![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაცია 2 ივნისს ატარებს მოყვარულთა რალს. ბევრს ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ ჯერჯერობით, ვინაიდან ამის უფლება არ გვაქვს. სტარტი - ხეთაგუროვის ქუჩაზე, ნავთობკომპანია ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან, მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან, 10:00სთ-ზე. ადგილზე 15 წუთით ადრე დაგირიგდებათ ლეგენდები (რუქები).
ვინც არ იცის რა არის მოყვარულთა რალი მოკლედ აღვწერ, მრბოლელები გადიან მონაკვეთებს, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდული მოძრაობა, მათ ყოველგვარი წესთა დაცვით უნდა გაიარონ მოცემული ადგილები და შეეცადონ მოცემულ დროში მივიდნენ “finish”–თან საჯარიმო ქულების გარეშე. ასევე იქნება ჩქაროსნული სპეცმონაკვეთები. ეკიპაჟი შედგება ორი ადამიანისგან - პილოტი, შტურმანი, როგორც პროფესიონალთა რალზე. ვისაც აქვს სურვილი ცალკე იქნება გუნდური ჩათვლა, გუნდი აუცილებლად უნდა შედგებოდეს სამი ეკიპაჟისგან და ჰყავდეს კაპიტანი. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სამახსოვრო პრიზები. ვისაც აქვს სურვილი გამოსვლის და ვინც არ იცის როგორ წაიკითხოს ლეგენდა ან მიიღოს მონაწილეობა, 30 და 31 მაისს საღამოს 19:00სთზე ჩატარდება ტრეინინგები სრულიად უფასოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 595 96 70 10 ან 599 97 11 33 მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და ავტომობილი. სპონსორები: ვისოლ ჯგუფი, რონიკო, ორიფლეიმი, კრომბახერი. პრიზები: I ადგილი - 200ლ იტალიური აპის საწვავი, 8ლ ფრანგული ტოტალის ზეთი, სათვალეები რონიკოსგან, კრომბახერის ლუდი და წამახალისებელი საჩუქარი ორიფლეიმისგან. II ადგილი - 150ლ იტალიური აპის საწვავი, 6ლ ფრანგული ტოტალის ზეთი, ფასდაკლების ბარათები რონიკოსგან, კრომბახერის ლუდი და წამახალისებელი საჩუქარი ორიფლეიმისგან. III ადგილი - 100ლ იტალიური აპის საწვავი, 4ლ ფრანგული ტოტალის ზეთი, ფასდაკლების ბარათები რონიკოსგან, კრომბახერის ლუდი და წამახალისებელი საჩუქარი ორიფლეიმისგან. რეგისტრაცია დაიწყება ხვალიდან. რეგისტრაციის ღირებულება ეკიპაჟზე 40 ლარი, გუნდურზე +40 ლარი. |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
მოკლედ, წავაგეთ... ჩვენ ორთაჭალაში ვერ გავიკვლიეთ გზა, დავაგვიანეთ ტაიმ კონტროლზე გავლა და ჯარიმა ავიკიდეთ ბლომად, თორე პირველზე ვიყავით
![]() 1 სლალომი, 1 ერთ კილომეტრიანი დოპი აღმართზე, საკმაოდ სწრაფი გზა იყო და ორი 550 მეტრიანი გრავის დოპი, ასევე სწაფი. DOG-111 შტურმანი დათო ჩხიკვიშვილი მყავდა |
|
|