![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაცია 2 ივნისს ატარებს მოყვარულთა რალს. ბევრს ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ ჯერჯერობით, ვინაიდან ამის უფლება არ გვაქვს. სტარტი - ხეთაგუროვის ქუჩაზე, ნავთობკომპანია ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან, მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან, 10:00სთ-ზე. ადგილზე 15 წუთით ადრე დაგირიგდებათ ლეგენდები (რუქები).
ვინც არ იცის რა არის მოყვარულთა რალი მოკლედ აღვწერ, მრბოლელები გადიან მონაკვეთებს, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდული მოძრაობა, მათ ყოველგვარი წესთა დაცვით უნდა გაიარონ მოცემული ადგილები და შეეცადონ მოცემულ დროში მივიდნენ “finish”–თან საჯარიმო ქულების გარეშე. ასევე იქნება ჩქაროსნული სპეცმონაკვეთები. ეკიპაჟი შედგება ორი ადამიანისგან - პილოტი, შტურმანი, როგორც პროფესიონალთა რალზე. ვისაც აქვს სურვილი ცალკე იქნება გუნდური ჩათვლა, გუნდი აუცილებლად უნდა შედგებოდეს სამი ეკიპაჟისგან და ჰყავდეს კაპიტანი. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სამახსოვრო პრიზები. ვისაც აქვს სურვილი გამოსვლის და ვინც არ იცის როგორ წაიკითხოს ლეგენდა ან მიიღოს მონაწილეობა, 30 და 31 მაისს საღამოს 19:00სთზე ჩატარდება ტრეინინგები სრულიად უფასოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 595 96 70 10 ან 599 97 11 33 მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და ავტომობილი. სპონსორები: ვისოლ ჯგუფი, რონიკო, ორიფლეიმი, კრომბახერი. პრიზები: I ადგილი - 200ლ იტალიური აპის საწვავი, 8ლ ფრანგული ტოტალის ზეთი, სათვალეები რონიკოსგან, კრომბახერის ლუდი და წამახალისებელი საჩუქარი ორიფლეიმისგან. II ადგილი - 150ლ იტალიური აპის საწვავი, 6ლ ფრანგული ტოტალის ზეთი, ფასდაკლების ბარათები რონიკოსგან, კრომბახერის ლუდი და წამახალისებელი საჩუქარი ორიფლეიმისგან. III ადგილი - 100ლ იტალიური აპის საწვავი, 4ლ ფრანგული ტოტალის ზეთი, ფასდაკლების ბარათები რონიკოსგან, კრომბახერის ლუდი და წამახალისებელი საჩუქარი ორიფლეიმისგან. რეგისტრაცია დაიწყება ხვალიდან. რეგისტრაციის ღირებულება ეკიპაჟზე 40 ლარი, გუნდურზე +40 ლარი. |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 517 რეგისტრ.: 24-May 09 მომხმარებელი № 117 ![]() |
მეექვსეზე გავედით მაგრა უაზროდ აკიდებული ჯარიმების გამო
![]() ოდომეტრი არ გვქონდა. მეორე მონაკვეთზე დკ2-ის დრო შენ თვითონ უნდა გამოგეთვალა და მაინც და მაინც მანდ გაჭედა GPS-მა რომლითაც მანძილს ვზომავით. მიახლოებით დავთვალეთ და 1 კმ შეცდომა მოგვივიდა. კიდე კაი ზედმეტობისკენ და ამის გამო დკ-ზე 3 წუთი დავიგვიანეთ (30 წამი ჯარიმა) თორე ნაკლებობა რო მოგვსვლოდა 3 წუთი ჯარიმა იქნებოდა მაგაზე. მეორე ჯარიმაც მაგრა უაზროდ ავიკიდეთ. ასუეთში დავიკარგეთ ![]() აი მაგის მერე კი მაგრა ვისიამოვნე მარნეული-ალგეთი მონაკვეთით. თავისი დოპებით და უამრავი გრუნტის გზით. |
|
|