გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
May 13 2012, 13:44
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 9 რეგისტრ.: 13-May 12 მომხმარებელი № 2,696 |
ნიკი: Nata Lee
სახელი: ნატა მანქანა: subaru impreza WRX type ra limited edition წელი: 1999 ფერი: ლურჯი დამატებითი მონაცემები მანქანაზე: ATU-111 იმედია არ მიწყენთ, რომ სუბარუს კლუბის წევრობა "მემკვირდრეობით" მივიღე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
|
![]() |
May 15 2012, 22:51
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 9 რეგისტრ.: 13-May 12 მომხმარებელი № 2,696 |
პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა თბილი მიღებისა და კეთილი სურვილებისთვის
ბოდიშით, რომ აქამდე არ გავხენი თემა და გალოდინეთ - უბრალოდ, სანამ ტეზა არ გავყიდეთ, მაინც ვერ ვგრძნობდი თავს ბოლომდე ამ კლუბის წევრად. ახლა უკვე, painkiller-ასი არ იყოს, ვარ სრულფასოვანი "მაზდოხისტი სუბაროლოგი" რაც შეეხება დანარჩენს... SIT-STI ციტატა იმედია დანიშნულებისამებრ იყენებ გააჩნია, რას ეძახი "დანიშნულებისამებრ გამოყენებას" თუ აჩქარებას და სწრაფ გადართვებს გულისხმობ, ქალაქგარეთ კიდევ შეიძლება.. რამდენიმე კვირის წინ "დავტესტეთ" მე და ლურჯამ პირველად ერთმანეთის შესაძლებლობები ბაზალეთის გზაზე და, დანარჩენი sxe10-მ დააკომენტოს თუ უნდა თუმცა, სამივე (მეც, sxe10-ც და პიპიაც) ფრიად კმაყოფილი დავრჩით, ისეთი კმაყოფილი, რომ მეორე დღემდე ყურებამდე გაღიმებული დავდიოდი მაგრამ ყოველ დღე კოსტავაზე საცობში რომ ჩამოვდივარ გორვა-გორვით, მგონი ეგ არ უნდა იყოს მთლად მაგ მანქანის დანიშნულება. და კიდევ, "რალი" მაქვს ყოველ დღე დილას-საღამოს ეზოში (განსაკუთრებით ბოლო წყალდიდობის მერე) ATU-111 ციტატა შეჩვევის პერიოდი როგორი იყო? ხო გიჯერებს უფფ, შეჩვევის პერიოდი მშვენიერი იყო, არ მეგონა, თუ ასე კარგად გავუგებდით ერთმანეთს! თუმცა უნდა ვაღიარო ორი რამ: 1. კმაყოფილი ვარ, რომ ბუსტ კონტროლერი აქვს ლურჯას, ე.ი. ჯერჯერობით მიჯერებს 2. ვფიქრობ შენი ნაჩუქარი დისკი გამომადგება Svansky ციტატა იმპრეზა გყოლია აქამდე თუ პირველია დაგვიწერე შთაბეჭდილება არა, ეს პირველია. იმპრეზა კი არა, იმაზე ვნერვიულობდი, მარჯვენა-საჭიან მექანიკას როგორ გავატარებთქო - 280 ცხენუკას გახედვნაზე რომ არაფერი ვთქვა! მეგონა, რომ პირველივე შუქნიშანზე ან უსასტიკესად ჩამიქვრებოდა, ან წინ მდგომ მანქანას შევაჯდებოდი შთაბეჭდილება? გადაფორმებას რომ მოვრჩით და მანქანა რომ წამოვიყვანე, გზაში ვფიქრობდი და მახსენდებოდა, რამდენი წლის წინ იყო ეს მანქანა რომ დამევასა პირველად, როგორ მისწორდებოდა ინეტში რალის ფოტოები - "ნახტომში" დაჭერილი კადრი - ლურჯი იმპრეზა გვერდზე ყვითლად დახატული სუბარუს ნიშნით... გაზს ცოტა უფრო თამამად მივაჭირე ფეხი, მანქანის რეაქციაზე გამეცინა და ჩემს დას ვუთხარი: "არ მჯერა, რომ ეს მანქანა მყავს". ახლაც ამას ვწერ და ყურებამდე ვარ გაღიმებული ვოტ... ასეთია შთაბეჭდილება პ.ს. sxe10, მადლობა, შენი დამსახურებაა, რომ დღეს მე იმპრეზას მძღოლი ვარ ![]() |
|
|
|
ShadowCat ShadowCat May 13 2012, 13:44
SNIKERSA გილოცავ მაგარი მან... May 13 2012, 13:46
shmagii ძალიან სერიოზული მ... May 13 2012, 13:46
shmagii
Dime მშვიდობაში მშვენი... Jun 6 2012, 23:51
jebota მშვენიერია გილოცა... Jun 7 2012, 08:48
xmx829 მწვანეზე გევლოს-მა... Jun 7 2012, 08:54![]() ![]() |