![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5,635 რეგისტრ.: 22-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 40 ![]() |
მთხრობელი თვით კუბლიჩა
![]() პირველი ბორტი დავბრუნდით, ძალიან მაგარი იყო. სურათები ბლომად მაქვს, მაგრამ ჯერ არ მომთხოვოთ, მანამდე მოკლე შინაარსს მოგიყვებით. (მოდერებო ამ პოსტს გადაიტანთ ალბათ რეპორტაჟებში) თავი I. გზა დილის 11ის ნახევარზე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დავიძარით 3 ეკიპაჟი: (1 ეწერება მძღოლი) 1) გიზო, ხრინწო, ხრინწოს 2 ბავშვი (უფროსები) 2) რაკერა, მე, ლიო, ლიოს უფროსი ბავშვი. 3) ლაშკა, კოტე, კოტეს ცოლი, და ლაშკას და კოტეს ბალღები. ორთაჭალაში გავზაპრავკდით და დავაწექით. გზა იყო იდეალური თეთრ წყარომდე. თეთრ წყაროში შევედით "ბაზარში". ბაზარი ბრჭყალებში რატომ წერია, ფოტოსესიის დროს მიხვდებით. ვიყიდეთ მწვანილი, თონის პურები, და დავიძარით სამშვილდეში. სასიარულო იყო ხრეშიან გზაზე დაახლოვებით 5-7 კმ. ოღონდ ბოლო 1 კმ ძალიან დიდი ლოდები იყო და მცირეოდენი ოფროუდის დოზაც მივიღეთ. თავი II. სამშვილდე სამშვილდე არის დიდი ნაქალაქარი კომპლექსი. ციხე, კლდეში ქვაბულები, სალოცავები და ა.შ იყო არაჩვეულებრივი ბუნება, ხეივანი, თავის საქეიფო მაგიდებით, თუმცა მანდ არ დავბანაკებულვართ. კილომეტრების სიღრმის ხევი და ხრამის ხეობის უნიკალური ხედები. ცოტა ხანში გამოჩნდა ციხე. იქვე გაიმართა შეჯიბრი კოტეს და ლაშკას ბავშვებს შორის. აბა ვინ გამოიცნობს რაში... ავძვერით ციხეზე, ავაფრიალეთ დროშა. ისედაც თვალუწვდენელი ხევი კიდევ უფრო თვალუწვდენელი გამოჩნდა. გადავიღეთ ბევრი ფოტო. იქიდან დავინახეთ სალოცავი იმავე კომპლექსის ტერიტორიაზე და მივედით, მინდორში წამოვკოტრიალდით, დავისვენეთ და დაახლოვბით 1 საათში გამოვემართეთ უკვან. მოკლედ რომ შევაფასო უმაგრესი ადგილია სამშვილდე, ყველას ვურჩებ ნახოს. თავი III. მსვლელობა გუდარეხისკენ. სამშვილდიდან უკან ოდნავ მოკლე გზით დავბრუნდით, რაკერას ნავიგაციამ ეგრე დაგვიწერა, რამდენიმე ათეული მეტრი მოვიგეთ, მაგრამ გიზო გავანაწყენეთ, წყარო იყო გზად და იქ სდომებია წყალს დაწაფება. ისევ გავჩერდით თეთრ წყაროში, დავამატეთ თონის პური და დავიძარით. რაკერამ დამეტკა ნავიგაციაზე გუდარეხის მონასტერი, წინ გავუძეხით მოკრძალებულ კოლონას და ავუყევით ხრეშიან აღმართებს. ერთ ადგილას იყო არჩევვანი, ან უნდა წავსულიყავით პირდაპირ, ან მოკლეზე მარჯვნივ. ნავიგაცია მარჯვნივ გვიშვებდა, ხალხი კი მიიჩნევდა რომ პირდაპირ უნდა წავსულიყავით. ჰუმანს და კომპიუტერს შორის ბრძოლაში ჰუმანმა გაიმარჯვა და საბოლოოდ იქ მივედით სადაც მეორე გზითაც მივიდოდით, თუმცა განწირულები ვიყავით 100 მეტრის აღმართში ზადნით სასიარულოდ, რადგან იმ მოკლე გზის ბოლოში შავი ვოლგა იდგა და გვერდის ასაქცები არ არსებობდა. კიდევ კარგი რომ კომპიუტერს არ ვენდეთ. შემდეგ იქვე სოფელში, რაკერამ მოახერხა და ჩაჯდა ტალახში, 3 კაციანმა ცოცხალმა ძალამ ამოათრია და გავაგრძელეთ გზა უკვე დაღმართზე. რომ მივხვდით, რომ რაც უფრო ქვევით ჩავდიოდით, კომუნიკაციას ვკარგავდით გავჩერდოთ და დავურეკეთ ხაჩიკას ეკიპაჟს. ხაჩიკა, კასტერა, შაკო მოდიოდნენ ერთი მანქანით. წინ იყო ლამაზი ხედი დაუდგენელ წყალსაცავზე. გზაზე დავტოვეთ (დავტოვეთ რა, დაგვივარდა) კვალი, რათა მოეგნოთ სულგუნის ნაჭრის სახით, მაგრამ ეკიპაჟი მალევე მოვიდა და ერთად გავაგრძელეთ გზა. ჩავუარეთ კოშკს, რომლის შემდეგაც დაიწყო ულამაზესი, და ლაითად ექსტრემალური გზა. სულ აღმართ-დაღმართი იყო ისე რომ ალალ ბედზე გადავდიოდით, ცას ვუყურებდით და გზა არ ჩანდა გადასასვლელებში. ეგეთი იყო მე რაც დავთვალე 6 გადასასვლელი. ბოლოს მივადექით გუდარეხის მონასტერს. to be continued |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,551 რეგისტრ.: 18-May 09 მომხმარებელი № 99 ![]() |
დავდებ საღამოს მთლიან არქივს.
shota ჩემი სურათები დაპატარევებულია. crimson აბა თქვენ ხალხი ხართ? ჩანჩქერი ნახეთ და სურათი არ გადაუღეთ? აფსუს ადრე არ წამოვსულიყავით... karoche ციტატა(karoche @ 30th April 2012 - 01:23) [snapback]391733[/snapback] დარჩენილი ბოლო ორი ეკიპაჟი უკანა გზაზე რომ წამოვედით, სანამ კოშკამდე მოვიდოდით წვიმა დაიწყო ნელნელა, ხოდა სრულიად შემთხვევით კოშკის შემდეგ გზა შეგვეშალა (ეს შემდეგ მივხვდით) და მარჯვნივ წავედით მარცხენა მხარის ნაცვლად, ანუ სულ სხვა ხეობით გამოგვივიდა მგზავრობა. მიუხედავად იმისა რომ ეს გზა უფრო ქვიანი და ერთი შეხედვით ცუდი იყო, შეიძლება ითქვას რომ ამ შეცდომამ გადაგვარჩინა, რადგან სულ მალე ძალიან მაგარმა წვიმამ დასცხო და პირველი გზით დაბრუნების შემთხვევაში კირიან გზას წვიმით აზელილს როგორ გამოვივლიდით არ ვიცი, ან იმ ადგილს სადაც რაკერა დაღმართში ჩაჯდა იქეთ მგზავრობისას და დღეს უკან აღმართში ამოსვლა (ამოსვლის მცდელობა უფრო ჩემი აზრით) ამ წვიმაში მოგვიწევდა თან ეს მეორე გზა უფრო მოკლე აღმოჩნდა - ჯამში სულ 10 კმ მონასტერიდან ახალ გზატკეცილამდე, მაშინ როცა იქეთ მგზავრობისას თეთრი წყაროს ცენტრიდან მონასტრამდე ალბათ 30 კმ გავიარეთ. ამ უცხო გზით ისეთ ადგილას გამოვედით გზატკეცილზე (ოდნავ წალკა-მანგლისისკენ თეთრი წყაროს გადასახვევიდან), რომ იმ "იდუმალ" ტბასთან (ტბისი) გამოვიარეთ ბოლოს ეგაა ალგეთის წყალსაცავის მისასვლელი გზა. თავიდანვე რომ გუდარეხში წავსულიყავით მაგ გზით წავიდოდით, მაგრამ ჯერ ხო სამშვილდეში მივდიოდით. ისე თუ მდინარის იქითა ნაპირზე გადახვედით, დაბლა რაღა გინდოდათ, ბარემ ასულიყავით ორბეთში |
|
|
![]() ![]() |