IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> დასვენება შოვში
crimson
გამოხმაურება Jul 24 2012, 16:42
გამოხმაურება #1


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




შოვში მინდა წასვლა 4-5 დღით. ვინ იცის იქაური დვიჟენიები და ამბები რომ გამარკვიოს. პირველ რიგში რაც მაინტერესებს საცხოვრებელი ადგილია, არის თუ არა იქ კარგი კომფორტული საოჯახო სასტუმროები, რომელ ადგილას ჯობია რომ ვიქირავო და სად, აქედან რისი წაღEბაა საჭირო დ.ა.შ....

არავინ არაფერი არ იცით ? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Matador
გამოხმაურება Jul 24 2012, 18:08
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 14,683
რეგისტრ.: 17-April 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 22




crimson

მოკლედ, მე 5 წლის წინ ვიყავი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, თუმცა არის ნიუანზები რომელიც უნდა გაითვალისწინო (ეჭვი მაქვს კი არა, გამგელებულად მჯერა რომ იქ ისევ იგივე სიტუაციაა, რაც მაშინ იყო)...

http://www.shovi.ge

მაგ დასასვენებელ კომლექსში ვიყავი და უნდა გითხრა, რომ სხვისკენ არც გაიხედო, არ გაიხედო კი არა, არც გაიფიქრო, თუნდაც ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, თუნდაც ეზოდან, თუნდაც ბუნებასთან სიახლოვიდან და თუნდაც კონტიგენტიდან...

კომფორტი: შოვის პირობაზე, საკმაოდ ნორმალურად მეჩვენება, არის ძველებური სასტუმრო კომლექსი, მაქსიმუმ 1 ვარსკვლავს რომ მიანიჭებ ადამიანი (თუ საერთოდ ვარსკვლავთან რაიმე კავშირშია აღნიშნული), მაგრამ უზრუნველყოფილია ყველაფერი საჭიროთი. საკმაოდ დიდი სასადილო (სადილზე და მაგდაგვარზე შემდგომში დავწერ დაწვრილებით), საკმაოდ დიდი ოთახი. ოთახში არაა ცხელი წყალი (რომელშიც არის - ვერ გაეკარები ფასიდან გამომდინარეbiggrin.gif ) და საერთოდ ბანაობა საკმაოდ პრობლემატური ამბავია, იმიტომ რომ ერთი საერთო "აბანოსავითაა" მთელ კომპლექსზე და რიგრიგობით გაძლევენ გასაღებს ადმინისტრატორები (ეს ყოველივე თუ შეიცვალა, მაშინ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეგრე იყო და რა შეცვლიდა?!). საწოლებია ძველი საბჭოთა დროინდელი პრუჟინა/დსპ/ლეიბ ნაზავი, ნუ რეალურად კომფორტულად გძინავს, თუნდაც სიგრილის და თუნდაც სიმშვიდის გამო, გვერდებშიც არაფერი გერჭობა. მეტი სხვა რა?! ერთი დიდი მაგიდაა ეზოში და მთელი დამსვენებლები იმ მაგიდასთან იყრიან ხოლმე თავს, სადაც ჭადრაკიდან დაწყებული ნარდით დამთავრებული შეგიძლია გაირთო თავი.

კვება: რავი, ყველას თავის გემოვნება აქვს, მე კიდევ შოვში ყოფნისას 4 კილო დავიკელი (ერთ კვირაში)... 3 ჯერადი კვება არის და რაც არის კარგიაო ამბობდნენ, მაგრამ არც სოუზი მიჭამია ჩემს ცხოვრებაში და კიდევ რავი, ათასი უბედურება biggrin.gif ერთადერთი ნათელი წერტილი ის იყო, რომ გლოლადან (რომელიც უახლოესი სოფელია შოვის და ყველა სხვა შოვის დასასვენებელი "კომლექსები" მაგ სოფელში მდებარეობს სხვათაშორის) ქალი ამოდიოდა ხოლმე, ამოქონდა ცხელი მჭადი და ძალიან გემრიელი ყველი... 50 თეთრი ღირდა მაშინ ერთი მჭადი და ყველი ხოდა მაგას შევექცეოდი უგემრიელესად... მართლა კარგი იყო...

მდებარეობა: სასტუმროს ტერიტორიაა გადაჭიმული რამოდენიმე ჰექტარზე, მაგრამ რომც არ იყოს იმის იქით არაფერია და მთელი ტყე-ღრე-ღელე თუ რაც გინდა დაარქვი შენს განკარგულებაშია, ანუ მდებარეობა იდეალურია... იქვე კი არის რაღაც ბარაკის მაგვარი მოვაგონო კოტეჯები, მაგრამ რავი აბა?! ვიცი? biggrin.gif

ფასები: მე ვიხდიდი 19 ლარს კაცზე 3-ჯერადი კვებით... დანარჩენი რა გითხრა აბა?! biggrin.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
crimson   დასვენება შოვში   Jul 24 2012, 16:42
tamoooo   შოვში დასვენება დღ...   Jul 24 2012, 16:55
crimson   30 ლარი მთელი კოტეჯი...   Jul 24 2012, 16:58
DAVIDUS  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge