებით. ვიყიდეთ მწვანილი, თონის პურები, და დავიძარით სამშვილდეში. სასიარულო იყო ხრეშიან გზაზე დაახლოვებით 5-7 კმ. ოღონდ ბოლო 1 კმ ძალიან დიდი ლოდები იყო და მცირეოდენი ოფროუდის დოზაც მივიღეთ.

თავი II. სამშვილდე

სამშვილდე არის დიდი ნაქალაქარი კომპლექსი. ციხე, კლდეში ქვაბულები, სალოცავები და ა.შ
იყო არაჩვეულებრივი ბუნება, ხეივანი, თავის საქეიფო მაგიდებით, თუმცა მანდ არ დავბანაკებულვართ. კილომეტრების სიღრმის ხევი და ხრამის ხეობის უნიკალური ხედები. ცოტა ხანში გამოჩნდა ციხე.
იქვე გაიმართა შეჯიბრი კოტეს და ლაშკას ბავშვებს შორის. აბა ვინ გამოიცნობს რაში...
ავძვერით ციხეზე, ავაფრიალეთ დროშა. ისედაც თვალუწვდენელი ხევი კიდევ უფრო თვალუწვდენელი გამოჩნდა. გადავიღეთ ბევრი ფოტო. იქიდან დავინახეთ სალოცავი იმავე კომპლექსის ტერიტორიაზე და მივედით, მინდორში წამოვკოტრიალდით, დავისვენეთ და დაახლოვბით 1 საათში გამოვემართეთ უკვან.
მოკლედ რომ შევაფასო უმაგრესი ადგილია სამშვილდე, ყველას ვურჩებ ნახოს.

თავი III. მსვლელობა გუდარეხისკენ.
სამშვილდიდან უკან ოდნავ მოკლე გზით დავბრუნდით, რაკერას ნავიგაციამ ეგრე დაგვიწერა, რამდენიმე ათეული მეტრი მოვიგეთ, მაგრამ გიზო გავანაწყენეთ, წყარო იყო გზად და იქ სდომებია წყალს დაწაფება.
ისევ გავჩერდით თეთრ წყაროში, დავამატეთ თონის პური და დავიძარით. რაკერამ დამეტკა ნავიგაციაზე გუდარეხის მონასტერი, წინ გავუძეხით მოკრძალებულ კოლონას და ავუყევით ხრეშიან აღმართებს. ერთ ადგილას იყო არჩევვანი, ან უნდა წავსულიყავით პირდაპირ, ან მოკლეზე მარჯვნივ. ნავიგაცია მარჯვნივ გვიშვებდა, ხალხი კი მიიჩნევდა რომ პირდაპირ უნდა წავსულიყავით. ჰუმანს და კომპიუტერს შორის ბრძოლაში ჰუმანმა გაიმარჯვა და საბოლოოდ იქ მივედით სადაც მეორე გზითაც მივიდოდით, თუმცა განწირულები ვიყავით 100 მეტრის აღმართში ზადნით სასიარულოდ, რადგან იმ მოკლე გზის ბოლოში შავი ვოლგა იდგა და გვერდის ასაქცები არ არსებობდა. კიდევ კარგი რომ კომპიუტერს არ ვენდეთ.

შემდეგ იქვე სოფელში, რაკერამ მოახერხა და ჩაჯდა ტალახში, 3 კაციანმა ცოცხალმა ძალამ ამოათრია და გავაგრძელეთ გზა უკვე დაღმართზე. რომ მივხვდით, რომ რაც უფრო ქვევით ჩავდიოდით, კომუნიკაციას ვკარგავდით გავჩერდოთ და დავურეკეთ ხაჩიკას ეკიპაჟს. ხაჩიკა, კასტერა, შაკო მოდიოდნენ ერთი მანქანით. წინ იყო ლამაზი ხედი დაუდგენელ წყალსაცავზე. გზაზე დავტოვეთ (დავტოვეთ რა, დაგვივარდა) კვალი, რათა მოეგნოთ სულგუნის ნაჭრის სახით, მაგრამ ეკიპაჟი მალევე მოვიდა და ერთად გავაგრძელეთ გზა. ჩავუარეთ კოშკს, რომლის შემდეგაც დაიწყო ულამაზესი, და ლაითად ექსტრემალური გზა. სულ აღმართ-დაღმართი იყო ისე რომ ალალ ბედზე გადავდიოდით, ცას ვუყურებდით და გზა არ ჩანდა გადასასვლელებში. ეგეთი იყო მე რაც დავთვალე 6 გადასასვლელი. ბოლოს მივადექით გუდარეხის მონასტერს.

to be continued
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Kastera
გამოხმაურება Apr 30 2012, 11:12
გამოხმაურება #2


mysubaru.ge
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,513
რეგისტრ.: 17-April 09
მომხმარებელი № 20




მაგარი იყო ყველაფერი.. უბრალოდ მეორე დღეს მალე ვიშლებით ხოლმე ...


--------------------
4x4=16
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
mtiuli   სამშვილდე, გუდარეხი, პირღებული 28-29 აპრილი,   Apr 29 2012, 13:24
kublicha   თავი IV. გუდარეხი ავ...   Apr 29 2012, 13:41
mtiuli   მეორე ეკიპაჟიც დაბ...   Apr 29 2012, 14:42
lasha80   მესამე ეკიპაჟიც და...   Apr 29 2012, 16:50
kublicha   რამდენიმე სურათს დ...   Apr 29 2012, 17:28
mtiuli   კუბლიჩ ლინკიც დადე...   Apr 29 2012, 17:31
kublicha   ბოლო მეტრები გუდარ...   Apr 29 2012, 17:40
zimbo   საღოლ, კარგი გასვლ...   Apr 29 2012, 17:46
xrinco   ჩემი და რაკერას შე...   Apr 29 2012, 18:19
kublicha   პატარა გეოგრაფიულ...   Apr 29 2012, 18:36
ToTo   მალადეც. როცორც ყო...   Apr 29 2012, 18:57
datoxachi  
ციტატ...   Apr 30 2012, 00:23
svd   აბა როგორ ხართ ლომ...   Apr 30 2012, 08:15
mtiuli   ატვირთეთ რა ეგ სურ...   Apr 30 2012, 08:18
DAVIDUS   უხხხხ თქვენ გენაცვ...   Apr 30 2012, 08:23
lio   დილა მშვიდობისა ყვ...   Apr 30 2012, 09:29
ATU-111   აი მალაცი რებიატა, ...   Apr 30 2012, 09:33
Joker   მალადეც მაგარი ადგ...   Apr 30 2012, 10:02
crimson   ბოლოს დავრჩით 2 ეკი...   Apr 30 2012, 10:15
Kastera   მაგარი იყო ყველაფე...   Apr 30 2012, 11:12
mtiuli   Kastera
  May 1 2012, 07:28
svd   kublicha მაგარი პარო...   May 1 2012, 08:15
ToTo   ხალხებო ერთი თხოვ...   May 1 2012, 08:29
mtiuli   კიდე კოტე იღებდა მ...   May 1 2012, 08:29
datoxachi   Kastera :mosking:   May 1 2012, 08:40
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge