IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ზოგადად მომაწოდეთ ინფო სუბარუზე, ზოგადად მომაწოდეთ ინფო სუბარუზე
propelera
გამოხმაურება May 8 2012, 19:49
გამოხმაურება #1


Newbie
*

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3
რეგისტრ.: 8-May 12
მომხმარებელი № 2,686




ხალხო, ვიცი რომ აქ მე სუბარუს "ფან კლუბში" ვარ მაგრამ მართლა მაინტერესებს როგორი მანქანაა 2000 წლის subaru legacy, ღირს თუ არა ყიდვად. მეგობარმა მირჩია და მითხრა რომ კაი მანქანააო, კარგი სამართავია თოვლიან და წვიმიან ამინდებშიო სადაც bmw -ს უჭირს კარგად მანევრირებაო. მაინტერესებს არის თუ არა ასე და კიდევ იაპონიიდან რომ ჩამოიყვანო მარჯვენა საჭიანი, რულს რამდენად გადაუტან? კიდევ მაინტერესებს გაზზე როგორ გადადის, რამდენად გამძლე მანქანაა, რამდენად იაფი ღირს გაკეთება რამე რომ მოუვიდეს და რავი რაც უფრო მეტს მეტყვით მით უკეთესი. თუ ცუდ ადგილას გავაკეტე ეს "ტოპიკი" sorry.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
RSK
გამოხმაურება May 8 2012, 21:25
გამოხმაურება #2


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 875
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 2,395




თუ მარცხენა საჭით გინდა იაპონურის ძებნაზე დროს ნუ დახარჯავ
რულის გადატანას არ გირჩევ, საქართველოში ყველ პროფესორია მაგ ამბავში და საერთოდ თითქმის ყველა ხელოსანს 10იან და 16 ქანჩს ერთმანეტისგან რო ანსხვავებს უკვე პროფი გონია თავი და იდეინობენ ხშირ ძალიან ხშირ შემთხვევაში, მოკლედ მარცხენა რულიანი იყიდე ამერიკული ან ევროპული
ლეგასს რაც შეეხება მე ახალი ნაყიდი მყავს ტურბინიანი მექანიკა კარგი მანქანაა თუ მოუვლი პატივს გცემს smile.gif თუ არა და განუტევებს სულს გული გაუჩერდება biggrin.gif
თუ სედანი გინდა და კვადრო მშვენიერი მანქანაა მაგ ასაკის მანქანებში უტურბინოს თუ იყიდი 3.0 ძრავით იყიდე აჯობებს
გაზს რაც შეეხება მონტაჟდება მაგრამ ცოტა სახლაფორთოა მაგრამ შესაძლებელია მე წყლის ბაჩოკი გადავიტანე საბარგულში და გაზის კომპი და რედუქტორი ჩაეტია კაპოტქვეშ, ეკონომიურიცაა მართლა მაგარი ეკონომიურია 20 ლარით 230 კმ-ს გადის გაზით ქალაქში შერეული სიარულით და ეხლა ვცდილობ გავაუმჯობესო შედეგები ვნახავ რა გამოვა smile.gif
სხვა რა გირჩიო ნაწილები არც უსაშველოდ ძვირია არც იაფია მეორადებიც იშოვება სისწრაფე თუ გიყვარს და კომფორტი იდეალური ვარიანტია ლეგასი მაგრამ არსებობენ უფრო სწრაფბიც და უფრო კომფორტულებიც მჯობნის მჯობნი არ დაილევა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge