გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
Sep 29 2009, 21:35
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,952 რეგისტრ.: 31-July 09 მდებარ.: Georgia მომხმარებელი № 265 |
დღეს კიდევ ერთი გამოცდა მოვუწყვე ჩემს ფორიკას ოფროუდში და გთავაზობთ მოკლე რეპორტაჟს ფოტოებით. ვფიქრობ საინტერესო იქნება ამ თემაში თქვენც თუ დადებთ ხოლმე ოფროუდის ფოტოებს და ვიდეოებს.
შებინდებისას არხეინად მივუყვებოდი ერთი პატარა სოფლის მოასფალტებულ გზას. წვიმის წვეთები სულ უფრო ხშირად ეცემოდნენ საქარე მინას, სუნით იგრძნობოდა რომ ძლიერად დაუშვებდა. ჩემგან მარცხნივ გველივით მიიკლაკნებოდა სოფლის მიგდებული შარაგზა, მიხვეულ-მოხვეული, შიგადაშიგ დიდი ორმოებით. გვერდით მაცდურად მომდევდა და მემუდარებოდა, თავის კლანჭებში მითრევდა. თვალწინ აბობოქრებული და ყოვლისმომცველი ოფროუდი წარმომიდგა. სურვილი თანდათან მერეოდა, გახშირებული წვიმა კი სულ უფრო მეტად იღვრებოდა ადრენალის წვეთებად. ცოტაც და ორგაზმივით იფეთქა ნებისყოფაზე გამარჯვებულმა ოფროუდმანიამ. წამებში უკვე ატალახებულ გზაზე ვიდექი და ბუზღუნით მივაჭენებდი ცეცხლას. ის კი ქედმოუხრელად მიიკვალავდა ტალახიან გუბეებს. ერთ მონაკვერთზე გზა წყდებოდა და მინდორზე გადადიოდა, რომელიც დახრილი იყო დაახლოებით 30 გრადუსით. სველ, თანაც დახრილ მინდორზე ჩასვლა ვერ გავრისკე , რომ დავცურებულიყავი კლდეზე ჩავიჩეხებოდი. მანქანა უკან დავხიე. უკან სვლაზე ზედმეტი გაზი მომივიდა და გვერდულად წამიღო, რის შედეგადაც აი აქ აღმოვჩნდი ![]() ![]() ეს უფრო ახლოს ![]() ![]() აი გვერდიდან, მიწაყრილზე შეჯდა მანქანა. ![]() მოკლედ ვეღარც წინ წავედი და ვერც უკან. მანქანას სიმძიმე დაკარგული ქონდა, რადგან მიწაყრილზე იჯდა და საბურავები მსუბუქად ბუქსაობდა ტალახში. ბევრი რეჟიმი ვცადე, მაგრამ ამაოდ. ამასობაში დაღამდა ![]() ![]() ჯერ პიკაპით მოვიდა ჩემი მეგობარი ტოიოტა ჰაილუქსით, მაგრამ უკან სიმძიმე არ ედო და ვერ ამომიყვანა, თავადაც ლამის დარჩა იმ ტალახში. შემდეგ კი მეორე მეგობარი მოვიდა ძველისძველი "კოლხოზნიკით". ![]() მე ტელეფონი მოვიმარჯვე და ნაცნობ კამაზის მძღოლთან ვაპირებდი უკვე დარეკვას, თან ისეთი ლისი საბურავები ქონდა ამ რუსულ მახინას, რომ დავცინე, მაგრამ ჰოი საოცრებავ. დაგრიხა თოკი და ბაწარი და ამოიყვანა მისი ძმობილი ჭიანჭველა , ჩვენი ფორიკა. სამწუხაროდ ვერ გადავიღე , რამეთუ საჭესთან ვიჯექი. დიდი მადლობა საბჭოთა კავშირის დიად გამოგონებას - მის აღმატებულება "კოლხოზნიკს" |
|
|
|
![]() |
Sep 29 2009, 23:00
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,952 რეგისტრ.: 31-July 09 მდებარ.: Georgia მომხმარებელი № 265 |
|
|
|
|
Forik Forester OffRoad Sep 29 2009, 21:35
Matador საწყალი ცეცხლა :D
მ... Sep 29 2009, 21:44
mishaj დიდი ბოდიში მოდერე... Sep 29 2009, 21:44
iPod Forik
გაიხარე ესეთ... Sep 29 2009, 21:46
shota Forik
ყიდვა- გაყიდვ... Sep 29 2009, 21:53
Subo888 mishaj
გეთანხმები მ... Sep 29 2009, 21:53
shota ზოგად საუბრებში გა... Sep 29 2009, 21:54
Forik უპს, უკაცრავად. ვერ ... Sep 29 2009, 22:41
Matador
![]() ![]() |