![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაცია 2 ივნისს ატარებს მოყვარულთა რალს. ბევრს ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ ჯერჯერობით, ვინაიდან ამის უფლება არ გვაქვს. სტარტი - ხეთაგუროვის ქუჩაზე, ნავთობკომპანია ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან, მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან, 10:00სთ-ზე. ადგილზე 15 წუთით ადრე დაგირიგდებათ ლეგენდები (რუქები).
ვინც არ იცის რა არის მოყვარულთა რალი მოკლედ აღვწერ, მრბოლელები გადიან მონაკვეთებს, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდული მოძრაობა, მათ ყოველგვარი წესთა დაცვით უნდა გაიარონ მოცემული ადგილები და შეეცადონ მოცემულ დროში მივიდნენ “finish”–თან საჯარიმო ქულების გარეშე. ასევე იქნება ჩქაროსნული სპეცმონაკვეთები. ეკიპაჟი შედგება ორი ადამიანისგან - პილოტი, შტურმანი, როგორც პროფესიონალთა რალზე. ვისაც აქვს სურვილი ცალკე იქნება გუნდური ჩათვლა, გუნდი აუცილებლად უნდა შედგებოდეს სამი ეკიპაჟისგან და ჰყავდეს კაპიტანი. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სამახსოვრო პრიზები. ვისაც აქვს სურვილი გამოსვლის და ვინც არ იცის როგორ წაიკითხოს ლეგენდა ან მიიღოს მონაწილეობა, 30 და 31 მაისს საღამოს 19:00სთზე ჩატარდება ტრეინინგები სრულიად უფასოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 595 96 70 10 ან 599 97 11 33 მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და ავტომობილი. სპონსორები: ვისოლ ჯგუფი, რონიკო, ორიფლეიმი, კრომბახერი. პრიზები: I ადგილი - 200ლ იტალიური აპის საწვავი, 8ლ ფრანგული ტოტალის ზეთი, სათვალეები რონიკოსგან, კრომბახერის ლუდი და წამახალისებელი საჩუქარი ორიფლეიმისგან. II ადგილი - 150ლ იტალიური აპის საწვავი, 6ლ ფრანგული ტოტალის ზეთი, ფასდაკლების ბარათები რონიკოსგან, კრომბახერის ლუდი და წამახალისებელი საჩუქარი ორიფლეიმისგან. III ადგილი - 100ლ იტალიური აპის საწვავი, 4ლ ფრანგული ტოტალის ზეთი, ფასდაკლების ბარათები რონიკოსგან, კრომბახერის ლუდი და წამახალისებელი საჩუქარი ორიფლეიმისგან. რეგისტრაცია დაიწყება ხვალიდან. რეგისტრაციის ღირებულება ეკიპაჟზე 40 ლარი, გუნდურზე +40 ლარი. |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5,767 რეგისტრ.: 18-April 09 მომხმარებელი № 27 ![]() |
ციტატა ლეგენდის მიხედვით უნდა იარო და სად ამოყოფ თავს კაცმა არ იცის... წესების მაქსიმალური დაცვით, უნდა დაითვალო საშუალო სიჩქარე და რა დრო დაგჭირდება მოცემულ ადგილამდე მისასვლელად, სადაც დროის კონტროლი ზუსტად განსაზღვულ დროს უნდა გადაკვეთო, მერე იქნება სპეც მონაკვეთები, მაგალითად დალაგებული ფიშკები ან რამე გზა, რომელიც დროზე უნდა დაფარო. მოიგებს ის, ვისაც ყველაზე ნაკლები დრო ექნება სპეც მონაკვეთებზე და ნაკლები ჯარიმა. წესები იგივეა რაც ჩვეულებრივ კლასიკურ რალიზე. მაგ. თბილისიდან ხო სტარტავენ ხოლმე და მიდიან ლეგენდით ცხვარიჭამიაში და დოპები არის სპეც მონაკვეთები... უბრალოდ ჩვენი ლეგენდა უცხო და უფრო ჩახლართული იქნება, ასევე სპეც მონაკვეთებიც, შეიძლება ზადნით მოგიწიოს სიარული, შეიძლება თვალებახვეულს რალი კიარა ჰარდკორწვალებაა ![]() |
|
|