![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 293 რეგისტრ.: 19-August 12 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 2,876 ![]() |
Street Legal Racing: Redline
![]() Street Legal Racing Redline ( ასევე ცნობილი როგორც Street Legal 2 ) არის რეისინგის თამაში, რომელიც შექმნილია Invictus მიერ, მაგრამ თვითონ თამაში გაავრცელა Activision Value - მა. თამაში Windows - ის პლატფორმისთვის გამოვიდა 2003 წლის ივლისში. Game Play ( თამაშის სიუჟეტი ) თამაშის არსია მოთამაშემ დაამარცხოს თითოეული კლუბი და შევიდეს Race of Champions - ში, სადაც თქვენ შეგეძლებათ მოიგოთ ბონუსის მანქანა. მოთამაშეებს ექნებათ race - ი ( შეჯიბრი - რბოლა ) სხვა ავტომობიელბთან ქუჩებში დღის განმავლობაში, რადგან მოიპოვონ პრესტიჟი ( respect - პატივისცემა ) ან ფული, რადგან მოდიფიკაცია გაუკეთონ საკუთარ ავტომობილს. ეს დღის სინათლეზე მიმდინარე რბოლები არიან მსგავსი, ქუჩის რეისინგის, როგორიცაა Need For Speed: Underground 2 - ში. ღამის განმავლობაში, მოთამაშეებს აგრეთვე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ drag race - ში, სხვა მრბოლელის წინააღმდეგ, ან უბრალოდ უყუროთ სვის რეისს. ამ თამაშის კიდევ ერთი თვისება არის დარტყმის შედეგად დაზიანებული დეტალების შეკეთება. დაზიანება შეიძლება მოხდეს ავტომობილის ბევრ დეტალზე, მათ შორის მანქანის ძრავზე, ბამპერებზე, კარებებზე, ფანჯრებზე, სახურავზე და სხვა ნაწილებზე. სხვა ტამაშებისგან განსხვავებით ამ ზიანის შეკეთება შეიძლება. მანქანაში ვერ დაბრუნდება რეისიდან ხელუხლებელი და დაუზიანებელი. თუ რაიმე დეტალი დაზიანდება, ეს ზიანი შენარჩუნებული იქნება მანამდე, სანამ ის არ შეკეთდება ავტოფარეხში. Cars ( მანქანები ) თამმაშში არსებული მანქანები ძალიან გვანან რეალობაში არსებულ ავტომობილებს, რომლებსაც თამაში აქვთ სპეციფიური ფიქსირებული სახელები. მაგალითად : კომპანია Mitsubishi - ის მანქანას თამაშში ჰქვია Shimutsibu, Subaru - ს სახელია Ishima, Chevrolet Camaro - ს MC, BMW - ს Baiern - ი, Nissan - ის კი Emer - ი. თამაშის ვერსიაზეა დამოკიდებული 2 ცალი საპრიზო ავტომობილის არსებობა : Prime DLH 500 ( რომელიც ნიშნავს Shelby GT500 - ს ) ვერსია 2.3.0 LE - ში, ხოლო "Furrano GTS" კი ითვლება, როგორც Ferrari Enzo. მოთამაშეებს შეუძლიათ შეიძინონ მანქანები გამოყენებული ( მეორეადი ) ავტომობილების დილერთან ან ახლი ავომობილების დილერთან ( მაღაზიაში ). თავდაპირველად მოთამაშეებს აქვთ მხოლოდ საკმარისი თანხა, იმისათვის რომ იყიდონ გამოყენებული ავტომობილი და შემდეგ შეაკეთონ ის თუ ეს მოცემული ფული საკმარისია და შეკეთება ჯდება იაფი. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლიათ შეცვალონ ( მოდიფიკაცია გაუკეთონ ) ავტომობილის ნებისმიერ ნაწილს და ამის გასაკეთებლად გამოიყენონ ლამაზი და დინამიური ავტოფარეხის სისტემა. როგორც მანქანები, ასევე ნაწილებიც არის გამოგონილი და თამაშის საშუალებით მიეწოდება დეველოპერებს SL Tuners. კერძოდ კი, ბევრი ძრავის კომპნენტები არიან ძალიან მოდიფიცირებულები, მათ შორის intake, exhausts, camshafts, crankshafts, engine blocks, intake manifolds, cylinder heads, turbochargers და ა.შ. შესაძლებელია ამ ნაწილების შეზავება და დამთხვევა, რათა შეიქმნას უნიკალური ძრავები. ასევე როდესაც cheat codes - ჩეთის კოდებს შეიყვანს მოთამაშე თამაშში, მაშინ გაიგებს ამ ფრაზას "You Lose". Modifications ( მოდიფიკაცია ) არსებობს ბევრი თამაშის გულშემატკივართა ვებ გვერდები, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ საიტიდან ჩამოტვირთონ დამატებითი მანქანები, ნაწილები და სხვა თამაშის ცვლილებები. Gamespot - Street Legal Racing Redline პირველი თამაშის ვერსია გამოვდა STREET LEGAL (2002) წელს, ამას მალევე მოყვა STREET LEGAL RACING: REDLINE - ის გამოსვლა (2003) წელს. თამაშის გამომცემელია კომპანია Invictus ყველაფრის წერას არ დავიწყებ. ორიგინალი თამაშის ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ : Street Legal и Street Legal Racing: Redline (100% чистые версии без модов + патчи, бонусы) (გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია). გთხოვთ ლინკზე გადასვლის შემდეგ ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას თამაშის შესახებ ! wikipedia - Street Legal Racing: Redline დამწყებებისთვის : Street Legal Racing: Redline (FAQ + обсуждение) ეხლა კი დავიწყოთ თამაშის ბოლო ვერსიით ![]() Street Legal Racing: Redline 2.2.1 MWM slrr by Jack V2 pre-release 4 ![]() ინფორმაცია თამაშზე : გამოშვების წელი : 2003 (2012 წლის განახლებებით) ჟანრი : ავტო სიმულატორი მწარმოებელი : Invictus Games გამომცემლობა : Activision Value თამაშის დამატებები : Jack პლატფორმა : PC გამომცემლობის ტიპი : არაოფიციალური თამაშის რეჟიმი : მარტო თამაში ინტერფეისის ენა : ინგლისური გახმოვანების ენა : ინგლისური წამალი : არ ჭირდება სისტემური მოთხოვნები, რომელიც საჭიროა ამ ნაკრების ჩასართავად : ოპერაციული სისტემა : Windows 98/Me/2000/XP/Vista/7 ოპერატიული მეხსიერება : 2048 Mb ვიდეო დაფა : 512 Mb Video თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე : 7 Gb (არ არის იმის გარანტია, რომ თამაში ჩაირთვება Windows 8-ის 64 ბიტიან ვერსიაზე) თამაშის გადმოსაწერი ლინკი : Street Legal Racing: Redline 2.2.1 MWM slrr by Jack V2 pre-release 4 გადმოსაწერად დაგჭირდებათ პროგრამა µTorrent - a (very) tiny BitTorrent client Screens - სურათები : ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Videos - ვიდეოები : ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს თამაში არ გავს არცერთ სხვას ! რადიკალურად განსხვავდება ყველასგან, რადგან აქვს უამრავი ის ფუნქცია რაც ბევრ ცნობილ თამაშების კომპანიას აზრადაც არ მოუვიდა რომ გაეკეთებინა. თამაშის მოდები (მანქანები) შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ საიტებიდან : streetlegalmods.com გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია ! vstanced.com გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია ! modzona.ru გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია ! ამ საიტებზე ასევე ნახავთ თამაშისთვის განკუთვნილ სხვა ბევრ დამატებებს. ესენია : ტრასები, დისკები, ინტერფეისის ტექსტურები და ასე შემდეგ. ძირითადად რაც უნდა იცოდეთ. მოდების დამატება ხდება შემდეგნაირად : მანქანები ( მოდები ) უნდა გადაიტანოთ ამ ფოლდერში : C:\Program Files\slrr_by_Jack_V2_pre-release_4\Street Legal Racing Pre-release IV\cars\racers მანქანის ნაწილები ( ძრავები, დისკები, საბურავები და ა. შ ) უნდა გდაიტანოთ აქ : C:\Program Files\slrr_by_Jack_V2_pre-release_4\Street Legal Racing Pre-release IV\parts ტრასები კი უნდა გადაიტანოთ მოცემულ ფოლდერში : C:\Program Files\slrr_by_Jack_V2_pre-release_4\Street Legal Racing Pre-release IV\maps\Addon_Maps მანქანის მართვა დიდი არაფერი არაქვს. მე მანქანის აწყობის პროცესი მიზიდავს ყველაზე მეტად. თან ძალიან ბევრი მოდების დამატებაა შესაძლებელი. დანარჩენი, გემოვნების ამბავია. ესეც საიტები სადაც წერია ყველა საჭირო კოდი. მე მხოლოდ ფულის მომატებას ვიყენებ. Street Legal Racing: Redline Cheats Cheat Codes კოდების შეყვანა ხდება შემდეგნაირად : ხშირად დასმული შეკითხვები : როგორ უნდა გადავიღოთ სურათი SLRR-ში ? How to take pictures in SLRR How to Take HQ screenshots როგორ უნდა გავაკეთო მანქანაზე ნახატები ? HQ Paintjob Tut How to make Paintjobs & Decals Legal Street Racing Tutorial How To Create Paintjob HD How to Make HQ paintjobs ზოგიერთ მოდზე დრაივერის ხელები არ ემთხვევა და ამიტომ ჯობია საერთოდ წაშალოთ ის. ამისათვის გადმოიწერეთ ეს პროგრამა და გადაიტანეთ სათანადო ფოლდერებში ყველა გადმოწერილი ფაილი. Miscellanious Parts / No driver როგორ უნდა გადავიტანო ჩემი დისკები თამაშში ? დამწყებებისთვის არ არის ! Street Legal Racing Tutorials / Addon-Rim კიდევ რამოდენიმე გაკვეთილი : Analogue Gauge How to add songs რაც შეეხება ENB - ს სერიებს ყველაზე მეტად ეს 2 ცალი მომეწონა : ENB Series Settings for SLRR V7 + New ENB Series Settings for SLRR V3 ვინც არ იცით რა არის ENB, გეტყვით, რომ ამის დაყენების შემდეგ თამაში გრაფიკა გაუმჯობესდება, რადგან პროგრამა ახდენს ფერების კორექციას. მთელ ეკრანზე Fullscreen - ზე არ ეშვება თამაში გადმოწერის შემდეგ თამაშის მთავარ ფოლდერში ნახავთ რეზოლუციის შესაცვლელ პროგრამას, სახელად MWM_Resolution_Changer. აქ თოლიით ( პწიჩკით ) აღნიშნავთ Fullscreen - ს. გისურვებთ სასიამოვნო გართობას ! ![]() ![]() -------------------- Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/ |
|
|
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 293 რეგისტრ.: 19-August 12 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 2,876 ![]() |
![]() Live for Speed (LFS) ეს არის რეისის სიმულატორი (racing simulator),რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა.მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-ენჯინი), Eric Bailey (ტრასები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (მუსიკა, ვებსაიტი, რეალიზაცია).Scawen Roberts,Eric Bailey- ორივე წარმოშობით- დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen ნიდერლანდია).მათი ძირითადი მიზანია,რომ მოთამაშემ შეძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში,(multiplayer) რაც მომავალში მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს (single player-ის) რეისებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ.მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო ტრასის დრო (იგივე hotlap),რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (და დაფიქსირდეს) lfsworld.net -ზე hotlap-ის რეჟიმში.გარდა ამისსა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადებისგაკვეთილები 'training' რეჟიმში. LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით.თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (lfs.net) მაგრამ unlocking ყველა მახასიათებლის გახსნა(მანქანების და ტრასების გახსნა) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას.ლიცენზიის შეძენის გარეშე,ის ფუნქციონირებს ისე,როგორც feature-limited demo (შეზღუდული დემო ვერსია).demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი ტრასის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი.მანქანები - XRG,XFG,FBM. ტრასა - Blacwood GP. Releases (რეალიზები) თამაში განკუთვნილია და დაყოფილია სამ ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია,რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 2 წელიწადია).ყოველ შემდგომ (მომავალ) ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში,როგორიცაა ფიზიკის მოდელი,გრაფიკა და ხმა.ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც.ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და ტრასების მეშვეობით,ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რიცხვის დაკავშირება სერვერთან. მთლიანი კომერციული სამუშაო LFS S2-ის (alpha ვერსა),დასრულდა 24 ივნისს,2005 წელს.უკანასკნელი patch-ი კი გამოვიდა 17 ივნისს,2011 წელს.S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2-ი ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები. Simulation (სიმულაცია) ამ ყველაფერთან ერთად,თამაშს გააჩნია კარგი ფიზიკის მქონე ძრავა (Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციის,შეჩერების,აეროდინ ამკის,ტრანსმისიის - რამოდენიმე გადაცემათა კოლოფის ტიპის,კონუსის გადახურების,მანქანის დაზიანეისა და ძრავის გაფუჭების სისტემით.საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით,ბორბლების ნაკვალევის დატოვებით და დეფორმირების მიღებით. Gameplay (სათამაშო) LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (Steering Wheels),მაუსებს,კლავიატურებს,ჯოისტი ებს და Game pad - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის). რეისი ან უნდა დასრულდეს,რამოდენიმე წრის შემდეგ,ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო,რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე.თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა და საბურავების გამოცვლა გარაჟებში და შუა რეისის დროს შესვლა (pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება.გარაჟის შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარე 80 km/h (50 mph) ფარგლებში.ლიმიტის გადაცილებისას ძალაში შევა ჯარიმების მსგავსი ქულები,რომლიც ასევე ჩანს რეალურ ავტოსპორტში,შეჩერება და წასვლა,ანდა საჯარიმო ქულების მიღება.სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რეისის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი,ან კვალიფიკაციის შედეგების ადრეული მოხსნა. სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში.ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მართვის მახასიათებლების გაეცნობაში.გაკვეთილები მოიცავენ საგნებს,როგორებიცაა:მოხვევის ,მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი.ეწისერმა,რომ ჩააბაროს (გაიაროთ) ეს გამოცდა,ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, დასახული მიზნების სწორედ გაკეთებით.გაკვეთილები დაწყობილია,როგორც კომპლექტები.თითოეული მანქანის თანმიმდევრობა - ნელიდან სწრაფამდე.თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორედ,რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე,თუმცა მათი დასრულების შემდეგ,არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები,ისინი ისე რჩება,როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში. Cars (მანქანები) S2-ი ლიცენზიის (release) დასრულებული ვერსია,გთავაზობთ სულ 21 სხვადასხვა კლასის ავტომობილს.ისინი მერყეობს დამწყები მოთამაშისთვის უფრო შესაფერს მოდელებზე,რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას,ვიდერე მისი წინამორბედები.არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები,დაწყებული 100 hp ცხენისძალიდან და დამთავრებული 700 hp-მდე.თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები,GT DTM-ის მსგავსი რეისის მანქანები და ასევე გამოყენებული ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო მანქანები.მიუხედავად იმისა,რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირიტადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს,მათ ასევე ჰყავთ ხუთი რეალური ოფიციალურად ლიცენზირებული ავტომობილები. BMW Sauber F1.06 Formula BMW Formula SAE Sports car Volkswagen Scirocco Tracks (ტრასები) LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი ტრასის ტერიტორია,მათ შორის ერთი თავისუფლად დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე,ხოლო ერთი კი აიამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings) დაფუძნებული და კიდევ ერთი კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan).თითოეულ მათგანს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე აგრეთვე შესაძლებელია უკუღმა სიარული (drive in reversed) დაყენება (დაკონფიგურება).მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი (rallycross) ტიპის ტრასები.გარდა ამისა,მომხმარებლებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts),კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) რედაქტორის გამოყენებით.ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა,რადგან მოთამაშემ შექმნას ამგვარი სქემები. Intel Racing Tour and V1 Championship LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში,რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში,2007 წელს.ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-ს,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1-ი დაინერგა თამაშში. LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან,რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში.V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე.წ. V1 Championship Limited,რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რეისის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent).LFS გამოყენებული იქნება,როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი,გარდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტირებისა მანამ,სანამ ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე.თუ წარმატებით გაიარეს (V1 Championship),კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში. მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს,LFS-მა შეიძინა Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მანქანის მოდელირებაში (მანქანის თამაშში გადასატანდ).შესაძლებელია თამაშს დაემატოს ტრასა Rockingham Motor Speedway,V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და ეს ტრასა გამოცხადდება S3-ი ლიცენზიის ნაწილად. Rockingham Motor Speedway ![]() Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco-ს კონვენცია 2008 წელს) LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ,რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ Leipzig თამაშში კონვენციის შესახებ 2008 წელს.კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco-ს მანქანას. Scirocco-ს დასრულება Live For Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბერს.თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით,მოულოდნელი შეცდომების გამო.ხოლო უკანასკნელი პატჩი და თავად Scirocco,აიძულებენ LFS-ის გუნდს,გადამუშავების შეჩერების სისტემას. LFSWorld LFS-ს აერთიანებს LFSWorld.net-ი,რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების საიტი და მონაცემთა ბაზა online რეჟიმში skin-ების მხარდაჭერით.თითოეული რეისერის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედი - დრო,წრეების რიცხვი,მანძილის გავლა და ასევე ნაჩვენებია,თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი.მომხმარებლებს,შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები.ის აგრეთვე მოიცავს მონაცემთა ბაზის საზოგადოებრივი ჩამოყალიბების გუნდს.გარდა ამისა,არის ოფიციალური მსოფლიო რეკორდი (official world record lap) წრის და დროის ცხრილი,სადაც რეისერებს შეგეძლებათ ატვირტოთ თქვენი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps),რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და ტრასას.მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე,საიდანაც skin-ები შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება,თუ ეს თამაშის დასჭირდება სხვა მოთამაშეებისათვის. Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები) PC Gameworld's 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1 გამოიწვია 89% გაცება და განაცხადა,რომ:LFS-ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი,რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს ("A very strong simulation that offers fun and a high level of realism"). Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რეისის სიმულატორი,რაც კი ოდესმე გამოსულა ("the best PC racing simulator ever.") Pelit magazine's 2004 წლის მიმოხილვა LFS' S1-ის გავრცელება.Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: ("Saloon cars and meticulous simulation.Absolute cream of the crop.") Bytesector.com's 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება;განაცხადა,რომ: ("Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I've ever played.") 2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS გადასცა მათი საუკეთესო სიმულატორის ("Best simulation") ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველს ხმის მიცემის უფლება მისცეს,რათა LFS მიეღო შემდეგი ჯილოდები. BHM "Game of the year" award BHM "Best multiplayer" award BHM "Best physics" award Game Screens - თამაშის სქრინები : ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Game Videos - ვიდეოები : დღეს დღეობით გამოსულია თამაშის ბოლო ვერსია, ეს არის Live For Speed 0.6B. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ. ![]() ინფორმაცია თამაშზე : დასახელება : Live For Speed 0.6B Original (full Version) გამოსვლის წელი : 2011 ჟანრი : Racing/Simulator შემქმნელი : LFS Studio გამომცემელი : sti228 ენა : ინგლისური პლატფორმა : PC გამშვები : მოყვება მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები : ოპერაციული სისტემა : Windows XP,Vista,Windows 7 პროცესორი : Pentium 4 ოპერატიული სისტემა : 256/512BM ვიდეოკარტა : 64/128 მბ თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე : 500 მბ თამაშის შესახებ : 17 ივნისს დეველოპერებმა გამოუშვეს Live for Speed-ის ახალი ვერსია 0.6B, სადაც შესულია მრავალი განახლება და გაუმჯობესება.ახალი საბურავების ფიზიკის მოდელი,ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია,ასე რომ ეს ვერსია ისე,როგორც მისი ყველა წინამორბედი,იყენებს ძველ საბურავების ფიზიკას.თუმცა სხვა ვერსიებისგან განსხვავებით თქვენ აქ ნახავთ,შეჯახების გაუმჯობესებულ სისტემას,თავისუფალი ხედვის მოდს და სხვა მრავალ განახლებას.Live For Speed-ი უზრუნველყოფს მოთამაშეებს რამოდენიმე საინტერესო ფუნქციით,ხოლო მწარმოებლები კი ამ ვერსიაზე არ გაჩერდებიან და კვლავ გააგრძელებენ თამაშზე მუშაობას. თამაშის ზოგიერთი ახალი განახლება
არქივში თამაშთან ერთად მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი.მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა ტრასას და მანქანას.გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში,შემდეგ ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და შემდეგ ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll,Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live For Speed-ის მთავარ ფოლდერში.ჩართეთ unlocker.exe,დააჭირეთ Unlock Live For Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock", შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live For Speed S2" (თუ არ ამოაგდო პროცედურას თავიდან იწყებთ). როდესაც გახსნით თამაშს, შეგიძლიათ გამორთოთ და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და ვაჭერთ "Starts", როდესაც დაიწერება "Patching Done" და Exit. გადმოსაწერი ლინკი : Download LFS 0.6B ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თამაშის წინა ვერსია LFS Z28 შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან : LFS Z28 Original Full Version ხშირად დასმული შეკითხვები : საიდან გადმოვწერო სეთაფები ? http://setupfield.teaminferno.hu/ http://www.setupgrid.net/ საიდან გადმოვწერო ძრავის ხმები ? Live For Speed Engine Sounds საიდან გადმოვწერო მანქანის სკინები ? http://www.bean0.com/ http://www.life4pixel.com/index.php?do=skins LFS Car Skins საიდან გადმოვწერო layout - ები ? http://layouts.500servers.net/ http://www.lfsforum.net/forumdisplay.php?f=27 საიდან გადმოვწერო მოდები ( მანქანები ) ? http://lfsmodskin.blogspot.com/ http://lfsmods.com/ http://lucas-mods.blogspot.com/ http://www.driftmods.net/forums/ - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია ! მოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში : C:\LFS\data\dds და C:\LFS\data\veh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ იმასაც. სკინები უნდა გადაიტანოთ : C:\LFS\data\skins სეთაფები უნდა გადაიტანოთ : C:\LFS\data\setups ძრავის ხმები : C:\LFS\data\engine ლეიოუთები : C:\LFS\data\layout tweak - ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან : http://www.lfs-tweak.com/ შეიძლება კიდევ ბევრი ინფორმაციის დაწერა, თამაშზე, მაგრამ არ გავაგრძელებ. ეს სავსებით საკმარისია. სხვა დანარჩენისთვის google არსებობს. ამ თამაშზე იყო თემა გახსნილი, მაგრამ რომ გადავხედე ორი შეგრძნება გამიჩნდა. ან უნდა მეტირა ან უნდა მეცინა. საბოლოო ჯამში გადავწყვიტე, რომ მეთვითონ თავიდან გამეხსნა ახალი თემა. იმედია მოდერატორები არ მიწყენენ ![]() -------------------- Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/ |
|
|